მინდა გაგიზიაროთ ერთი დაკვირვების შედეგად მიღებული მცირე ინფორმაცია
სადღაც ერთი თვეა ვაკვირდები რა ტიპის ადამიანები ანაგვიანებენ გარემოს და აი რა შევნიშნე.
- ძირითადი დამნაგვიანებლები არიან 20დან 35 წლამდე ადამიანები
- ძირითადად ამას მამაკაცები აკეთებენ
- უმეტეს შემთხვევაში ყრიან სიგარეტის კოლოფებსა და ნახმარ ხელსახოცებს
- ხშირად ნაგავს ძვირფასი ავტომობილის ფანჯრიდან პირდაპირ ქუჩაზე ისვრიან
და ბოლოს დავაკვირდი იმასაც (არავის ეწყინება იმედია თუ ვიტყვი ) რომ ნაგავს უმეტესწილად (არ ვამბობ მხოლოდ და სულ მეთქი) პროვინციების ბნელი და ღრმა ნაწილიდან ჩამოსული ახალგაზრდობა ყრის.
ძალიან დასანანია რომ ისმის ტექსტები - ”ჰო რა მენაგვეები რისთვის არიან , მოვლენ დაასუფთავებენ, მაგაში უხდიან ფულს”
”ყველა ყრის , ჩემი ერთი დაგდებული არაფერს შეცვლის” და მსგავსი.
ჯერ ის არ გვეყოფა რომ ნაგავსაყრელები ქალაქში გვაქვს და ისინი უკვე იმ ზომის არიან რომ თბილისის ნახევარს უდრის?
”ტეხავს” მეგობრებო ”ტეხავს”!! ნაგვის დაყრაში კაი ტიპური და ”ძერზკი” არაფერი არაა.
მსოფლიოს განვითარებულ ნაწილში გიჟები კი არ არიან, რომ ნაგვის უმეტესობას ამუშავებენ და სხვადასხვა სასარგებლო რამეებად უშვებენ მერე! გიჟები კი არ არიან, რომ ქაღალდსა და პლასტმასს ცალ ცალკე ყრიან, გიჟები კი არ არიან რომ იგონებენ სხვადასხვა მეთოდებს ნაგვის და ნაგავსაყრელების შესამცირებლად.
ნაგავსაყრელებიდან მთელი სიბინძურე ჩადის მიწაში, მიწიდან გრუნტის წყლებით ის გაედინება სხვადასხვა წყალსაცავებში და მერე ჩვენ ამ ყველაფერს მშვიდად ვსვავთ!
რატომ თორე კი? მოვუფრთხილდეთ გარემოს და ის მოგვიფრთხილდება ჩვენ!
ნუ დავყრით ნაგავს და ვიზრუნოთ გარემოს (მეტნაკლებად) სისუფთავეზე!
16 Comments
ოქროს პოსტია ^^
ReplyDeleteვერ ვიტან მე ძირს რომ ყრიან რაღაცებს როცა 2 მეტრში ნაგვის ურნა დგას :| პარკებში რომ სხედან და მათ წინ მზესუმზირის გროვა რომ დგას :| მერე სურათებს იღებენ და სოციალურ ქსელებზე "ნწ ნწ ნწ" მსგავს კომენტარებს რომ აწერენ :დ
შარშან მახინჯაურში გადავიღე ოთხი მდედრი ღორი როგორ ჭამდა მზესუმზირას და გარშემო მოფენილი იყო იატაკი.
ReplyDeleteრკინიგზის ახალაშენებულ სადგურში ისხდნენ.
მინდოდა ნეტში დამედო და მერე შევიკავე თავი.
ქეთ
ReplyDeleteპერწკლ
აუცილებლად უნდა დადოთ ხოლმე ეგეთი ფოტოები ნეტში! იქნება ვიღაცამდე მაინც მივიდეს და გაუტყდეს
+156418641684314634800000
ReplyDeleteქალაქელებიც ყრიან, ბავშვებიოც, ვირებიც, ძროხებიც :|
ქუჩში რომ ნაგავს ყრიან, ამგაზე მეტად თუ რამე მიშლიდეს ნერვებს!!
ReplyDeleteბიჭები კი არა, გოგოებიც კარგი დამპლები არიან.. ისე დააგდებენ, ვითომც არაფერი..
არადა, ორი ფეხის ნაბიჯზეა ეს დედანაქაჩი ურნა!.
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteმე კიდე დავაკვირდი რომ რომელიმე ბნელი პროვინციიდან ჩამოსული პროვინციელობა, არანაირად არ უკავშირდება გეოგრაფიას.
ReplyDeleteჯპს კოორდინატებით, თბილისის ცენტრში დაბადებულ-გაზრდილი კაი, ქალაქელი ქართველი კაციც მინახავს როგორ ყრის ნაგავს.
ის, რასაც შენ პროვინციალიზმს უწოდებ მე შინაგანი კულტურის არქონა მგონია და ის განურჩევლად ვრცელდება სამწუხაროდ საქართველოზე.
(ყოველგვარი კომპლექსების და აგრესიის გარეშე - სამტრედიის სოფელ აბაშიდან ჩამოსული პროვინციელი :)
lasharela:ჩორვენი მართალია მომენტ, პროცენტულად მეტი პროვინციელი ყრის ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათთვის არავის უსწავლებია, რომ ნაგავი ძირს არ უნდა დაყაროს, რომ ცხოველის მიმართ სისასტიკე არ შეიძლება და მსგავსი წვრილმანები.... უბრალოდ, ზოგს უმართლებს ოჯახში, როგორც მაგალითად, მე : )))
ReplyDeleteპატივისცემით, თელავში გაზრდილი :D
Lasharela - me sheuracxyofad ar mitqvams es :)
ReplyDeleteubralod ratomgac soflebshi macxovrebeli sazogadoeba ise mzafrad ver agiqvams am ekologiuri katastrofis simzafres da ara imitom rom s adme provinciashi dabadebuli da gazrdili : )
tore qalaqelebic rom ar akleben eg mec miceria frchxilebshi minaceri teqstic chemia , tavisit ki ar chndeba :D
provincielebis sawinaagmdego arasodes araferi mqonia me provincializmi magijebs.
მოიცა..
ReplyDeleteჩორვენ..
საიდან დააკსვენი, ვინ როგორ აღიქვამს ქუჩაში ნაგვის დაყრას?
რაღაცა არ მოველოდი შენგან ადამიანების კასტებად დაყოფას..
ღმერთმა დამიფაროს რო შეურაცხყოფად მიმეღო.
ReplyDeleteვინ დათვალა ერთი?
მეც დავაკვირდი რომ "ჩამოსულები" ამტვრევენ შუშებს ვიტრინებში. ყოველთვის თვალში მხვდება მათი მთვრალი როჟები "თბილოსობას"...კი ბატონო...რაღაცეები არის და თვალში გვხვდება მაგრამ დამიჯერეთ ნაგავს რაც შეეხება, ეს უბრალოდ სხვა სტერეოტიპებიდან გამოყოლილი აღქმაა - რო სოფლელები არიან დამნაშავეები :)
თუ არადა დადეთ სტატისტიკური კვლევა :) ა ბატონო დაითვალეთ 1 კვირაში რამდენი სოფლელი და რამდენი კარენოი ვაკელი გადააგდეს ქუჩაშო ბიჩოკს.
vAsas - me kastebad ar vyof me mxolod vakvirdebi ara mxolod qalaqshi aramed soflebshic : ) haeridan ar momitania es daskvnebi : )
ReplyDeletelasharela - mec bevr rames vamchnev kaco : ) da is rom qalaqeli da regionelui centris macxovrebeli didi verafrit uketesia , eg mec vici : )
daaxloebit 3 kviraa amaze dakvirveba davicye : ) am periodshi viyavi bebiastan sofelshic da iqauri dakvirvebis shedegebic aseti iyo rom soflis borjaze tipebi rogor yridnen iqve rasac chamdnen da svavdnen da rasac gavs sofeli : )
მოკლედ: თუ გინდა, რომ ამ ქვეყანაში რამე გამოგივიდეს, აქციე იგი მოდად! :*
ReplyDeleteმომავალი თაობის იმედი მაქვს.
ReplyDeleteსკოლებში ჩავატარეთ ლექცია–სემინარები ამ თემაზე და რავიცი თითქოსსდა წუხდნენ ბავშვები.
ვნახოთ
ჩემი ტკივილია ეს ამბავი, ჯერ კიდევ ბავშვობიდან.
ReplyDeleteყველაზე ხშირად რასაც ვხედავ, ესაა მოწეული სიგარეტის ფილტრის (ანუ იგივე "ბიჩოკი"-ს ) ქუჩაში დაგდება. ააააააააა მძაგს. მაგ მომენტში სურვილი მიჩნდება, რომ ტუჩებზე მივაწვა ეგ სიგარეტი.
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!