იცით როგორ მომწონდა?
ძალიან , ძალიან … ნუ თავს ვიკლავდი მასზე ფიქრითთქო ეგრეც არა, მაგრამ სულ იყო მომენტები როდესაც ვხვდებოდი და ვშტერდებოდი, ამის შემდეგ რაღაც პერიოდი სულ პირზე მეკერა, ან სულაც სადღაც ვიღაც ახსენებდა და მე ისევ ამიჩქარდებოდა გულისცემა,თუმცა ასევე მალე გადამივლიდა და მიმავიწყდებოდა.
არა გატყუებთ , იყო პერიოდი როდესაც განუწყვეტლივ მესიზმრებოდა.
არა, არა, ეროტიული სიზმრები არ ყოფილა, უბრალოდ ყველა სიზმარში რაღაც როლი ჰქონდა, რაღაცას აკეთებდა და მამახსოვრდებოდა – დილით კი გაოგნებული ვიღვიძებდი და ვფიქრობდი რომ გავგიჟდი და ისევ ამეკვიატა მორიგი ადამიანი.
ასე გრძელდებოდა არც თუ ისე ცოტა ხანი.
******
იმ საღამოს , ჩვეულებრივზე მეტი დავლიეთქო შემიძლია ვთქვა.
ბევრი ხალხი ირეოდა ძალიან, სხვადასხვა რასის წარმომადგენლები ერთმანეთში ისე იბლანდებოდნენ რომ ცომის ჭრელ გუნდას ემსგავსებოდა საზოგადოება…
იატაკზე დაგდებულ უფორმო პუფში კიდევ უფრო უფორმო მე ვიყავი გაშხლართული და არაფრის თავი არ მქონდა. ძალიან მინდოდა ხმამაღალი მუსიკისათვის ამეყოლებინა სხეული, მაგრამ ვერაფრით ვიმორჩილებდი, ამიტომ ტყავის ზედაპირზე მხოლოდ თითები ავათამაშე და გავაგრძელე უსულოდ განრთხმულობა.
ცოტა ხანში ხალხი შეცოტავდა, თუ ზომაში დაიკლო ყველამ არ ვიცი ,მაგრამ ტერიტორია ერთი ორად დიდი გამოჩნდა და ბევრი ადგილიც განთავისუფლდა, ნელა ნელა სხეულის აზიდვა მოვახერხე და რყევა - რყევით დავიწყე კუთხიდან კუთხემდე ბოდიალი…
სასმელის და სიგარეტის სურნელით გაჟღენთილი ოთახი ტრიალებდა კარუსელივით, თუმცა მე უკვე აღარ ვიმჩნევდი – უკანასკნელი 2 საათის გამვალობაში შევეჩვიე ასეთ მდგომარეობას.
დავბოდიალობდი და ჩემსავით , ან კიდევ უფრო მეტად გათიშულ საზოგადოებას ნელა ნელა ვათვალიერებდი, პრინციპში არსადაც არ მეჩქარებოდა – დილამდე დიდი დრო იყო, წასვლის თავი არ მქონდა, მეგობარს ვერ ვპოულობდი, ასე რომ შემეძლო თავისათვის ამის უფლება მიმეცა.
უცებ ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი, უფრო სწორად ასევე ნელა მოძრავ და ძალიან ახლობელ სხეულს გადავაწყდი…
ისევ ამიჩქარდა გულისცემა , მაგრამ სასმელის ბრალი აღარ იყო ეს…
თმის ფერი, ვარცხნილობა და პერანგიც კი ძალიან ნაცნობი მომეჩვენა, ვიღაც გოგოსთან ერთად ხელჩაკიდებული, მოძრავ ჭიქაში ჩასხმული ბლანტი სითხესავით ირწეოდა არც თუ ისე ნელი მუსიკის ფონზე.
სწრაფად (ნუ რამდენადაც ეს შემეძლო) მიმოვიხედე გარშემო და ძალიან გამიმართლა როდესაც თავისუფალი პუფი სულ ახლოს დავინახე, ფრთხილად – ისე რომ არ წავქცეუულიყავი თავბრუსხვევისაგან , ჩამოვჯექი და დავიწყე თვალთვალი. თვალთვალი ხმამაღალი ნათქვამია , უბრალოდ ავიღე და ამ წყვილს უბოდიშოდ მივაშტერდი.
ჯერ ის ბიჭი დავათვალიერე კარგად რომელიც ამდენი ხანი მესიზმრებოდა და რომლის დანსახვისთანავეც გულისცემა მიხშირდებოდა , შემდეგ კი ჯერი გოგოზეც მიდგა.
იცით როგორი გოგო იყო? როგორი და წვნიანი. ერთი შეხედვით განსაკუთრებულად ლამაზი ტანი არ ჰქონდა, სახეც ჩვეულებრივად კარგად ჰქონდა აგებული – ნორმალური ცხვირი, საშუალო თვალები , საშუალო ტუჩები და ოდნავ მაღალი შუბლი. ეცვა ზოლიანი კაბა , რომელიც ტანზე საკმაოდ სასაცილოდ ჰქონდა ადგილ ადგილ მომდგარი და ფეხზეც გაურკვეველი შეფერილობის სამხედრო ”ბატინკი” ამოეცვა.
ამ გოგოს ყურებისას საერთოდ დამავიწყდა ბიჭი , რომლის გამოც რეალურად ამ წყვილის თვალთვალი გადავწყვიტე. ეს გოგო მაიძულებდა ენა მეწკლაპუნებინა – აი ზუსტად ისე ტორტის მსუყე ნაჭერს რომ შევცქერით და პირის ცმაცუნი რომ აგვიტყდება ხოლმე.
თავბრუსხვევა გამიძლიერდა, ეს წყვილი გარემოს შეეერია და ისევ ყველაფერი კარუსელივით დატრიალდა….
********
მეზიზღება ნაბახუსევზე გაღვიძება, თუ ჰქვია ამას გაღვიძება.
პირში მკვდარი ვირთხის გემო მაქვს, თავი მისკდება – არა უფრო სწორად ორივე თავი მისკდება, ან იქნებ სამივე.
უხ რა საზიზღარია პოსტალკოჰოლური თრობის შედეგები. მინდა ჩემი სხეულიდან გამოვიდე და სადმე ურნაში ჩავტენო თავით, ან ორი თავით - რომლებიც სასწაულად მტკივა.
ჯერ ერთ თვალს ვახელ, მერე მეორეს. წინაღამის გაოფლილ სახეს ვიშმუშნი და ნელა ნელა ვითრევ კისერს. კისრის მაგივრად მგონი ჯირკვი მაქვს ან რაღაც კიდევ უფრო ნაკლებად დრეკადი.
ოთახში მძიმე ჰაერია, უფრო სწორად მძიმე უჰაერობაა. ვდგები მუხლებზე და ვცდილობ ტანი ავისროლო ზემოთ, რომ როგორმე ფეხებზე დავდგე და არა ოთხზე როგორც მეზობლის უჯიშო ფინია.
გავსწორდი, მეღირსა, ახლა დროა ფოკუსი გავასწორო და მიმოვიხედო.
ჰმმ რამდენი უსულო სხეულია გარშემო – ჩემი არ იყოს, მერე რა რომ ფეხზე ვდგევარ …
აგერ სადღაც შორეულ კუთხეში ჩემი მეგობრის ქუდს ვხედავ, ნეტა თავიც იქვეა თუ უბრალოდ ქუდი გდია.
აი ასეთი შეგრძნებებითა და კითხვებით დავიძარი ოთახის ერთი მხრიდან , რომელშიც მთელი ღამე მყარად ვიყავი განლაგებული.
******
დავიძარი და მეგონა , რომ ნახევარი საათი ვმოძრაობდი ოთახის ერთი კუთხიდან მეორემდე.
ქუდის ქვეშ ჩემი მეგობარიც აღმოჩნდა, რამაც ძალიან გამახარა, ჯანჯღარით გავაღვიძე – სულ არ მომრიდებია იმის რომ შესაძლოა ისიც ჩემნაირ, ან უფრო ცუდ მდგომარეობაში ყოფილიყო. ძალიან ძალიან მინდოდა იქიდან წასვლა, მაწუხებდა უსულო ხორცი - მიმოფანტული ოთახში, უჰაერო ჰაერი და საკუთარი თავიც.
ხმა არ ამოუღია ისე ადგა და კარისაკენ წავედით, უფრო სწორად გრძელი დერეფნისაკენ, რომელიც ბოლოს გასასვლელით და სუფთა ჰაერის ნაკადით უნდა დასრულებულიყო , თუმცა მანამდე პატარა სიურპრიზი მელოდებოდა.
დერეფნის ბოლოს დაგდებულ უზარმაზარ პუფზე ჩემს გულშინდელ სამიზნე წყვილს ძალიან სათნოდ ეძინა.
გავბრაზდი სიმართლე თუ გინდათ, გუშინდელი ღამე არ მეყოფოდა, ეხლა ამ გასიებულ თავზე კიდევ ესენი რომ არ მენახა.
მოურიდებლად გავკარი ფეხი რომელიღაცას და ისე გავიარე. გულისცემა არც შემცვლია , მაგრამ გოგონას კიდევ ერთხელ კარგად ჩავაკვირდი და კარი მკვეთრი მოძრაობით გავაღე….
*****
სუფთა ჰაერის უხვმა ნაკადმა ცოტა აზრზე მომიყვანა, მაგრამ დიდი არაფერი შევცლილა – ისევ სამთავიანი პირშივირთხაგამოვლებული გოგო ვიყავი , რომელსაც წინა ღამის ოფლი ტანზე ჰქონდა შემშრალი, ტანსცმელი უკანასკნელი უსახლკაროსავით აჯაჯვოდა და თმა ცოცხის ბოლოს მიუგავდა.
ბუზღუნით ამოვიღე სიგარეტი, ერთი ჩემივე თანამგზავრს მივაწოდე , რომესაც ეტყობოდა რომ არ იყო ჩემზე უკეთეს დღეში. ერთდროულად მოვუკიდეთ და ზუსტად ერთად ვიკითხეთ:
- გუშინ რა მოხდა?
გაგვეცინა : ) მივხვდით რომ ორივემ გადავამეტეთ და გუშინდელზე ფიქრს აზრიც არ ჰქონდა.
შუქნიშანთან დავემშვიდობეთ ერთმანეთს და საპირისპიროდ გავუყევით ქუჩას.
******
შემდეგი ერთი კვირა ჩემს სიზმრებში ბიჭი გოგომ ჩაანაცვლა. გულისცემა ერთი სახელის მაგივრად ორზე, თუ სულაც მეორეზე დამეწყო…
რთული სათქმელია რა მომივიდა , მაგრამ ფაქტია რომ მეორე საღამოსვე ვიცოდი სახელი, გვარი, მამის სახელი, ფეხის ზომა, საცხოვრებელი ადგილი, საყვარელი ფერი და კიდევ რავიცი 1000 უბედურება რასაც სასურველ ადამიანზე იგებენ ხოლმე.
მას მერე , მას მერე არაფერი განსაკუთრებული, გადავწყვიტე რომ უნდა გამეცნო რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს…
ვინაიდან და რადგანაც ქალები ძალიან სათნოები და მინდობები არიან, სულ მალე ერთმანეთთან ”დუშა ვ დუშუ” გავხდით (რაზეც დიდი ძალისხმევა სულ არ დამჭირვებია სიმართლე თუ გინდათ)
ის ისევ ისეთი მიმზიდველი იყო ჩემთვის , თუმცა მაინც დისტანციაზე ვიყავით…იმ დროისათვის …
ის მიყვებოდა სხვადასხვა ისტორიებს და ურთიერთობის დეტალებს, მე ვისმენდი და ვიმახსოვრებდი…
*****
ალბათ მე იმ ადამიანების რიცხვს განვეკუთვნები რომლებიც მტაცებლური სისხლის თუ გენის უხვი დოზების მატარებლები არიან, ან სულაც ბოროტ და უკიდეგანო ეგოისტ (ნუ ყველა ეგოისტია კი, მაგრამ აი ისეთებისას რა, არაფერი რომ არ აკავებთ მიზნის მიღწევამდე) ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები -მაგრამ რა ვქნა ასეთი ვარ.
ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ იმაზე გამეკეთებინა ეს თუ არა, ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ სხვის გრძნობებსა და განცდებზე, ერთი წუთით არ შემიფასებია სასწორის რომელი მხარე მერჩივნა, არც ერთი წამი არ შემპარვია ეჭვი რომ ერთის მიღებით მეორეს საერთოდ უნდა დავმშვიდობებოდი , მაგრამ მაინც ძალიან აუღელვებლად გავაკეთე ეს და თანაც ყველანაირი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
******
სულ მალე მორიგი ”ფართი” მოეწყო, ისევ იქ , ისევ იგივე ხალხით.
”ჩემი პატარა, საყვარელი” ბიჭი იმ დღეს იქ მარტო მოვიდა, მე და ჩემი გოგო კი მთელი ღამე გაუჩერებლად , ხელიხელჩაკიდებულები, მოძრავ ჭიქაში ჩასხმული ბლანტი სითხესავით ვირწეოდით არც თუ ისე ნელი მუსიკის ფონზე.
15 Comments
აააააააააააააააააააა რა ობრაზში ვიყავი რომ ვკითხულობდიიიიი :D:D:D აი ამ სიგრძეზე მქონდა ჩემო მარიამ ლაპარაკი რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტ ისე ჩაიკითხავ ბოლომდე :))))) აუ როგორ შემშურდა იმ გოგოსი ბლინ :((( თან ამ ძილის წინ :D
ReplyDeleteKate - lol : )) ^_^ shegshurda ra...
ReplyDeleteisa mokled : ) Think Pink
ჰაჰააა ეგრე უნდათ იმათა!
ReplyDeleteკი, გაქვს რაღაც მტაცებლური :D
ReplyDeleteმაგარი ისტორიაა, ფილმის გადაღება მოგინდება ადამიანს :D
ahm... patisonia tu vigac imas daureket :)) da ra ici ro kidev shemdeg partyze shen marto ar mixval da is isev gaagrzelebs blante sitxesavit qanaobas? :) roaming people :)
ReplyDeletewow. magari iko
ReplyDeleteNan - thx ^_^
ReplyDeleteMonkey - eg versiac ganxilvadia magram im momentshi gkidia ra shensas iscoreb :D
Fu, იზვრაშენკა :P
ReplyDeleteმევასები :*
და არ გეკითხები ეს ამბავი მართალია თუ არა, ისე მომეწონა, უარყოფითი პასუხის მიღება არ მინდა ))
სასიამოვნო წასაკითხია და ”გული მოვიფხანე” როგორც იტყვიან... და რა მნიშვნელობა აქვს რეალურია თუ არა?! არანაირი...
ReplyDeleteდიზაინი შეუცვალე???
ReplyDeleteრა მაგარი დიზაინია... უმაგრესია.
Kate ase 5 tvea ukve es dizainia dagagvianda :boli:
ReplyDeleteვაიმე რა 5 თვე. სულ შემოვდივარ აქ. :მო:
ReplyDeletemec ver mivigeb uaryofit pasuxs :D lol
ReplyDeleteმაგარი იყო... გარეთ წვიმს, ვიფიქრე რამე ფილმს მაინც გადმოვიწერ–მეთქი, მარა ამ პოსტმა ისე გამართოოოოოო, რა დროს ფილმია :) სერიოზულია :)
ReplyDeleteMaito - thx thx
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!