გვწამდეს სარწმუნეოების თუ რწმენის საკუთარ თავში?

რელიგია [ლათ.religio]-მეცნიერულ მსოფლგაგებასთან შეუთავსებელი რწმენა ზებუნებრივი ძალებისა (ღმერთებისა, სულებისა და მისთ.), რომლებიც ვითომც განაგებენ სამყაროს; სარწმუნოება.

რელიგია ეს იმ დაწერილ თუ დაუწერელ კანონთა ნაერთია, რომლისაც უპირობოდ და გაუაზრებლად გვწამს. ზოგიერთს დაბადებიდან გვინერგავენ ამას , ზოგიც ზრდასრულობის დროს ჩვენ თვითონ მივდივართ რაღაც აზრამდე და ვემხრობით კონკრეტულ რწმენას.

ყველა ადამიანს რაღაცის სწამს , ყველას თავისებურად, ყველას როდესღაც სადღაც უჩნდება ეს , თუმცა ქვეყანაში სადაც მე ვცხოვრობ ყველაფერი თავდაყირა დგას.

religion-symbols-religious-largethumb1139037  თითოეული ჩვენთაგანი როგორც კი იბადება (საქართველოში ) მე-40 დღეს მიარბენინებენ ეკლესიაში და ნათლავენ როგორც მართლმადიდებელს. (საქართველოში მცხოვრები ებრაელების, მუსულმანების , გრეგორიანების და სხვათა შემთხვევაშიც ასეა ვგონებ, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი)

ზოგადად ევროპაში რამოდენიმე სარწმუნო წყაროდან ვიცი (ყველა ალბათ იქაც არაა ეგრე , მაგრამ მაინც ) რომ ბავშვს ძირთადად არ ნათლავენ არც ერთი სარწმუნოების მიხედვით და რაღაც ასაკს რომ მიაღწევს მერე ირჩევს მისთვის რომელი რელიგია / სარწმუნოებაა უფრო საინტერესო და მისაღები.

მე თუ მკითხავთ ადამიანის თავისუფლების საუკეთესო გამოხატულებაა ეს.

მე არ ვიძახი რომ არ უნდა გვწამდეს, ან რისი უნდა გვწამდეს კონკრეტულად, ყველას აქვს უფლება ის დაიჯეროს რაც უნდა რასაც გასწვდება და შესძლებს, თუმცა მე ბევრი რამ მაღიზიანებს….

ჩემს ქვეყანაში (ჯერჯერობით საქართველოს ვგულისხმობ) რელიგია მოდად იქცა, მარხვა გახდომის საშუალებად ხოლო წირვაზე სიარული ნაცნობების სანახავ შესაძლებლობად.

რელიგიამ სახე იცვალა, დრო მიდის სარწმუნოება კი ფეხს ვერ უწყობს ამას და ერთიანად ირევა.

შედეგად ვიღებთ იმას რომ მღვდლები აღსარებას მობილური ტელეფონის საშუალებით იბარებენ მაშინ, როდესაც კომპიუტერი და სხვა ტექნიკის მიღწევები დიდი პოპულარობით და პატივისცემით ვერ სარგებლობს საეკლესიო წრეებში.

მარხვას ფაქტიურად დაეკარგა ყველანაირი აზრი იმისა რომ სული და სხეული უნდა განწმინდოს – ახლა გნებავთ მარხვაზე სპეციალურ შოკოლადს შეჭამთ, გინდაც კარაქს და კიდევ ათას სხვა რამეს – მაშინ როდესაც მარხვა წყალზე და პურზე ყოფნაა და სხეულს და სულს განწმენდისაკენ და გაძლიერებისაკენ უნდა უბიძგებდეს (მე მაპატიეთ უზუსტობები თუ იქნება, ძალიან ეკლესიურ რელიგიური არ ვარ და რამდენჯერაც ასეთი შეკითხვებით და მოსაზრებებით მღდელთან მივედი სატანა გყავს ჩაბუდებული და გებრძვისო თუ რაღაც ამდაგვარი მითხრეს)

მე არ ვიძახი რომ არ მწამს, მე არ ვარ ათეისტი, თუმცა მე ეკლესიაში მაშინ მივდივარ როდესაც ეს მინდა და არა იმიტომ , რომ ასე უნდა და ყველა ასე აკეთებს. მე სანთელს ვანთებ და ღმერთს უბრალოდ ისე ვთხოვ როგორც შემიძლია (მაგრამ გულით და არა დაზეპირებული ტექტსებით რომლის ნახევარიც კი არ მესმის)

addis-religion-war-cartoonძალიან, ძალიან დასანანია რომ საქართველოში რელიგიის სახელით ბევრი არც ისე კარგი რამე ხდება, არადა მართლმადიდებლობა არაა ის რელიგია, რომელიც მიტევებასა და სხვის განკითხვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს? რომ ღმერთი თვითონ მიუზღებს ყველას თავისას და ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს და ცხოვრების სისწორეს უნდა მივხედოთ?

ძალიან სამწუხაროა რომ რელიგია საზოგადოების დაბრმავების, გაშტერების და მართვის იარაღი გახდა, რომ რწმენამ თავისი იდეა და არსი დაკარგა რომ რელიგია და მისი მოწოდებები აღარვის ესმის ….

ჰოდა თუ ეს ყველაფერი ასე აიჭრა და დაკარგა დანიშნულება – საჭიროა საერთოდ კიდევ მისი არსებობა?

Post a Comment

13 Comments

  1. uhuhuuuuu chemi sayvareli temaa es :) xoda marxva ro iesos dieta gaxda eg xo...soios nashebi da rame gaichiteba male (gmerto ar chamcxo uro,martla ese aketeben sheni mimdevrebi).gushin vlaparakobdit, scored,iranze da mivxdit, rom, tu kvelaferi ese gagrdzelda,panatizmi gardauvali ikneba.da es kvelaferi imtiom, rom
    gmerti gaiges ise rogorc surdat da ar miiges ise rogorc es aaris :) vooot.

    ReplyDelete
  2. ქვეყანაში სადაც მე ვცხოვრობ ყველაფერი თავდაყირა დგას.+1
    ჩემს ქვეყანაში (ჯერჯერობით საქართველოს ვგულისხმობ) რელიგია მოდად იქცა, მარხვა გახდომის საშუალებად ხოლო წირვაზე სიარული ნაცნობების სანახავ შესაძლებლობად.+1

    სამწუხარო რეალობააა. ამასწინათ სამარხვო შაურმა აღმოვაჩინე. პირი დამრჩა ღია :|

    ReplyDelete
  3. რელიგიამ მართლა დაკარგა თავისი სახეც და სიმბოლოებიც :|

    მოდას მისდევს საზოგადოებაც :|


    მღვდლები ავიღოთ :|
    სანთლების ბიზნესი რომ აქვთ :|

    საშინელებაა რა :შ


    მაგრამ რელიგიის არსებობა მაინც საჭიროა :შ უფრო სწორედ ძაანაც რომ გვინდოდეს ვერ მოისპობა...

    ზოგი ძალიან ბედნიერია თავისი რელიგიით, მაგალითად სოფი გოლდენი...
    ^_^ ამ ადამიანის მართლა მესმის და მიხარია კიდეც ^_^ <3

    ReplyDelete
  4. Anonymous8:05 PM

    რთული თემაა, რელიგია იმდენად პირადია რთულია საუბარი...
    მეც მიფიქრია და ვთვლი, რომ ადამიანმა გულით და გონებით უნდა გაიაზროს, შეიგნოს, შეიგრძნოს და იწამოს და არა თავს მოხვეული იყოს რწმენა...
    რწმენა არც გამოხატვით განისაზღვრება ადამიანს შეიძლება გულში სწამდეს, თავისთვის, და ეს ძლიან პირადი იყოს...
    ბევრისთვის მარხვა მხოლოდ ბიოლოგიური პროცესია, ვერ ხვდებიან, რომ სულიერად უნდა დაიცვა...
    მხოლოდ რწმენა კი არა, თუ გავყვებიტ ამ მსჯელობას, ანალოგიურად შეიძლება სხვა რაღაცეებზეც ითქვას. ადამიანი არ ირჩევს მოევლინოს თუ არა ქვეყანას, არც მშობელს , არც სახელს და ა.შ...

    ReplyDelete
  5. გრინის საყვარელი თემაა და ჩემთვის კიდევ თვითონ რელიგიაა საყვარელი :ლოლ:

    საქართველოში მცხოვრები ებრაელები ყველანი იუდაისტები არიან, ამიტომ ქრისტიანებად არ ინათლებიან.

    ადრე მეც ზუსტად ასე მჯეროდა, რომ ადამიანმა თვითონ უნდა აირჩიოს რელიგია. ჩემი "შერეული" მშობლების გამო, მე ავირჩიე ასე და ამიტომ, მაგრამ ახლა თვითონ რომ ვუყურებ და ვფიქრობ, ძალიან რთულია შვილს უთხრა, რაც შენ გინდა, ის იყავი: გინდა ჯვარი ჩამოიკიდე, გინდა რაბინი გახდი, გინდა შიიტი მუსულმანი :| :/ ამიტომ ვთვლი, რომ ადამიანებმა თავისი ტრადიცია არ უნდა დაკარგონ.

    ჩემი აზრით, სანამ საქართველოში მღვდლებად გაუნათლებელი ადამიანები იქნებიან, რომლებიც სხვაგან ვერსად მოხვდნენ და სასულიერო სემინარიაში მოეწყვნენ, მანამდე არაფერი გამოვა :( არასწორად ახსნილი რელიგია კიდევ ნამდვილად ოპიუმია მასისთვის, რომელიც ღმერთზე მეტად რელიგიურ სიმბოლოებს აქცევს ყურადღებას და ამ დროს საერთოდ ავიწყდება ადამიანები, თავისი გარემო რომ უნდა უყვარდეს და უვლიდეს, you know what I mean.

    ReplyDelete
  6. პოსტში გამოთქმულ მოსაზრებებს ძირითადად ვეთანხმები.

    ჰო, დაბადებიდან 40 დღეში ნათლავენ ბავშვებს და თან ამას ცრურწმენით ამყარებენ, რომ ისე ეშმაკი დაეპატრონება; 40 დღემდე მნახველებს ზღუდავენ – თვალი არ ეცეს და ა.შ. რელიგია ბევრისთვის ნიშნების აღრიცხვა გახდა – რა შეიძლება, რა არა.

    ReplyDelete
  7. აუცილებელი არ არის იყო რელიგიური, ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანს შინაგანი ძლიერი რწმენა ჰქონდეს, თუნდაც ასანთის კოლოფის სწამდეს ...

    ReplyDelete
  8. martlebi xart yvelani : )
    zustad magas vgulisxmobdi mec es rom davwere

    Sunny - ho nu namdvilad ar vici rogori shegrznebaa roca irchev magram rodesac ambob rom religia romelic bavshvobidan gaqvs sheni araa da ziebashi xar im cutasve kritikisa da wyevlis qarcecxlshi xvdebi es ki namdvilad araa kai!

    ReplyDelete
  9. verasodes ver davwerdi me am temaze ase mshvidad, egreve nervebi meshleba mteli vaireligiuri masa rom maxsendeba :D :(

    kiarada yvelafershi getanxmebi.

    oda

    katolikur eklesiashi rom shevedi, muxlamde kaba mecva da bretelebiani maika, tavshi aravis araferi chaurtyams, arc aravis shemouxedia cerad, dacva movida da didi bodishi iqneb rame mosasxami gqondeto. ar mqonda da ertjeradi ragac momces.

    aba is iyo kargi, alaverdshi mgvdelma kinagan tavshi jvari rom mirtya sharfi ratom gaqvs shemoxveuli sharvalzeo???
    p.s. grzeli sharfi iyo, muxlebs cota zemotande :(

    ReplyDelete
  10. კარგი პოსტია, ობიექტური : )

    პერწკლი

    მასეთ რაღაცეებზე ძალიან ვბრაზდები როგორ მართმადიდებელი ვარ და ვიღაცის ხუშტურის გამო არ მიშვებ ჩემს სალოცავში იმიტომ რომ თავსაფარი არა მაქვს ან კაბა არ მაცვია რატომ ღმერთმა ადამიანი ხომ შიშველი შექმნა ...

    მაპატიეთ მაგრამ ეს ყველაფერი რაღაცით FACECONTROL - ს მაგონებს რაც ეკლესიებში კი არა კლუბებში მძულს. მე მირჩევნია იმ საზოგადოების ყველა წევრის ნამდვილ სახეს ვიცნობდე რისი წევრიც ვარ და არა ვიღაცის მიერ გაფილტრულს და გალამაზებულს.

    ReplyDelete
  11. გეთანხმები, გეთანხმები და კიდევ ერთხელ გეთანხმები.
    უბრალოდ მე ამ თემაზე აღარ ვსაუბრობ, იმდენად მტკივნეულად აღიქვამს ირგვლივ საზოგადოება ..

    ReplyDelete
  12. germaniis magalitze shemizlia gitxra, rom me-40 dges ara, magram erti bavshvi 2 clis iyo, meore ki 6-is, roca monatles evangelisturad da meehcveba, mag asakis bavhsvebsac hqondet rame carmodgena.evropis qveynebis nacilshi religia martla ar aris mnihsvnelovani da shesabamisad, ra asakshi moinatleba adamiani, an saertod tu moinatleba, did yuradgebas ar anicheben xolme. magram tu morcmune ojaxia, mashin "rac ufro adre, mit uketesias" principit xelmzgvnelobs yvela, radgan tvlian, rom mounatlavi bavshvi "gvtis madls moklebulia".
    mtavari isaa, tu mshobels surs, rom shvilis agzrdashi religias hqondes ragac cvlili...ra tqma unda, aseti adamiani mashinve monatlavs bavshvs, roca amis sashualeba miecema.
    ar mgonia, konkretulad natlobis aqti iyos bavhsvis uflebebis dargveva, amit mas aranairi tkivili da travma ar adgeba, arc moraluri, arc fizikuri. gvinda tu ar gvinda, mshobeli xshirad igebs gadacyvetilebas bavshvis magier, marto natlobahsi ki ara, magalitad,ra saxeli daarqvas, ra chaacvas, romel bagshi, ra creze, romel skolashi miiyvanos, ra satamashoebi uyidos, rogor agzardos da ase shemdeg.
    rac sheexeba momavals, monatluli bavhsvisganac izrdeba ateisti, an sxva religiis carmomadgeneli..
    mokled, ar mgonia, amisgan tragediis sheqmna girdes...tavidan bavshvi ise vitardeba, rogorc mas agmzrdeli (mshobeli) carmartavs, magram rogorc ki sakutari survilebi gauchdeba, mere nel-nela tvitonve cyvets ragac-ragacebs. zustad asea religiis shemtxvevashic.

    ReplyDelete
  13. Tamar - martalia mshoblebi ragac periodshi igeben gadacyvetilebas bavshvis magivrad magram aba carmoidgine exla ori varianti 18 clis axalgazrda romelic evropashi gadacyvets gadainatlos da romelic saqartveloshi iranshi an msgavs qveyanashi gadacyvets rom sxva religiaze gadainatlos :D carmoidgine situacia? da ra moxdeba ojaxebshi da garshemomyofebshi?
    anu eg aris gansxvaveba ra , iq ician is rom unda daafason tavisufali archevani da pirovnebis tavisufleba aq eg ar vicit : )

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!