მაშ ასე მეგობრებო თქვენ უკვე იცით რა მოხდა პირველ დღეს.
ახლა კი მოგიყვებით იმ გაგრძელებას რომელიც ესოდენ სასიამოვნო და შთამბეჭდავი იყო.
მეორე დილას - სანამ მე , ქეთის და ბაკოს გვეძინა – გელა და მაო წავიდნენ თეთნულდის ტერიტორიაზე და საკარვე ადგილი მოინახულეს, კარავიც დასცეს და თეთნულდის მეპატრონესაც შეხვდნენ. სადღაც 12 საათისათვის ჩვენც გავიღვიძეთ და მე პირადად ეგრევე ფანჯრებს ვეცი.
ჩემს წინ ულამაზესი ხედები გადაიშალა Guest House –ის ყველა ფანჯრიდან. არც კბილების გამოხეხვა გამხსენებია და არც ტანსაცმლის გამოცვლა – ვეცი ეგრევე ფოტო აპარატს და ავტეხე ჩხაკუნი (ასე გგონია გამექცეოდა ის ხედები , ამდენი წელია იქ არიან და მაინც და მაინც მე დამემალებოდნენ, მაგრამ რავიც მაინც) ასე 15-20 წუთში გოგოები დახურულ ჩაცმულ გამზადებულები ვიყავით და საჭმელიც მივირთვით. ჰო იმ დღეს გავსინჯე პირველად სვანური ელარჯი (მეგრულს არ ვინდობ და არ მომწონს) რომელსაც არა უშავდა რა - გემრიელი იყო და კარტოფილით გახლდათ გაკეთებული.
საუზმის მერე გელა ადგილობრივ ავტოსერვისსში წავიდა, მანქანა უნდა ეჩვენებინა – ჩვენ კი მოვიკიდეთ ზურგჩანთები და მესტიის ცენტრში დავიწყეთ ბოდიალი, თანაც თეთნულდი შორს არ იყო და ბარემ მივიდოდით ჩვენთვითონ.
გზაში ბაკომ იპოვნა ”სვანეთის ტურიზმის ცენტრი” სადაც ფოტოს გადაღებისას ვიღაც ტიპი გამოენთო და ”ჰოლანდ , ჰოლანდო” ეძახდა ბაკოს, ამანაც იხტიბარი კი არ გაიტეხა ”no”-ო უთხრა . იქ ქართველები რომლებიც ასე ზურგჩანთა მოკიდებულები დადიან იშვიათია, ასე რომ ჩვენც ყველას უცხოელები ვეგონეთ და ჩვენც რას ვკარგავდით შევიფერეთ უცხო ეროვნება (კითხვებს მაინც ავიცილებდით თავიდან, რაც შემდეგ ზუგდიდში ვეღარ შევძელი მაგრამ ეგ მერე).
ცენტრში გავიარეთ მაღაზიებში, ვიყიდეთ საჭირო წვრილმანები და ავუყევით აღმართს სასტუმრო თეთნულდისაკენ . ჩვენი სანატრელი კარვის და camping Zone –ის ნახვის მოლოდინში ერთ ამოსუნთქვაზე იქ აღმოვჩნდით.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩვენს გარდა იქ მხოლოდ და მხოლოდ 4 კარავი იდგა.
საკარვე ადგილთან ახლოს ძალიან ძველი ”ნაუტილუსი” მანქანა იდგა, ალბათ თავის დროზე კარტოფილის და სხვა მსგავსი რამეების გადასატანად იყო მაგრამ 22 აგვისტოს მის ქვემოდან ბედად თავი მენდესამ გამოყო. აი გაოცება მაგას ერქვა თუ ერქვა : ) სასწაული შეხვედრა გვქონდა და როგორც მერე აღმოჩნდა ორი კარავი მისი და მისი მეგობრების ყოფილა. (მაშ ახლა დარჩა 2 მეზობელი კარავი რომელშიც ჯერ არ ვიცოდით ვინ ცხოვრობდა)
ამის შემდეგ სულ მალე გელამ მოგვაკითხა და წავედით ტბებზე (რომელიც უშბის ძირასაა) და ”ვაფშე” მოვიბოდიალოთ ცოტაო. ჩვენც მეტი რა საქმე გვქონდა ავიშალენით და შურიანი (სასტავს ჰქონდა ასეთი თვალები როცა ჩვენ საბოდიალოდ წავედით) თვალების მზერა გამოყოლებულები ჩავსხედით ნივაში. მესტია გადავკვეთეთ, გზაში ფოტოსესიაც მოვაწყეთ, რომელიც ძალიან სასაცილო ფოტოებით დავაგვირგვინეთ და სადღაც აეროპორტის მოპირდაპირედ ხეობაში შევედით.
სიმაღლის აკრეფა სწრაფად დავიწყეთ, თუმცა სადღაც შუაში მანქანამ წყალი აგვიდუღდა. გელას და ბაკოს გარდა დანარჩენებმა გზა ცოტა ფეხით გავაგრძელეთ სანამ დაგვეწეოდნენ. ულამაზესი ხედები იშლებოდა ჩვენს წინ ზემოდან. ნამდვილად სასწაული ადგილია სვანეთი. აქ არის შერეული ზონები – ტყე, მდინარე, ალპური სტეპები და ულამაზესი მწვერვალები. ყველაფერი რაც სიამოვნებას გვგვრიდა და სუნთქვას გვიკრავდა.მოვდიოდით და ხან ერთს ამოგვხდებოდა ყმუილის მაგვარი ხმები ხან მეორეს და ასე მორიგეობით. ალბათ 100 თვალი რომ მქონოდა მაინც მეგონებოდა , რომ ყველაფერი კარგად ვერ ვნახე და ვერ დავათვალიერე, იმდენად თვალუწვდენელი იყო ხედები და იმდენად შტამბეჭდავი იყო ბუნება გარშემო.
ასე ვიბოდიალეთ დიდ ხანს. სიმაღლების აღებისთანავე მაოს წნევაც სწრაფად შეიცვალა და საკმაოდ ცუდად გახდა, ამის გამო გელამ, ქეთიმ და ბაკომ ტბების მონახულება ფეხით გადაწყვიტეს იმ იმედით რომ ახლოსააო, თუმცა გელა შეცდა და ტბებს თვალიც კი ვერ აწვდინეს - ამიტომ ისევ მანქანაში ჩავსხედით და მიუხედავად ბენზინის ფაქტიური უქონლობისა მაინც გავაგრძელეთ ზემოთ ასვლა.
ჩვენი უშბის ძირას მოხვედრის იმედები ბენზინთან ერთად ელვის უსწრაფესად ქრებოდა და ამიტომ უკან გამობრუნება საუკეთესო გადაწყვეტილებად მოგვეჩვენა.იმ მომენტისათვის უკვე იმდენად მაღლა ვიყავით რომ ყველას ააჟრიალა და მოსაცმელის თუ რაიმე სახის დამატებითი ტანსაცმლის უქონლობაზე წუწუნიც დაიწყეს – მე კი უბედნიერესი ვიყავი რომ აგვისტოში ასე ძალიან მციოდა ♥. გზადაგზა რა თქმა უნდა ისევ ფოტოებს ვიღებდით, ისევ ვმაიმუნობდით და მომავალი დღეების გეგმებს ვიგონებდით.
მინდა გითხრათ რომ სვანეთში უამრავი, ენით აუწერელი ოდენობაა უცხოელებისა , რომლებიც ზურგჩანთა მოკიდებულები დაბოდიალობენ და ათვალიერებენ საქართველოს.თუმცა მიუხედავად მათი სიმრავლისა - პირობები სვანეთში მაინც არაა კარგი ტურიზმისა და მისი განვითარებისათვის.
საღამოს 7 საათი იქნებოდა როცა გელამ და ქეთიმ ცენტრში დაგვტოვეს. მაომ და ბაკომ იყიდეს ბადრიჯანი , პამიდორი და ნიორი (შამფურზე შემწვარი უნდა გვეჭამა) და ავიდნენ ”სახლში” მე კი სვანური მარილის ყიდვა და მათი დაწევა მხვდა წილად. როგორც იქნა აბორიგენებმა მიმასწვალეს ადგილი სადაც შევძელი მარილის ყიდვა და დავადექი სასტუმროს გზას. ამ დროს ჩემს წინ ერთ ერთი მოსახვევიდან ძალიან ”თბილისელი პიჟონის ვიდზე” ტიპი გაიჩითა ცელოფნის პარკით ხელში და ძალიან ამაყი სახით გაუდგა ზუსტად იმ გზას რომელზეც მე მივდიოდი. თავში ერთადერთმა აზრმა გამიელვა – ” ნეტა ეს აქ როგორ მოხვდა ან საით მიდის”-მეთქი.
ავედევნე, სხვა რა საქმე მქონდა, ზუსტად იმ ტემპში მივდიოდი როგორსაც ის ავითარებდა, რომ თვალთახედვიდან არ დამკარგვოდა. როდესაც თეთნულდისაკენ გადაუხვია მაშინ კი ვიფიქრე ”ნაღდად” თბილისელი ”ძერსკობაა” და სასტუმროში ცხოვრობს მეთქი , თუმცა არ დამცალდა ამ აზრის ბოლომდე მიყვანა რომ ჩემმა მიზანმა Camping Zone-ისკენ გადაუხვია და აი მაშინ კი მართლა გავოგნდი. ვიფიქრე ახლა ეს ”ძერსკობა” ტიპები აიტანე მთელი 5 დღე მეთქი.
თუმცა ყველა ეს აზრი მალევე დამავიწყდა, ფესტივალის მონაწილეებმა რეპეტიცია დაიწყეს, ამიტომ მე ბაკო და მაო გამოვეწყვეთ და წავედით თეთნულდის ეზოში სადაც სცენა იყო აღმართული. ცოტა ხანი ეზოში დგომის მერე გელამ და ქეთიმ დაგვიძახეს და სასტუმროს ბარში ავედით მეორე სართულზე. კონცერტი საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა. ბაიარ შაჰინ-გუნდარიძე და ზუმბალენდი საინტერესო პროგრამით წარსდგნენ მსმენელების წინაშე და ჩვენც დიდი ხანი მშვიდად ჯდომა არ მოგვიწია, წამოვიშალეთ და ვიტინგიცეთ ბევრი.
მინდა ვთქვა რომ კონცერტზე ხმა განათება და ზოგადად ხარისხი ძალიან კარგი იყო, რასაც ორგანიზებულობაზე და დაროულად დაწყებაზე ვერ ვიტყოდით, თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ დიდი პრობლემა ეგეც არ იყო, გვიანობამდე კონცერტზე ვიყავით მერე კი უკვე ისე ციოდა რომ ერთი ჭიქა ჩაი და საძილე ტომარა მისწრება იყო.
ხოდა ჩვენთვის პირველი საკონცერტო დღის შემდეგ დავბრუნდით კარავთან, ავადუღეთ ჩაი . ჩვენთვის ნაცნობი მეზობლები გატრეტილები უკვე კარვებში ეყარნენ , ხოლო ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი მეზობლების ნაწილი საკუთარ ”სახლებთან” აბუზულები იდნენ.
მე და მაოს გული მოგვიკვდა, ამიტომ მივედი და ცხელი ცაი შევთავაზე… თქვენ ვერ წარმოიდგენთ მათ ორ კარავში რა ამბავი ატყდა. ნახევრადჩაცმულები, გაყინულები მოვარდნენ ჩაის დასალევად. ამ მეზობლებში ერია ზუსტად ის ”ძერსკობა” ტიპი რომელსაც ცენტრიდან კარვამდე ვსდიე, თუმცა მისი იერი ნამდვილად შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდა და რეალურად ძალიან სასიამოვნო და კაი ვიღაც შეგვრჩა ხელთ. : ) (ისევე როგორც მისი სამი მეგობარი , ნუ თითქმის სამივე მეგობარი)
ასე გავიცანით და ბოლომდე მეზობლებად შემოვრჩით 4 ახალგაზრდასთან – რომელთაგანაც სამთან ”აბშენია” ნორმალურად მიდიოდა, აი მეოთხე კი რაღაც არაამქვეყნიური და ძალიან უცნაური ვინმე იყო.
ამ ჩაის სმისას ჩვენ კარავთან (მაყალი იდგა სასტუმროსი ახლოს და სულ ვიღაც აბორიგენები აბირჟავებდნენ , სვავდენ და მერე ერთმანეთს ჟეჟავდნენ) აყალმაყალი იწყებოდა, ან უკვე დაწყებულიც კი იყო, ამიტომ სასწრაფოდ შევძვერით კარავში რომ ღრმა ძილს მივცემოდით და არ შევსწრებოდით ადგილობრივი ხასიათის ცხვირპირისლეწვას.
ასე დასრულდა რიგით მეორე დღე მესტიაში.
პ.ს მოკლე მოკლედ წერა არ გამომდის და ამიტომ ორ დღეს ერთ პოსტში ვერ ვათავსებ. მაპატიეთ :)
პ.პ.ს სვანები ნახალოვკელებზე უკეთესები არ არიან აზროვნების ამბავში.
ახალგაზრდა ბესპრეზორნიკ-ბეზპრეძელნიკები ოხრად იყვნენ, მაგრამ ეტყობა ჩვენც არანაკლებ სვანური სახეებით ვმოძრაობდით და ძირითადად გვერდს გვივლიდნენ. მათთან ჯერ კიდევ ბნელა, ქალები ასე გეგონება არ ჰყავთ, იმიტომ რომ დორბლმორეული და ამღვრეული თვალებით იმზირებიან. საკმაოდ აგრესიულები არიან და ამიტომ ჯობია საერთოდ ”იგნორში” გყავდეს.
4 Comments
velodebodi am posts!
ReplyDeletemxolod erti shemidzlia vtqva
UMAGRESIA!
p.s kide meti fotoebi dade ra.
ReplyDeleteginda shenebi ginda sxvisi :)
უ-ლამაზესი!
ReplyDeleteიმ ბაბუაწვერა შენ გადაუღე? ყოჩაღ =)
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!