მკვლელობა არავის შერჩება!! დავისჯებით!

„ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ, შენი ვალია,
ტყეებს ნუ კაფავ ძმობილო,
ტყე გაშიშვლდება, ბრალია,
ია და ვარდი გახმება,
...ფესვებს მოუთხრის ქარია...

 

ყოფილხართ როდესმე ბახმარო - ადიგენის გამყოფ ქედზე? გადაგივლიათ ტყე რომელიც ტყე აღარაა?

იცით რას აკეთებენ ადამიანები იმისათვის , რომ ტყე განადგურდეს და გაჩნდეს აუცილებლობა ხის მოჭრის?

  1d12b9b008ce    

ბახმაროს გარშემო მთელი ტყეები განადგურებულია და კიდევ გრძელდება ეს პროცესი. ყოველ მეორე ხეს ქერქი აქვს შემობრდღვნილი (დიახ ,ზუსტად ეს სიტყვა ასახავს მდგომარეობას) და ზედ ნავთი, თუ ბენზინია მისხმული, იმისათვის რომ ხე იმაზე მალე გახმეს ვიდრე საჭიროა. შემდეგ კი ვიღაც იდიოტები მივლენ , ელექტრო ხერხს ჩართავენ და მშვიდად გაავლებენ მუსრს ნახევარ ქედზე ძლივს გაზრდილ 100 წლოვან ტყეს.

რამდენჯერაც სადმე ვყოფილვარ ლაშქრობაში, არ მახსოვს როდისმე შემთხვევა რომ ნაგავი მთელი ამდენი კილომეტრი უკან არ გვეთრია. რაც იწვებოდა (ქაღალდები, ბიჩოკები,საჭმლის ნარჩენი და მსგავსი) იმათ ვწვავდით ხოლო პლასტმასები, პოლიეთილენის პარკები და ასეთი არალპობადი რამეები უკან მოგვქონდა.

598cce898a7b

ჩემამდე არ დადის ის თუ როგორ შეიძლება გაანადგურო გარემო, რომელიც ასეთი ლამაზია, მაგრამ დავანებოთ სიმალაზეს თავი…. როგორ უნდა გაანადგურო გარემო რომელიც გკვებავს და გაწვდის ჟანგბადს?

მესმის რომ ზოგჯერ ქალაქში სრულიად გაუზარებლად ან გამოუვალი სიტუაციის გამო დაგვიგდია რაღაც , მაგრამ ეგ კიდევ არ ითვლება იმხელა დანაშაულად, რადგან ქალაქს ამდენი ათასი დასუფთავების მუშაკი ჰყავს, რომელიც ყოველ დღე ადევნებს წესრიგს თვალს (თუმცა ეს დანაგვიანების გამართლება მაინც არაა) ხოლო რა ქნას უბედურმა ქედმა, რომელზეც 100 წელიწადში ერთხელ თუ გამოჩნდება ვიღაც, და ისიც ალბათ ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელიც არც კი ფიქრობს იმაზე რომ იქ დაგდებული პლასტმასის ბოთლი პირველად მასზე და მის ოჯახზე იქონიებს გავლენას და მერე მიაღწევს ეს ცუდი სიტუაცია ქალაქებამდე.

მიკვირს ის თუ რატომ უკვირთ ადამიანებს ბუნებრივი კატაკლიზმები? დედამიწა სამაგიეროს გვიხდის და ძალიან დამსახურებულადაც! ვჭრით ხეებს და ამიტომ ჩნდება მეწყერი, ვაზიანებთ ოზონის შრეს და გვემართება კიბო, ვაბინძურებთ ნიადაგს და აღარ გვაქვს საკვები, ვწამლავთ ცხოველებს და მერე მათგან გვედება ათასი დაავადება!

მეტის ღირსები ვართ!! სულ უნდა გადავშენდეთ მე თუ მკითხავთ!

მესტიაში (არადა რა ლამაზია მთლიანად სვანეთი) ერთგან მდინარის კალაპოტში იმდენი ნაგავი იყო ჩაყრილი - გლდანის ნაგავსაყრელს რომ სცოდნოდა და ენახა გულით შეშურდებოდა ალბათ! არადა რატომ? გეკითხებით – რატომ უნდა გააკეთო ისე რომ ულამაზესი ბუნება, მდინარის კალაპოტი და საერთოდ გარემო დაამახინჯო და დაანაგვიანო? შექმნა ეკოლოგიური კატასტროფის პირობები??

ნაგავი

ან ნუთუ არავის არასოდეს მიგიქცევიათ ყურადღება რომ ზოგიერთ რეგიონში დიდ ქალაქებს შორის ცელოფნის პარკების ”ბუნებაა” ხოლმე? ხეებს ფოთლების მაგივრად ფერად - ფერადი ნაკუწები ჰკიდია ტოტებზე , მიწაც დაფარულია ხოლმე ცელოფნითა და პლასტმასით?

ამით ხომ არა მხოლოდ ფლორის , არამედ ფაუნის წარმომადგენლებიც ზარალდებიან და იხოცებიან? მათ უქრებათ საკვები, ნიადაგში ჩაფლული პარკები და პლასტმასები მათი ბუნაგების გაკეთებას უშლის ხელს და რავიც კიდევ რამდენი უბედურება მოსდით…

764e62f3a0da00113_1270799235_gnvsh

მაინტერესებს არსებობს ორგანიზაცია რომელიც დამეხმარება აქციის მოწყობაში, სადაც ყოველ  ათეულ ან ასეულ პარკზე, რომელსაც სხვადასხვა ადგილებში მოაგროვებენ ადამიანები- მათ გასამრჯელო გადაეცეთ? ან ნუ დამეხმარება მე , ისე გააკეთოს რომელიმე ორგანიზაციამ მსგავსი აქცია!!

მოკლედ ნუ დაყრით ნაგავს, ნუ შეუწყობთ ისედაც ნახევრადმკვდარ გარემოს ბოლომდე დალიოს სული! ბოლოს და ბოლოს ლამაზი ფოტოები ხომ მოგწონთ და ვოლფეიფერებად ხომ იყნებთ??!! მიეცით სხვებს საშუალება გადაიღონ მსგავსი ფოტოები, სხვა თუ არაფერი!!!

gallery_540_34_1287994391gallery_24495_34_1289766527

Post a Comment

8 Comments

  1. Hexsus..
    ai es multfilmi gamaxsenda egreve,zalian zvelia ,magram dgemde zalian miyvars .kakras tematikaa sheni postis <3 http://allmovies.ge/ge/index.php#movie/GOOLK

    ReplyDelete
  2. Anonymous10:54 PM

    ჩემს სულში ზიხარ, ჩემს სათქმელს ამბობ, ჩემიანი ხარ რა! :*
    ნაწილობრივ მაგიტომაც მჯერა 2012 წლის

    ReplyDelete
  3. რომ იცოდე, როგორ მტკივა ეს ამბავი... გუშინ სახლისკენ რომ მოვდიოდი, ტრანსპორტიდან დავინახე, ნაძვის ძირში ვიღაცები გამხმარ ფოთლებს წვავდნენ და კინაღამ ამეტირა. თითოეული გადაჭრილი ხის დანახვაც კი ტრაგედიაა ჩემთვის :( ნეტავ ყველასთვის ასე იყოს.

    ReplyDelete
  4. მარო, მტკივნეულ თემას შეეხე )) გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა აკეთებდეს, პირველ რიგში, მერე არასამთავრობო სექტორი. მაგრამ ორივე მხარეს ძალიან ჰკიდია. სამაგიეროდ სადღეგრძელოებში ხომ არ გვავიწყდება ))

    ReplyDelete
  5. და როცა მეწყერი გვაწიოკებს, მერე ვხავით "რისთვის, ღმერთო?!"
    მაზოხისტები ვართ ალბათ და გვსიამოვნებს საკუთარი თავის წამება: მოჭრი, დახოცავ => გერხევა; მოჭრი, დახოცავ => გერხევა და ასე იქნება სულ. კარგია, რომ შენც ჩემს აზრზე ხარ.

    კიდე იცი, რა მაგიჟებს? ქალაქში რომ ყრიან ნაგავს და პასუხობენ, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ დასუფთავების თანამშრომლებს სამსახური შევუნარჩუნოო. და ყველაფერი ცუდი ადამიანს ჩვევაში რომ გადადის, მის მიერ დაბინძურებულ ტყეს თვითონ დაასუფთავებს, დასუფთავების სამსახური თუ ბებიამისი? (ვიგინები მწარედ!)

    ReplyDelete
  6. rogor ar mesmis am xalxis :( rogor sheuzliat ase ugulod dayaron an datxaron :(

    ReplyDelete
  7. Anonymous6:49 PM

    მართალია, რეგულარულად უნდა ეწყობოდეს დასუფთავების აქციები, სტუდენტური დასაქმება შეიძლება გაკეთდეს, ასევე ჯარიმები დაწესდეს, მთლიანობაში სისტემა არ მუშაობს გამართულად და შედეგიც სახეზეა. აქ კანონში თუ არ ჩადე ისე აზრი არ აქვს ლოდინს შინაგან კულტურას როდის გამოამჟღავნებს ადამიანი, ღვედს თავისით არავინ იკეთებდა, ერთეულების გარდა, ახლა ყველა დაღვედილი დადის :დ ხოდა აი ასე :დ

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!