არადა ყოველთვის ვიცოდი რომ პატარა და მშვიდი ქორწილი მექნებოდა როდესაც მექნებოდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი და როცა არ უნდა ამომხდარიყო ეს…
ეხლა კი ყველაფერი თავზე დამეყარა უცებ ატყდა ალიაქოთი და თავი ამოვყავი იმ მოვლენების ეპიცენტრში სადაც აშკარად ჩემი ადგილი არ იყო, მაგრამ რატომღაც მაინც შევეკვეხე.
როგორ გინდა ამცნო მეგობრებს ის რასაც შენ თვითონ სულ დასცინოდი? ან მაგალითად როგორ უნდა დააჯერო შენ - 14 წლიან მეგობრობაში მყოფ ადამიანს რომ სიმართლეს ეუბნები??
***
ასე ვსაუბრობდით ერთ მშვიდ საღამოს არაფერზე, სკაიპის ვიდეოქოლი საუკეთესო საშუალებაა დისტანციური ურთიერთობისათვის, ჰოდა ჩვენც ვისხედით და ზუსტადაც რომ არაფერზე ვსაუბრობდით.
ბოლოს როგორც იქნა გადავწყვიტე რომ დრო იყო მეთქვა.
- იცი საინტერესო ამბავი მაქვს…
- ვა რამე ახალია? – მეკითხება და დარწმუნებულია, რომ ჩემი მორიგი შტერობის შესახებ უნდა მოვუყვე , ამიტომ სკაიპის ფანჯარას არც რთავს და ისევ ინტერნეტში ძრომიალს აგრძელებს.
-მმ, იცი რა… არა კი ვიცი ეხლა ეს იქნება რაღაც ძალიან სასაცილო ფრაზა მაგრამ … მოკლედ ხომ მიცნობ რა ხოდა მოკლედ… არა სხვა სიტყვები არ არსებობს მგონი ამის სათქმელად მაგრამ ვცდილობ…
- ე ბიჯო რა იყო, რა ვერ ამოღერღე ? – უკვე გაკვირვებულმა გადმორთო სკაიპის ფანჯარაზე და მიყურებს, თვალები ნელა ნელა უფართოვდება და ხვდება , რომ რაღაც ისე ვერაა როგორც არის ხოლმე…
ღრმად ჩავისუნთქე და მივახალე :
- ქორწილი მაქვს!
უცებ ეკრანიდან მისი თავი ქრება და მესმის ყრუ ბრაგვანის ხმა, იქიდან კი მოგუდული სიტყვები:
-შენ სულ გამ###დი? – და უტყდება სიცილი.
- არა ისე მაგარი ხუმრობაა, კინაღამ დავიჯერე, მარა მეტი ასეთი შტერობა აღარ მოიფიქრო რა – მეუბნება და უკან მოძვება სკამზე.
- იცი , ხუმრობა არაა და მინდა რომ თარიღი შენც შეგითანხმო, ხომ იცი შენს გარეშე ეს არ გამოვა.
მორიგი ბრაგვანის ხმაა და უკვე კივილი ისმის, სადღაც მაგიდის თუ ტუმბოს ქვემოდან:
- შენ სულ გამოშტერდი ხო? არ მჯერა მე ეგ , ეგ რა ხუმრობაა ვერ გავიგე.
ვიწყებ თავიდან და ვცდილობ არ ავღელდე:
-არა რა ხუმრობა, გახსოვს შენი გაფრენის წინა ღამეს რამდენი ვიღადავეთ ამაზე? ხოდა აგერ ბატონო…
მართალია მეც არ მჯერა რომ ვიღაც ქალი მოვა და ჩემი დედამთილი იქნება და რაღაცეებს მეტყვის და მირჩევს ხოლმე, არც ის მჯერა რომ თეთრი ტომარა მეც უნდა ჩავიცვა , ან რატომ უნდა ჩავიცვა მამენტ, ხოდა მოკლედ ასე მომივიდა რა….
- სიჩუმეა. მიყურებს და აღარც ვიცი უკვე რას ფიქრობს ან რისთვის ემზადება. ზის სახეზე ემოციის ნატამალს ვერ ვამჩნევ და უცებ :
- გოგო შენ ან მართლა სულელი ხარ ან გინდა ჩემი ინფარქტი ხოო? რეებს მეუბნები ვერ გავიგე ამ შუა ღამეს? ვინაა ის უბედური ჰა? ღუპავ მართლა ვიღაცას? ეს ხუმრობა აღარაა, სიურპრიზები კი მიყვარს მაგრამ გადაამლაშე რა…
ისევ თავიდან ვიწყებ, ყველაფერს ვეუბნები და ბოლოს არაფერი რომ არ ჭრის მოსაწვევებს ვაკრავ კომპიუტერზე შემოდგმულ ვებ-კამერას.
სიჩუმეა. ვიძაბები, უცებ კი გულის გამგმირავად ყვირის.
- ვაიმე არა….. აი რასაც ვერასოდეს დავიჯერებდი. შეენ? მართლა შენ მეუბნები ამას? მართლა ქენი ეგეთი რამე? ვაიმე მარ ნორმალური რომ არ იყავი ვიცოდი მაგრამ ასეთი? თანაც უჩემოდ? რაღა მაინც და მაინც ეხლა…
-ხომ ჩამოხვალ? ხომ ნამდვილად ჩამოხვალ? – ვაწყვეტინებ აღელვებული.
-ჩამოვალ აბა რას ვიზავ , სხვა რა შანსი დამიტოვე, მაგრამ ცოტა ადრე მაინც გეთქვა, სულ ერთი თვე მაქვს წინ, არადა გამოცდებიც ხომ ჩემი ჩასაბარებელია, თუმცა კიდევ კარგი სემესტრი მთავრდება…
- ისა შენი აზრით თაფლობის თვის გატარება სად ჯობია? ნეპალში თუ მექსიკაში? – ვეკითხები და თვალებს მაცდურად ვჭუტავ, მაინტერესებს რას აირჩევს…
- არც კი ვიცი, ალბათ მაინც მექსიკა ჯობია უფრო ცივილიზებული ადგილია და თან ცხელიც… მოკლედ ისეთია რა კარგ დროს რომ გაატარებ – ცოტა ხნის ფიქრის მერე მპასუხობს და თან ფიქრებიდან არ წყდება - მაუსის წკაპუნს აგრძელებს.
- ეხლა მე საჩუქარიც უნდა შეგირჩიოთ ხო? ეგ კი არა ვის აუბედურებთქო გკითხე და პასუხიც არ გაგიცია.
-ჩამოხვალ და ნახავ, ვხითხითებ და თან თვალები ეშმაკურად მიელავს.
- იცი რა არ მომწონს მე შენი ეგ ”ჩამოხვალ და ნახავ”- ცოტა სიბრაზე შეურია ხმაში თუმცა ხვდება, რომ ჩამოსვლამდე შანსი არ აქვს პასუხის მიღების.
****
ასე იყო თუ ისე შოკის მდგომარეობაში მყოფ ბაიას დავემშვიდობე და შეხვედრამდე კიდევ დაკავშირებას შევპირდი (აბა მოვლენების განვითარება ხომ უნდა მემცნო მისთვის). დრო დიდი არ იყო გასასვლელი და თანაც ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა…
*****
ასე იყო თუ ისე ჩვენი საუბრიდან 38 დღეში ის უკვე თბილისში გახლდათ, უფრო სწორად ღამე აეროპორტში შევხვდით. მხურვალე ჩახუტებისა და წივილ-კივილის მერე ჩავჯექით მანქანაში და ჩემი სახლისაკენ გავეშურეთ.
მთელი ღამე ვისაუბრეთ და ვიცინეთ , როგორც გვჩვევია…
მეორე დღეს კი უგენიალურესი სამზადისსა და ფაციფუცში გავატარეთ.
დავბოდიალობდით ყველაფერზე ჩვენ თვითონ, მე მომწონდა ამ ყველაფერში უშუალოდ მონაწილეობა და ხელსაც არავინ მიშლიდა, ბაკო კი ზუსტად მაგისთვის იყო ჩამოსული (როგორც თვითონ და თქვენ ყველას აქამდე გგონიათ).
ბაკო მთელი დღე წუწუნებდა იმაზე , რომ არ ჰქონდა შესაფერისი კაბა და ჩემმა დამშვიდებამაც კი - რომ ქორწილის დღეს მას დახვდებოდა მისი ზომის და მოსაწონი კაბა ვერ იმოქმედა. უკანასკნელი დღის ორომტრიალიც დასასრულს უახლოვდებოდა, რომ ისევ კაბის თემა დადგა დღის წესრიგში.
- მისმინე ადამიანო , ხვალ ჩემი კაბის მოსაზომებლად რომ წავალთ შენიც იქ დაგვხვდება რა, ნუ წუწუნებ – ვუთხარი რამდენადაც შემეძლო მშვიდად და აუღელვებლად.
- აუ მარ შენ რა იცი მომიხდება როო? ან ჩემი ზომა რომ არ იყოს? ან…
-გეყოს ეხლა , ყველაფერს მოევლება, ხვალ და უცებ… ხომ მენდობი არა? – შემპარავად ვკითხე…
- ჰო კი რა თქმა უნდა , მარა რავიცი – მომაბურდღუნდა და დასაძინებლად გაბოდიალდა.
****
ბოლო დღეა, დღე რომელსაც ამბობენ ყველა ქალი ელოდებაო…
ველოდებიდით ჩვენ თუ არა? ვინ იცის.
დილიდან კივილით გავიღვიძეთ. გვეგონა რომ ყველგან გვაგვიანდებოდა , ვერაფერს ვასწრებდით – ნუ როგორც იცის ხოლმე როდესაც რაღაც ძალიან საპასუხისმგებლო ხდება.
სამკერვალოში მისულებს დიანა – ჩემი სუპერ დიზაინერი დაგვხვდა მხოლოდ, თუმცა გვითხრა რომ ბაკოს კაბას მარტოც გაუმკლავდებოდა.
რა თქმა უნდა თავიდან ჩემი კაბა გამოიტანეს, ჩავიცვი და ბოლო შესწორებების დრო დადგა.
სანამ მე ამ ყველაფერს ვირგებდი ბაკო ტელეფონის ზარებს იგერიებდა. თუმცა კი ამდენი დღე გაოგნებული დაიარებოდა, როგორ არ ვაცნობდი იმას ვისი ”გაუბედურებაც” მქონდა გადაწყვეტილი. ისიც უკვირდა რატომ არ მოდის ან არ გირეკავსო, მაგრამ ისიც კარგად იცოდა რომ თუ ჩვენ რომელიმე სიურპრიზის გაკეთებას გადავწყვეტთ არაფერი შეიცვლება და ზუსტად ისე გავაკეთებთ ყველაფერს , როგორც ჩაფიქრებული გვაქვს, ამიტომ ეს ყველაფერი ჩემს ახირებად და მისი გაოგნების მცდელობად ჩათვალა.
მერწმუნეთ ეს იყო ყველაზე გენიალური ხუმრობა-სიურპირიზი რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია.
როგორც იქნა ჩემი მომზადება მორჩა, დიდ ტახტზე ჩამოვჯექი და დიანას გავძახე :
- დი თუ შეიძლება ეხლა ჩემს პატარძალს მიხედე რა.
ამაზე მეც და დიანასაც სიცილი აგვიტყდა , ბაკო კი ცოტა შეცბუნებული შემოტრიალდა და ჩამეკითხა:
-რაა? და თქვენ მისი სახე უნდა გენახათ – გვერდით მოქცეული და ფართოდ გაღებული პირი, დაჭყეტილი თვალები და აქაჩული წარბები
- ბაკო იცი რა, – დავიწყე ნელა და რაც შეიძლებოდა სერიოზულად…
- პირდაპირ რომ მეთხოვა ნამდვილად უარს მეტყოდი და ამიტომ ეს ყველაფერი გავითამაშე, უფრო სწორად შენთვის გავითამაშე… ვიცოდი ისე ამ გეგმას განხორციელება არ ეწერა და …
-კოკო დღეს შენ ჩვენს ქორწილში მოდიხარ – და ავხარხარდი, ავხარხარდი გულიანად.
-გგგოოგ… შშენ.. –მისმა ბლუკუნმა კიდევ უფრო გამახალისა.
- ჰო აი ასე, ყველა დაპატიჟებულია თუმცა არც შენებმა და არც ჩემებმა არ იციან ვინ არის მეორე მხარე , უფრო სწორად სადაცაა გაირკვევა ყველაფერი და მოდი ვიჩქაროთ ბოლოს და ბოლოს ასეთი კაბების გამუარიაჟებლად ამ ხუმრობას ვერ დავასრულებთ…..
ქორწილში ორი პატარძალი გამოცხადდა …ან სულაც ორი სიძე თეთრ კაბებში : )))
*****
ეს ხუმრობა სამი ადამიანის გულისწასვლით და დიდი ფულის დახარჯვით, სულ ბოლოს კი ჩვენი მექსიკაში ნანატრი ვოიაჟით დასრულდა.
ეს იყო ყველაზე გენიალური ხუმრობა იყო რომელიც კი ვინმეს 1 აპრილს გაუკეთებია და ნამდვილად ღირდა ამდენ ძალისხმევად და ნერვიულობად რომ ყველაფერი გამოსულიყო. წარმოიდგინეთ ისე რომ მეთქვა მისთვის რომ წამო მექსიკაში გეპატიჟები მეთქი ეფექტი ხომ ასეთი არ ექნებოდა? : ))
ან ხომ ვერასოდეს მოვახერხებდი მთელი ნაცნობ მეგობრების ასე გაოგნებას? სულ რაღაც ერთი მოქმედებით და გამოცენით?
აი ასე მეგობრებო, ალბათ ჩემს ნამდვილ ქორწილს და მის ამბებს აღარვინ დაიჯერებს , მაგრამ ჩვენ მართლაც ყველაზე გენიალური გეგმა განვახორციელეთ.
15 Comments
როგორ მომეწონა :* გადავირიე ისე ძალიან :)
ReplyDelete(და ისე მართალი ამბავია ? ;)
ერთი ამ ქორწილში მომახვერდა რა, ! ზუსტად ვიცი რა როგორ იქნება და ვის რა სიფათი ექნება :დ
ReplyDeletemecmikvarkhar - ravic es shen gadawyvite :D
ReplyDeleteSal - : )))))))))))))))
იმდენად მომეწონა, რომ მინდა მჯეროდეს რომ ასე იყო სინამდვილეში ;)
ReplyDeleteუჰ.
ReplyDeleteმე თავიდანვე ვიცოდი, რომ ხუმრობა იყო ეგ ყველაფერი.
გიცნობ მე შენ :D :D :D :D
მართლა დავიჯერე, რომ ასე გათხოვდი ;დდ ძირს ყოველგვარი ცერემონიალები და ჯვრისწერები ;დდდ
ReplyDeleteძალიან კარგი იყო ;))
ხლოოოოოოოოოოოოოოლ
ReplyDeleteსულ ვამბობდი რომ არანორმალური ხარ : D : D : *
ReplyDeleteOTO - well , yes i am :D ^_^
ReplyDeleteმგონი, ეს ერთადერთი ამსიგრძე პოსტია შენს ბლოგზე, რომელიც თავიდან ბოლომდე, ერთი ხაზის გამოუტოვებლად წავიკითხე.
ReplyDeleteს ა ღ ო ლ!! :)))
Zura ;)
ReplyDeleteმომწონს, რომ ამბების წერა დაიწყეს ბლოგერებმა. ეს ამბავი კი იმ დაწერილ ამბებს შორის ყველაზე მეტად მომეწონა : ) ტაკ ძერჯაც
ReplyDeleteAnin - es ambavi chems blogze pirveli araa : ) aq esetebi bevria : )
ReplyDeleteმოვკვტი სანამ ბოლოში გავედი :D
ReplyDeleteKate lol : ))
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!