რას გრძნობთ მაშინ როდესაც ის რაც ამდენი ხანია გინდათ სულ ახლოს არის, ერთი ხელის გაწოდებაზე?
ხტიხართ? ყვირით? ცახცხებთ? ნერვიულობთ? შტერდებით? ვეღარ ინძრევით?
მე ეს ყველაფერი უკვე 5 დღეა მჭირს :)
ყოველთვის როცა მეკითხებოდნენ სად ვარ ნამყოფი (საქართველოს მასშტაბით და ტერიტორიაზე) ყოველთვის უკვირდათ რომ სვანეთი და თუშეთი ნანახი არ მქონდა…
მეც მიკვირდა , მაგრამ ადრე საშიში იყო, ახლა კი დროის ნაკლებობას განვიცდი (და მგონი არა მხოლოდ მე) …
მაგრამ ეს ყველაფერი ამ ზაფხულამდე. მართალია თუშეთი ჯერ კიდევ სანახავი მრჩება, მაგრამ მესტიას მაინც ვნახავ….
დანარჩენ სვანეთს კი ჩაქროლებით შევათვალიერებ და დავდებ პირობას რომ კიდევ ავალ იქ და საფუძვლიანად დავათვალიერებ.
რა მაგარია , მკაცრი ბუნება, მკაცრი ხალხი და მუსიკის (ფოლკლორის) ფესტივალი…
კარავი და უამრავი ხალხი…
ღმერთმანი მიუხედავად ცხელი და ქალაქში გატარებული ზაფხულისა , მისი დასასრული მაინც გენიალური იქნება…
საუკეთესო….
სვანეთში მივდივარ და სასწაული ემოციებით დატვირთული დავბრუნდები ….
ხვალ უნდა მოვამზადო ყველა საჭირო რამ, უფრო ზუსტად კი ფოტო აპარატი, საძილე ტომარა, რამოდენიმე ჩასაცმელი და მგონი მორჩა, მეტი არცაა საჭირო…
21ში უთენია გავდივართ ♥♥♥♥
4 Comments
მეც მინდა :(
ReplyDeleteდა რა საშინლად მიტვირთულ-მოტვირთული დღეები მაქვს.
შენ იცი, გუდ ლაქ, ბევრი სურათები გადაიღე და ფბ-ზე მაინც დავათვალიერებ :დ
აუ აუ აუ რა მაგარია, ჩემი სვანური სისხლის ნახევარი ადუღდა ამ პოსრის მერე :)))
ReplyDeleteძალიან მინდა სვანეთში და სერთოდ ვგიჟდები მაგ მხარეზე და ხალხზე, არა იმიტომ რომ ნახევრად სვანი ვარ, უბრალოდ რაღაც დადებითად ვარ განწყობილი <3
კარგია, ცოტას მაინც დაისვენებ, თან იქ სულ სხვა ჰაერია-ო, ამბობენ.. :)
ReplyDeleteმეც მინდა სადმე თუნდაც, ორი დღიტ გახეტება, თორემ კომპიუტერს ვერ ავედღლიზე ამ გორშიც, თან ისე ცხელა.. :|
მოკლედ, ისევ დაღლილი დავბრუნდები თბილისში..
auuu,mindaaaa
ReplyDeletera ulamazesi suatebiaaa
minda emca manda da me viko traki tu ar cavide!
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!