აქ რაიმე დამაინტრიგებელი შესავალი უნდა ყოფილიყო
იცით რა არის? მე ვიცი, რომ ადამიანებს ბევრი რამე ახარებთ : ) ყველას სხვადსხვა რაღაც , თუმცა ძირითადად მაინც ერთი და იგივე პუნქტები არის ხოლმე ყველა ჩამონათვალში.ხოდა აი რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი რა იწვევს ჩემში თავბრუს ხვევას, ყმუილისა და ჭყლოპინის სურვილს, რა მაიძულებს ვცმუკავდე ადგილზე და სიამოვნებისაგან ხელებს ვიფშვნეტდე.
გადავწყვიტე პატარა სია გავაკეთო:
- ყველა ფრაზა რომელიც იწყება ”შენთვის რაღაც მაქვს” ან ” შენი საჩუქარი მზადაა” [ეს უკანასკნელი კუდამ მითხრა რამოდენიმე დღის წინ ♥]
- ნისლიანი და მოღრუბლული , რუხი ამინდი დილით , როდესაც იღვიძებ და ფანჯრების მიღმა გხვდება სიტუაცია რომელიც გამცნობს – ზამთარია, გულიანი და გემრიელი
- მოლოდინის შეგრძნება – როდესაც უცდი საკუთარი ქმედების შედეგს, უცდი ადამიანებს ან მათ რეაქციას
- სტუმრიანობა მიყვარს – ჩემთან თუ სხვასთან არ აქვს მნიშვნელობა.
- საინტერესო მიწვევები მიყვარს - საინტერესო დღესასწაულებზე
- წინასამგზავრო არეულობა ჩემში ახალ ადამიანს ბადებს
- კარავში გაღვიძების შეგრძნება არის ყველაზე გამაოგნებელი ყველა გაღვიძებას შორის
- მზის ამოსვლა მიყვარს ყველგან და ყოველთვის და მასთან ერთად ეს სიმღერაც - ”და აი მოვიდა მზეეე”
- მეგობრების გახარება – ისეთი მაგარი შეგრძნებაა რომ ცმუკვა რაღაა და ფრენასაც ვსწავლობ
- შორ გზაზე [მანძილზე] მანქანით და სასიამოვნო მუსიკით, უჩუმრად გადაადგილება (საბოლოო დანიშნულების პუნქტის არ არსებობის შემთხვევაშიც კი) უკიდეგნო სიამოვნებაა.
- რამე საინტერესო (ჩემებური) გემრიელობების მომზადება განსაკუთრებულად მაღტკინებს : )
გამიზიარეთ თქვენი ბურძგვლის მიზეზები , იქნება და მეც მაქვს მაგრამ არ გამახსენდა…
12 Comments
ჰაჰ, შემოვედი და ფოტო მომხვდა თვალში <3 მოგიხდა :)))
ReplyDeleteკუდა - დიახაც მომიხდა : ) ჩემი ოთახის სტაფილოსერ დეტალებსაც მოუხდა და საერთოდა უმაგრესია ♥
ReplyDeleteაუ როგორ მიყვარს ^^ პატარა ბედიერებები :)))))) დიდი ხნის უნახავი მეგობრების შეკრება ^^ ახალი წლის დილა ^^ პირველი თოვლი ^^ სახლში მარტო ყოფნა ^^ მესიჯის ხმა როცა ელოდები ^^ კიდევ რამდენი რამ...
ReplyDeleteKate - უი ახალი წლის და დაბადების დღის დილა დამავიწყდა : )) მართალია ეგენიც ძალიან მაგარია ♥
ReplyDeleteვფიქრობდი რა კომენტარი დამეწერა და იმას მივხვდი, რომ ერთი დიდი :ჩუპს: სმაილი უნდა დავწერო.
ReplyDeleteმაგარ!
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteვინმე ძალიან, ძალიან მაგრად რომ გენატრება და მაგრად ჩაეხუტები, პირველი მესიჯი მნიშვნელოვანი დღესასწაულის მოლოცვის ტექსტით, ტელეფონისკენ რომ გაგირბის თვალი და ელოდები :-) რაც შენ ჩამოთვალე, იქედან 1,3,8, და 9 ყველაზე მაგრებია :-) (ვითომ დაკონკრეტება რა აუცილებელი იყო, მარა მაინც :-))
ReplyDeleteააა, კიდე წიგნის კითხვას რომ შეწყვეტ საინტერესო მომენტზე, აუცილებელი საქმე რომ გაქვს და მთელი ეს დრო ცქმუტავ და მიგეჩქარება, თან თითქოს რაღაც გიხარია, თუ ელოდები რაღაცას, აი ეს!...
ვსიო :-D :-D (არადა, რამდენი რამე გამომრჩა ახლა :-))
გვირილა - ჰოო წიგნის ამბავი მართლაც ეგრეა :)) მაგრამ მე პირადად თუ ცა მიწად არ ჩამოდის მასეთ დროს წიგნის ხელიდან გაგდება მიჭჳრს : )
ReplyDeleteიცი რა გამოგრჩა? რაღაც ძალიან რომ გინდა, ბევრს რომ წვალობ და ბოლოს მიაღწევ, აი ძაან ტკბილი და მაგარია :))))
ReplyDeleteიცი რა გამოგრჩა? რაღაც ძალიან რომ გინდა, ბევრს რომ წვალობ და ბოლოს მიაღწევ, აი ძაან ტკბილი და მაგარია :))))
ReplyDeleteეე ლოლა და გვანხა <3
ReplyDeleteგვანხა არა გვანცა :D
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!