რიგით მეათე თვეა, მაგრამ არაფერი არ ხდება.
რა თქმა უნდა ეს უკვე შეშფოთებას იწვევს, ყოველთვის ასეა – როდესაც დათქმულია ვადები, ყველანაირი გადაცდენა საკმაოდ დიდი დისკომფორტია.
ბადრიჯნისფერთმიანი ქალი მშვიდად დააბიჯებს ოთახიდან ოთახში, თითქმის არაფერი ანაღვლებს, უფრო სწორად ანაღვლებს ყველა ის მოვლენა რაც უნდა გაიაროს და გადაიტანოს , მაგრამ სხვა გამოსავალი არაა, დათქმული ვადები თავისას შვება.
მაღალი აგურის შენობაში ბევრი ხალხი დადის, თითქმის ყველა საქმიანია, გულშემატკივრებისა და უბრალოდ გზააბნეული ვიზიტორების გარდა.
ბადრიჯნისფერთმიანი ქალი , რამოდენიმე ადამიანის თანხლებით დიდი ოთახში შედის, სადაც ყველაფერი მზადაა მთელი პროცესის დასასრულამდე მიყვანისათვის.
ორი თეთრხალათიანი ახალგაზრდა ქალბატონი საჭირო ხელსაწყოებს ამზადებენ, აგერ პირველი ჩხვლეტაც გაკეთდა, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, ყველაა მშვიდადაა და ელოდებიან მოვლენების განვითარებას.
მესამე და მეოთხე ჩხვლეტის შემდეგ სიტუაცია იძაბება, ოთახში შემოჰყავთ მკაცრი, თეთრებში ჩაცმული კაცი , რომელიც ბადრიჯნისფერთმიან ქალს გულდასმით ათვალიერებს, კარგად ეცნობა და ამბობს რომ აგვიანებენ, უფრო სწორად პროცესი ისევ ჭიანურდება.
ნელა ნელა ბადრიჯნისფერთმიანი ქალი იძაბება , იძაბება და თეთრებში ჩაცმული კაცის უკან დაბრუნებას ითხოვს. მის სხეულში უკვე აქტიური მოქმედებები იწყება, ბრძოლის ველს ემსგავსება ცოტა ხნის წინ ასეთი სიმშვიდით დატვირთული ოთახი.
ქალს სპეციალურ მაგიდაზე უთითებენ , თუმცა თეთრხალათიანი ქალებიც იქვე არიან და უკვე შორს აღარ მიდიან, პროცესები გააქტიურდა, მთელი პერსონალი მზადყოფნაშია, ბადრიჯნისფერი თმები ქალს უკვე ყალყზე აქვს და მთელი მისი სხეული განიცდის პროცესების მიმდინარეობის სიმძაფრეს….
დრო იწელება , იწელება თუმცა აქტიური მოქმედებები აღარ წყდება და აი სადაცაა სრული პროცესი შეიკვრება, სულ ცოტა დარჩა მაგრამ არა….. ყველა დასაწყისი ხომ არ სრულდება ბედნიერად და ექსცესების გარეშე?
პროცესი უცებ გაიჭედა, გართულდა და თეთრებში ჩაცმული კაცის აქტიური და გადამწყვეტი ქმედებების დრო დადგა, მანაც რა თქმა უნდა ყველა არსებული და არ არსებული ხერხი და ხელსაწყო მოიშველია, ცოტა ყველა დაიძაბა, არა კიდევ უფრო დაიძაბა და აიიი….
არის , დასრულდა….
და მე ღრმად ჩავისუნთქე პირველად ცხოვრებაში და ფილტვებიდან გამკივანი ღნავილი ამოვუშვი : )
გამარჯობათ , მე წელს უკვე 23-ედ დავიბადე და მადლობა დედა! [იმედია 23-ედ არ გიწევს ამ ყველაფრის გახსენება და განცდა]
update :
პირველად მე მგონი დაბადების დღე მქონდა უზარმაზარ რესტორანში, ძალიან ბევრი ხალხით. მართალია ეს ხალხი ყველა ჩემი ნაცნობი არ იყო და მე იქ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს 50 კურსელს ”ვეაბშენიებოდი” , მაგრამ მართლა ძალიან, ძალიან, კარგი იყო.
ძალიან ძალიან ამაჩუყა ტორტმა, რომელშიც პატარა ვარდისფერი სანთელი იყო დარჭობილი და დაბადების დღის სიმღერამ ♥
ძალიან, ძალიან ბევრი ჩახუტება შემხვდა წილად ☻ ყველაზე მეტი რა თქმა უნდა, როგორც იუბილარს.
ძალიან ძალიან ამაჩუყა ბიძაჩემის და მისი ოჯახის ზარმა ახლა ჩვენც შენს დაბადების დღეს აღვნიშნავთო♥
კიდევ ძალიან ძალიან ძალიან ბევრი ადამიანის მოლოცვამ… დაბადების დღეები (ვისიც არ უნდა იყოს) ხომ ჩემი საყვარელი დღესასწაულია და თანაც მხოლოდ წელიწადში ერთხელ [მე ყოველთვის მესმოდა კარლსონის]
მოკლედ 13 ნოემბერი ძალიან აჩუყებული დღე მქონდა ♥
პ.ს ამდენი სიტყვა ”ძალიან” დიდი ხანია არ მიხმარია ☺
7 Comments
მოლოცვები არასოდეს მეხერხებოდა.
ReplyDelete: *
<3
ReplyDeleteOTO
ReplyDeletesamagierod ucnauri komentarebis da idumalebis masteri xar ♥♥
Mecmikvarkhar - : )
გილოცავ! აი, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ;)აი, შენ რაც გინდა, სულ ის და სულ ის ;)
ReplyDeleteაღვფრთოვანდი.
ReplyDeleteმაგარია.
ისე, შვილები ოდესმე თუ დავაფასებთ იმ ტკივილს თუ ნერვიულობებს, რაც დედებს ჩვენს გამო გადაუტანიათ?!
:)) kargi xar
ReplyDeleteUndone - thx bebe :*
ReplyDeleteKate - ar vici :D
Green - i know i know :evil:
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!