SMDay – ანუ რა იყო და რას ველოდით

გუშინ თბილისსშიც აღინიშნა სოციალური მედიის დღე , რომელიც მსოფლიოს მასშტაბით mashable.com –ის იდეით განხორციელდა.

თბილისის ერთ ერთ ყველაზე მაღალ ადგილას , რომელზეც ამჟამად გასართობი და დასასვენებელი პარკი მდებარეობს შეიკრიბა ქართველი მედია-სოც საზოგადოება.

გუშინ მთაწმინდაზე 100ზე მეტი ადამიანი იქნებოდა თავმოყრილი ერთად. იყვნენ ბლოგერები, არა ბლოგერები , ჟურნალისტები და უსაქმურები, მაგრამ რაც მთავარია ერთი შეხედვით ყველას აინტერესებდა რა იქნებოდა.

P1120909 P1120866 P1120875 P1120876 P1120891 P1120896

მოდით ბევრი რომ არ ვილაპარაკო ჩამოვწერ იმას თუ რა მომეწონა და რა არც ისე.

მაშ ასე მე  მომეწონა:

  • გაშლილი და თავისუფალი ამფითეატრი (როგორც საუკეთესო ვარიანტი პრეზენტაციებისთვის)
  • პრეზენტაციების მრავალფეროვნება
  • დამსწრე საზოგადობის მრავალფეროვნება

 

ძაალიან არ მომეწონა:

  • პრეზენტატორების მოუმზადებლობა
  • ტექნიკური ხარვეზი როგორიც იყო ხმა მაგალითად
  • დამსწრე საზოგადოების ქაჯობა (მაგალითად ფურშეტის მერე ფეხზე დაკიდება ყველაფრის,ღრიანცელი პრეზენტაციების დროს, ადგილებიდან წამოშლა შუა პროცესში)

შეიძლება დამსწრე საზოგადოების უმეტესობამ იცოდა ყველა თემა როპმელიც წარმოდგენილი იყო იქ გუშინ მაგრამ პრეზენტაციის დროს ხმაური და პრეზენტატორის ფეხზე დაკიდება სასწაული უპატივისცემლობა და მე მაპატიეთ მაგარი ქაჯობაა!

ძალიან მომეწონა 2 პრეზენტაცია , მათჳ ავტორები იყვნენ

    1. გიორგი გიორგაშვილი

    "კორპორატიული ბლოგინგი"

    2. დავით ჯიშკარიანი

    "სოციალური მედია"

მათ პრეზენტაციებს ეტყობოდა რომ უბრალოდ რაღაც ტექსტი არ იყო ჩაყრილი და ეს ადამიანები მართლა დაფიქრებულან ამ თემაზე. მათი საუბრის მანერაც ძალიან საინტერესო იყო და ჩამთრევი. (მაგრამ რად გინდა ვინ გასმენინებდა ნორმალურად)

საბოლოო ჯამში თუ არ ჩავთვლით საზოგადოების და აუდიტორიის უღირს და უხამს ნაწილს , ფრიად მშვენიერი დღე გამოვიდა!

პ.ს პრეზენტატორები, მათი პრეზენტაციების სრული ვერსია და სხვა დეტალები ნახეთ – აქ

Post a Comment

13 Comments

  1. კაი ფურშეტი იყო?:))

    ReplyDelete
  2. რომ მახსენდება, როგორ ღრიალებდი, ვიკეცები სიცილით :))))))

    ReplyDelete
  3. Giga - ravic :D

    Lux - rom maxsendeba tavi rogor shevikave kidev fexze camoxtomisa da dedistrakis trialisgan mec igive memarteba :D

    ReplyDelete
  4. კორპორაციული ბლოგინგი მეც მომეწონა. სოციალურ მედიას ვეღარ ვუცმინე ხალხი წამოიშალა. დაჟე არც დაამტავრებინეს

    ReplyDelete
  5. აუ, როგორ მინდოდა ჯიშკარიანის პრეზენტაციას დავსწრებოდი... :)

    მაგრამ უნიმ შემიწირა.

    ბაი ზე ვეი, ჩემი კურსელი იყო ერთ დროს. :)

    ReplyDelete
  6. Anonymous9:27 PM

    მთავარია რაღაც თემები მაინც დარჩა თავში ;)

    ReplyDelete
  7. ჰმ ჩემი საყვარელი კომენტატორის პოსტი გამიხარდა :) მადლობა :)

    @ DI@ დიდი არაფერი გამოგიტოვებია :)) პრეზენტაცია უცებ გაკეთებული იყო და რას ვლაპარაკობდი არ ისმოდა :)

    ReplyDelete
  8. Davitma - woooow Welcome To my Blog : )))
    me ki var komentatori mara aiaia shen rom pasuxis gacema gezareba xolme :D

    ReplyDelete
  9. http://landish.ge/social-media-day/

    ReplyDelete
  10. http://www.xoxma.wordpress.com ადმინ მომწერე რა რაღაც შემოთავაზება მაქვს ოღონდ აქ არა skype:pk_soul ან მეილზე pcmaniak94@gmail.com

    ReplyDelete
  11. ერთი 2 დგით გადაეწიათ რა :შ

    როგორ მინდოდა წამოსვლა :შ

    კაი იქნებოდა ^_^

    ReplyDelete
  12. ისე კი ვიფიქრე ხომ არ ავიდე თქო : D

    :lie:

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!