გინახავთ როდესმე ფილმებში ისეთი მომენტი როდესაც პერსონაჟს სახლის წინ აქვს გამოტანილი აუარებელი ნივთები და უმოწყალოდ ასხვისებს მათ მიზერულ თანხაში?
ჰო და ზუსტად მაგას ქვია მეგობრებო Garage Sale.
ამ ზაფხულს განვიზრახე , რომ მეც მეცადა მსგავსი რამ. ფეისბუქზე გავაკეთე ივენთი , გავაგზავნე მოსაწვევები და უბრალოდ გავაგებინე ყველას რომ მორიგი ერთმანეთის სანახავი მაიმუნობა იგეგმებოდა , სადაც ზაფხულის ერთ არც თუ ისე გრილ საღამოს (დიდი მადლობა მზეს) შეგვეძლო შევხვედროდით ერთმანეთს და ამასთანავე მე როგორც ცნობილ ”ბარახოლშიცას” მექნებოდა ბევრი უცნაური ნივთი გამოტანილი.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ივენთზე მოსვლის სურვილი 26-მა ადამიანმა გამოთქვა ონლაინ რეჟიმში. ნუ ვიფიქრე ცოტა ბევრია, მაგრამ არაუშავს ახლა ყველა ალბათ ვერც მოვა მეთქი(იმიტომ რომ იქიდან რამოდენიმეს სამსახურის საქმეები ჰქონდა ვიცოდი და ა.შ)
მოკლედ შაბათს ავდექი ეს ყველაფერი ჩავიტანე ჩემს სახლთან ქუჩაზე, გამოვფინე ”პლაკატი” (რომელიც წინა ღამით დავხატე) და დავჯექი იქვე.
3 საათის განმავლობაში დაახლოებით 10 ადამიანი იყო მოსული. აქედან მხოლოდ 3 იყო იმათგან ვინც ფეისბუქზე attanding-ს დააჭირა. :)))
ძალიან სასაცილოა, მგონი ადამიანებს ჰგონიათ რომ ყველაფერს უნდა თანხმობა მისცენ, აინტერესებთ ეს მათ თუ არა- ის კი არ ესმით ,რომ ივენთზე ეგ იმიტომ კეთდება რომ სტუმრების მიახლოებითი რაოდენობა მაინც გათვალონ.
თუმცა ამას თავი დავანებოთ და ძალიან სასცილო იყო ქუჩაზე უბრალოდ მოყიალე ადამიანების რექაციები, ერთ ერთი სამარშუტო ტაქსის მძღოლი კინაღამ მოძრავი მარშუტკიდან გადმოვიდა ისე დაინტერესდა რა ხდებოდა :) ფანჯრიდან დაგვიძახა – რა იყიდება მანდო ? :)))
მაშ ასე მინდა გაცნობოთ რომ საქართველოში Garage Sale-ს ჯერ განვითარება არ უწერია :)) თუმცა ჩემთვის საინტერესო და ახალი გამოცდილება იყო და ნამდვილად კმაყოფილი ვარ ჩემი წამოწყებით.
8 Comments
აუ მე ძალიან დამაინტერესა მაგან და ვფიქრობ უკეთესი იქნება რამოდენიმე ადამიანმა რომ გამოიტანოს ასე, ანუ რამოდენიმე ოჯახმა მოაწყოს Garage Sale ერთად და მერე წელიწდში ერთხელ Garage Saleს ოფიციალური დღე იყოს, წარმოიდგინე რამდენი ადამიანი მოიტანს იმ ნივთებს რომლებიც არც გადასაგდებია, მაგრამ აშკარად ზედმეტ ადგილს იკავებს :))) მაგალითად მე მოვიტანდი.
ReplyDeleteხოდა აზრი ძალიან კარგია, მაგრამ უცხოა ბევრისთვის და რომ დაინახავეენ,რომ ხალხმა აიტაცა, ისეთები ვართ ქართველები მერე სხვებსაც დააინტერესებს :)))
გერაევროპელ სტუდენტებში ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არ დამავიწყდება, გერმანელმა ჯგუფელმა რომ ”დაგვპატიჟა” და გასაყიდი ნივთების სიაში ”შარშანდელი გამოცდების სკრიპტები” ვნახეთ, რომლებშიც ყველაზე მაღალი ქულები მიიღო ;D
ReplyDelete: )))))))))))))))))) hahah
ReplyDeleteKatiee - ra magariaa
Kikit - ho egec ideaa da me eg vtqvi magram aravin shemomiertda da ravi : )
ჩორვენ, ხო იცი ქართველების უმეტესობას სიახლისადმი რაღაც დაუძლეველი შიში ახასიათებს:)) და კიდევ მუდმივი აუტისტური კითხვები: "და მაინც როგორი პონტია"? "რა დვიჟენიაა?", "ვინები იქნებიან"?? და ა.შ...:))ასე რომ წარუმატებელ მცდელობებს უნდა შეეგუო თუ რამე ახალს იწყებ და არ დანებდე:) მგონი ძალიან საინტერესო იქნებოდა , სამწუხაროდ მე აქ არ ვიყავი თორემ აუცილებლად მოვიდოდი :)) მოკლედ, კიდევ გააკეთე...მეც დიდი სიამოვნებით დავცლიდი ჩემს ოთახს უსარგებლო ნივთებისგან
ReplyDeleteმაგარი რასკრუტკა სჭირდება და მოვლენ :)
ReplyDeleteარადა საინტერესოა :)
ReplyDelete"ძალიან სასაცილოა, მგონი ადამიანებს ჰგონიათ რომ ყველაფერს უნდა თანხმობა მისცენ, აინტერესებთ ეს მათ თუ არა- ის კი არ ესმით ,რომ ივენთზე ეგ იმიტომ კეთდება რომ სტუმრების მიახლოებითი რაოდენობა მაინც გათვალონ."
ReplyDeleteაუ ეს სიდებილე მეც არაერთხელ შემინიშნავს. რატომ აკეთებენ ვერ ვგებულობ.
აუ როგორ მიყვარს ესეთი რამეები ^^
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!