მესტიის მოლოდინში – დღე V(21-25 აგვისტო) ბოლო ნაწილი

მაშ ასე უკვე მოგიყევით თითქმის მთელი სვანეთის მოგზაურობა
მესამე ნაწილები.
დარჩა ბოლო და ყველაზე გენიალური დღე -25 აგვისტო, ფესტივალის დასასრული და დღე (უფრო სწორად გამთენია) როდესაც ჩვენ სვანეთის ტერიტორია დავტოვეთ.
დავიწყოთ დილიდან - დილა ისევ ნაკლებ მოძრავი გახლდათ. მე და მაო წავედით მესტიის ცენტრში , უნდა გვენახა ეკლესია, რომელიც შუაგულ მესტიაში დგას - პატარა თეთრი და ძალიან მყუდროა.
 
ეკლესიის ეზო დიდი ჭიშკრითაა დახურული იმისათვის რომ საქონელი არ შევიდეს შიგნით და არ წაბილწოს ულამაზესი ეზო და საფლავები რომელიც იქვეა.
ეკლესიის ზომა გარედან  ფრიად შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდა ერთი შეხედვით. შიგნიდან ეკლესია ფრიად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და გვარიანად დიდი აღმოჩნდა. 
სანთლებს კეთილი ბებო ყიდდა, მე და მაომაც შევიძინეთ რამოდენიმე ცალი და გავიფანტეთ ეკლესიის თაღის ქვეშ. დიდი ხანი ვიბოდიალე და გაოგნებული დავრჩი.
ეკლესიაში ჩვეულებრივ შუშიან ჩარჩოში- XI საუკუნის ოქროს უზარმაზარი ჯვარი ჰქოდნათ დასვენებული. (არა დაცვა , არა რამე სიგნალიზაცია - არაფერი) ეს კიდევ ერთი შოკი იყო ჩემთვის რომ იქ შესვლა და იმის წაღება , მოპარვა და დაზიანება თავშიც კი არავის მოსდის იქ . (არადა ჰა ეძახეთ თქვენ სვანები და ხისთავები მაგრამ მთელ დანარჩენ საქართველოს კი აჯობეს).
 
 
ამის შემდგომ მე და მაომ ადგილობრივ კაფე-სასადილოში შევიარეთ და უგემრიელესი კუბდარი ვშთანთქეთ  (თუმცა ცოტათი ცხარე კი იყო) , მართლაც მაგარი რაღაც ყოფილა და სულ არ არის კუბდარი ის რაც ჩვენ თბილისში შეგვიძლია ვჭამოთ და ვჭამთ.
ამ ბოდიალის მერე ავედით ისევ "სახლში" , ვისხედით კარავთან და ვოხრავდით მომავალი მგზავრობის წარმოდგენისას. (კიდევ კარგი რომ მხოლოდ ზუგდიდამდე უნდა ჩავსულიყავით.)
შებინდებისას ჩვენი კარავი ავშალეთ, ჩანთები ჩავალაგეთ, საჭმელი ბიჭებს გადავეცით და ჩანთებიც მათ კარავში შევაწყვეთ რომ არავის მოეპარა (ამ საღამოს ორი სხვა ჩანთა მაინც მოიპარეს ჩვენი ბანაკიდან , თუმცა ისინი გარეთ იდო) და წავედით დასკვნით კონცერტზე. 
 
კონცერტი 10 საათისათვის დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო - განვლილი პროგრამა, იმპროვიზცია და გენიალური გართობა სცენაზე. გადარეული და აღტკინებული სვანი თუ თბილისელი ახალგაზრდობა (ისე ამ დღეს დაყუდებული და დამკვირვებელი სვანი მამრები გაცილებით ცოტანი იყვნენ რატომღაც და ბევრი მათგანი ტინგიცობდა კიდეც , რაც წინა დღეებში იშვიათად ხდებოდა და ნაკლებშესამჩნევი იყო) ერთ ამბავში იყვნენ.
ძალიან ძალიან გავერთეთ ყველანი, მთელი ჩვენი მეზობლობა და კარვის ზონის საზოგადოება იქ ვიყავით და გულიანად ვხალისობდით.
კონცერტი სამი საათისათვის ზარზეიმით დასრულდა - ზუმბამ გაგვანებეთ თავი აღარ შაგვიძლია, კიდე სცენა გვაქვს დასაშლელიო და წავიდნენ.
ხალხი ზანტად დაიშლა თეთნულდის ეზოდან, ჩვენც გადავედით ჩვენს საცხოვრებელ ტერიტორიაზე და ჩვეულებისამებრ ჩაის დალევა განვიზრახეთ, თუმცა მაომ კიდევ დამატებით იდეა წარმოთქვა მოდით გაზის დაცლისა და შემსუბუქებისათვის გაზზე გავთბეთო. მე, მაო და თორნიკე ვისხედით და ვტბებოდით გაზის ალზე და თან ვფიქრობდით თუ სად შეიძლებოდა გამქრალიყვნენ ლევანი და ირაკლი სულ რაღაც 5 წუთის შუალედში , სანამ ჩვენ საჭირო ოთახს ვსტუმრობდით კონცერტის დასრულების შემდეგ. 
 
 
დიდი ხანი ფიქრის შემდეგ თორნიკემ მოიცა აბა კარავში ხომ არ არიანო და რა გგონიათ სად იყვნენ? დიახ , კარავში იწვნენ და გულიანად ხვრენდნენ. მათ რეკორდი მოხსნეს სწრაფ დაძინებაში. სადღაც 5ის ნახევრისათვის (ამ ღამეს საერთოდ არ გვიძინია) მოგვიწია იკას გაღვიძება, რომ ჩვენი ჩანთები მოეწოდებინა კარვიდან, ისიც არ დაგვზარდა , ზმორებით გამოცოცდა კარვიდან და თან ზურგჩანთებიც გამოიყოლა. 
ავიკიდეთ მე და მაომ ჩვენი ჩანთები, დავემშვიდობეთ ჩვენს მეზობლებს და მესტიის ცენტრისაკენ დავიძარით.
 
იმ დროისათვის როდესაც ჩვენ იქ მივედით ჯერ სამარშუტო ტაქსები მოსული არ იყო თუმცა მგზარები (ქართველიც და უცხოელებიც ) ბლომად იყვნენ.
როგორც იქნა შევეტენეთ ზუგდიდის "მარშუტკაში" და დავიძარით. 
აი დავიძარით თუ არა მე და მაო მივითიშეთ ეგრევე, იმდენად მოუხერხებლად ვისხედით რომ საერთოდ გასაკვირია როგორ გვეძინა. ზუგდიდამდე სულ ერთხელ გამეღვიძა და იქაც ლატალის კლდეებით გაოგნებული დავრჩი - კლდეც კი სვანური ხასიათის მატარებელი იყო რომ შეხედავდი.
 
ასე ჩამოვედით ზუგდიდში და დავადექით ტრასას. არა უფრო სწორად დავდექით ტრასაზე და თითი ავწიეთ (აი ისე რა ავტოსტოპით მგზავრობა რომ გაქვს გადაწყვეტილი და ცერა თითი რომ უნდა აიშვირო) 
ჯერ არავინ გვიჩერებდა, მერე ერთმა ტიპმა გაგვიჩერა და რომ გაიგო ქართველები ვიყავით  - არა, ვერ წაგიყვანთო და წავიდა. ბოლოს ვიღაც აბაშელმა ახალგაზრდამ გაგვიჩერა და აბაშამდე დიდი სიამოვნებით გაგიყოლებთო, ცივ სასმელზეც დაგვპატიჟა და აბაშის მისადგომებთან ჩამოგვსვა. 
აქ მე და მაო ძველი გაჩერების შენობაში ვისხედით ნახევრად მძინარეები და როცა მივხვდით რომ უკვე დიდი ხანი იყო ასე ვეყარეთ - ისევ ავწიეთ თითი.
 
 
დიდი ხანი არ მოგვიწია ცდამ , სულ მალე ვიღაც უცხოელმა გაგვიჩერა და მთქნარებით გვითხრა გორამდე მივდივარ წამოხვალთო? მაომ რა თქმა უნდა წინა სავარძელზე გამამწესა (მე ინგლისური არ ვიციო) თვითონ უკან დაჯდა და ეგრევე დაიძინა.
მე და ამ ჩვენმა უცხოელმა მძღოლმა იმდენი ვილაპარაკეთ რომ ცხოვრებაში არ მომიწევს ალბათ მაგდენი კიდევ. ვისაუბრეთ ეკონომიკაზე, საქართველოს პოლიტიკურ კურსზე, განათლებაზე , ახალგაზრდებზე, გზებზე , ბუნებაზე - ღმერთმანი არც კი მახსოვს მეტი ...
ასე ჩამოვედით გორამდე ავტოსტოპით. იქ წავიხემსეთ დუქან "ბერმუხაში" (უგემრიელესად ამზადებენ რომ იცოდეთ) და გავედით ისევ ტრასაზე .
 
ჩვენი ბოლო მძღოლი და მეგზურები საყვარელი ოჯახი გახლდათ, რომლებიც დაახლოებით იგივე ადგილებიდან მოდიოდნენ საიდანაც ჩვენ . დიღომში ბელუქსის შენობამდე მოგვიყვანეს და წავიდნენ,(აქ ბიძაჩემი დაგვხვდა და სახლებში ჩამოგვარიგა) თანაც ძალიან გაუკვირდათ - ქართველები თუ იყავით არაფრით გვეგონაო.
სახლში მისული ჩაცმული , შხაპის გადავლების გარეშე დავწექი და შუა ღამემდე გათიშულს მეძინა.

ასე დასრულდა ჩვენი მოგზაურობა სვანეთში , თუმცა მე ამ წუთამდე ჯერ კიდევ ემოციებში და შთაბეჭდილებებში ვარ. ისევ ვგეგმავ სვანეთში წასვლას და ზამთრის სვანეთის ნახვაც ძალიან მინდა.

პ.ს ზუგდიდელები საშინელი ხალხია (არაფერი პირადული მაგრამ ასეა) თუ მეგრული არ იცი ყველაფერი ლარი ღირს (20 თეთრიანი ხელსახოციდან დაწყებული) და სიგარეტი MM რომელიც მენთოლიანია შეგიძლიათ იკითხოთ შემდეგნაირად - სიგარეტი "კაპლის" არომატით მინდათქო.

Post a Comment

5 Comments

  1. kapliani sigareti LOL :))))
    eg magari ician, qartveli tu xar, ar miyavxar, vitom rato?! :|
    mec minda svanetshi

    ReplyDelete
  2. Anonymous5:20 PM

    SUN....
    wow, dzalian kaaargi dro gitarebia da moxaruli var :)) ise sainteresod gewera, rom megona mec ik viyavi :))yochag, yoveltvis vicodi rom kargad wer, xooodaa arc gamicruvda imedebi,
    so, Mar, keep doing :))) :*

    ReplyDelete
  3. Kuda - cavidet mec minda kidev :D

    Anonymous - wow didi madloba : ) magram emar vici vin xar :D ^_^

    ReplyDelete
  4. Anonymous1:39 PM

    da vin var abaa?? :P ar mgonia mixvde ese ucabedad, da tu gamoicani-magas ra jobia :P :P :))) ise kic momenatre xo ici?? :))))0

    ReplyDelete
  5. Anonymous - ar vicitqo da aba rogor unda gamomecno? :D
    gamande vin xar da mecodineba ^_^

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!