ახალი წელი იმიტომაა კარგი და გასახარებელი, რომ ახალია.
საერთოდაც კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის რომ გამოამჟღავნო სიყვარული, სითბო და კრეატიულობა.
თბილისი თითქოს საახალწლო სულით გაიჟღინთა, ქუჩები ლამაზადაა განათებული (ნუ სილამაზე ფართო და ფარდობითი ცნებაა, მაგრამ მაინც) მაღაზიის ვიტრინებიც მორთულია, თუმცა აი ზუსტად ამ ბოლო პუნქტზე მინდა მოგიყვეთ რაღაც.
საქართველოში არც თუ ისე ცოტა ბრენდ მაღაზია და მიღებული ნორმა-სტანდარტების გამტარებელი ფირმაა უკვე, თუმცა მათი უმეტესობა მგონი მაინც ვერ ხვდება იმას, რომ ახალი წელი და მისი წინა პერიოდი საუეთესო საშუალებაა გაყიდვების გაზრდისათვის. ვერც ერთი მაღაზიის მეპატრონე მგონი ვერ იაზრებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კარგად მორთული ვიტრინა დამატებით ხალხის მოსაზიდად და რაც უფრო თვალწარმტაცია ვიზუალურად მისი დაწესებულება უფრო მეტ ადამიანს ამახსოვრდება ან აინტერესებს იგი.
გაიხსენეთ თუნდაც ერთი კარგად მორთული მაღაზია და მისი ვიტრინა თბილისში?
ვერ იზავთ მაგას, იმიტომ რომ ეგეთი უბრალოდ არ არის.
აი ესენი გადავიღე ორი დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა უბანში:
არავინ მითხრას რომ ამ კომპანიებს არ აქვთ საკმარისი ფული იმისათვის რომ თავს უფლება მისცენ კრეატიული დეკორაციების გაკეთებისა.
რატომ არ შეიძლება რომ თბილისშიც იყოს აი ასეთი საახალწლო ვიტრინები მაგალითად?
ან რატომ არ ტარდება საქართველოში (ისევე როგორც ნიუ იორკში) საახალწლო მორთულობიანი ვიტრინების კონკურსი?
მოკლედ მე პირადად (თუ ქალაქის ზოგიერთი უბნის მორთულობას არ ჩავთვლით) თბილისური დეკორაციები სულ არ მიქმნის დღესასწაულის შეგრძნებას რაც ძალიან გულდასაწყვეტია, არადა ასეთი მაღაზიები ხომ ღიმილს და აღფრთოვანებას უნდა იწვევდეს….
ეხ.
გილოცავთ დამდეგ 2011 წელს ყველას!
პ.ს ვგონებ ახალ წელს საინტერესო პოსტით შევხვდებით :)
15 Comments
რომ მორთონ, მაშინ დენის იმხელა გადასახადები მოუვათ, გაკოტრდებიან :დ თანაც საქართველოში მაღაზიები ვიზეა ფოკუსირებული, კაციშვილმა არ იცის :/ არც მე ვიცი, სიმართლე ვთქვა.
ReplyDeleteშენც გილოცავ, ბლანკ, ლოვ :*** ერთადერთი საახალწლოდ განწყობილი ადამიანი გნახე, როგორც იქნა.
Sophie- ჰო ეგეც მართალია , კაცმა არ იცის ვისთვისაა : )
ReplyDeleteხოდა მადლობა შენც!
მე მთელი წელი საახალწლოდ და საზამთროდ ვარ განწყობილი მაგრამ თოვლი არა და არ მახარებს რა : ) როგორ მივაწვდინო ხმა არ ვიცი :)
ეეჰ ჩორვენ, მაღაზიაში როცა შევალ, სულ იმას წუწუნებენ, არაფერი გვეყიდება და რა გვეშველება და დაგვხურავენ და... ამისთვის მოიცლიან? :((
ReplyDeleteმეც გილოცავ, წარმატებები და ბედნიერი კატის წელი ყოფილიყოს შენთვის! :))
Undone - მადლობა ძვირფასო : ) იმედია ჩემი წელი ცემთვისვე ძაიან კარგი იქნება.
ReplyDeleteშენც გილოცავ კიდევ და კიდევ და წარმატებებს გისურვებ, სხვა ყველაფერს შენ თვითონაც გაუმკლავდები
თბილისი, მგონი, ერთადერთი ქალაქია, სადაც იუნაითედ ქალარს ოფ ბენეთონის ვიტრინაში სამი მანეკენია და სამივე შავ ფერებშია შემოსილი...
ReplyDeleteყოველ შემთხვევაში, მე რომ ვნახე, ასე იყო.
ხომ გითხარი კომენატრეს დაგიტოვებ-მეთქი და აჰა ისიც! :P :P
ReplyDelete:))))))))))))))))
ReplyDeleteკრეატიული დეკორაცია საკმარის ფულზე კი არაა დამოკიდებული, არამედ საკმარის გემოვნებაზე :)
ეჰ, კარგი იქნებოდა ...
ReplyDeleteDv0rsky - dae gamzadebuli iyidon tviton nu ifiqreben magram aba egec rom zneli mosafiqrebelia amattvis :(
ReplyDeleteOTO - uhum
ეგ მაღიზიანებს მეც და უფრო მეტად მაგათი "სეილები", რომელიც, საუკეთესო შემთხვევაში, 3-5 ლარით ნაკლები რომ გიჯდება.
ReplyDeleteდედამმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ
Welcome To Batumi :-)
ReplyDeleteაქაც დიდი არაფერი, მარა საახალწლო განწყობის შექმნა შეიძლება, მით უმეტეს ღამით...
მაღაზიებზე გეთანხმები, არც მაქ და არც აქ დიდი ვერაფერი :-(
მოვალეობის მოხდის მიზნით რო რთავენ ვიტრინებს იმიტომაცაა ლამაზი
ReplyDeleteმოვალეობის მოხდის მიზნით რო რთავენ ვიტრინებს იმიტომაცაა ლამაზი
ReplyDeleteგილოცავ დამდეგ ახალ წელს და ყოველივე კარგს გისურვებ! სიხარულს და ჯანმრთელობას და ბედნიერებას :)
ReplyDeleteძალიან გამიხარდებოდა საახალწლოდ მორთული თბილისის სურათებსაც თუ დადებდი :)
შეგვიქმნიდი კარგ საახალწლო განწყობას :)
ოღჩ....
ReplyDeleteრა კონტრასტია. :(((
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!