ჩორვენი – ის ხომ ყველაზე ”გემრიელი” გმირია

5 წელია ვბლოგერობ და თავიდანვე ეს სახელი ჰქონდა ჩემს ბლოგს, თუმცა ამაზე პოსტი არასოდეს დამიწერია, არადა მკითხველის დიდმა ნაწილმა არც იცის რას ნიშნავს და ვინ არის ჩორვენი, ხოდა მე ამ პოსტით ჩემ შეცდომას გამოვასწორებ და ვეცდები ის გაგაცნოთ.

   tjorven-og-moses

ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედება უუამრავ ნაწარმოებს ითვლის, თუმცა მათ შორის არის ისეთებიც, რომელიც ლეგენდად და რავიც სასწაულადაც კია აღიარებული.

ერთ ერთი ასეთი გენიალური ნაწარმოებია ”ჩვენ სალტკროკელები ვართ”, ეს წიგნი მოგვითხრობს ოჯახზე, რომელიც სადღაც შორს შვედეთში ცხოვრობენ და ერთ ზაფხულს კუნძულ სალტკროკაზე გაემგზავრებიან ზაფხულის გასატარებლად , აი იქ კი იწყება მთელი თავგადასავალი და ჩახლართული ისტორია.

ჩორვენი გახლავთ ზუსტად ამ კუნძულის მკვიდრი 6 წლის გოგონა, რომელიც ყველას უყვარს, ყველა იცნობს და უჯერებენ კიდეც.

Mdates2 Mdates4

აი როგორია მისი პირველი აღწერა წიგნში:

ნავმისადგომზე ერთადერთი ტანდაბალი კაცუნა ჩანდა გვერდით ძაღლი ედგა. კაცუნა შვიდიოდე წლის გოგონა გამოდგა. არც კი ირხეოდა, თითქოს ნავმისადგომიდან ამოზრდილაო, თუმცა წვიმა თავზე დასდიოდა. გეგონებოდა, თვითონ ღმერთმა შექმნა ამ კუნძულთან ერთად და მის მცველად და მეუფედ დატოვა სამარადისოდო

ეს გოგონა არის ზუსტადაც ჩორვენი (ჩორვენი შვედურად კუპატს ნიშნავს) , გოგონა რომელიც ფაქტიურად ისეთივე მთავარი გმირია წიგნში ,როგორც იმ ოჯახის წევრები , რომლებიც დასასვენებლად ჩამოვიდნენ კუნძულზე.

შემდეგი აღწერა კი ასე ჟღერს:

”მელკერმა უკან მოიხედა და ხელთ ის დიდებული ბავშვი შერჩა , ნავმისადგომზე რომ ნახა. მართლაც სასიამოვნოდ ჩამრგვალებულ კუპატსა ჰგავს.

ოთახში კვამლი იდგა მაგრამ ზუიდვესტრიდან მაინც მოჩანდა ჩორვენის საოცრად სუფთა და ლამაზი სახე, ბავშვური ფართო და კეთილი სახე.”

ჯერ მხოლოდ ასეთი აღწერილობისა და სახელის მქონდე პერსონაჟმა ჩემში (ბავშვობის ჟამს) სასწაული გადატრიალება მოახდინა, მერე კიდევ მეც ხომ ზუსტად ასეთი ჩაკუპატებული ვიყავი (არც ახლა ვუკლებ სიმართლე რომ ვთქვათ). ჰოდა ძალიან, ძალიან მინდოდა ზუსტად ჩორვენისნაირად მეცხოვრა კუნძულზე და ისევე სასიამოვნოდ გამეტარებინა დრო.

თანაც წიგნში ჩორვენს  უზარმაზარი სენბერნარი ჰყავს , სახელად ბოცმანი რომელიც სულ თან დაჰყვება და ყველაფერში ეხმარება, ჰოდა რა გასაკვირია თუ ასე ძალიან მიყვარს ბავშვობიდან ეს გმირი.

tjorven

კიდევ ჩორვენს  უზარმაზარი და ულამაზესი სრული სახელი ჰქონდა: )

ეგ დეტალი კიდევ ერთი შოკი იყო მაშინ ჩემთვის (მართალია ვიცოდი, რომ პეპისაც გრძელი სახელი ჰქონდა , მაგრამ ის ხომ პეპი იყო და თურმე აი მეორე გმირიც კი გამოჩნდა ეგეთი) ჰოდა სახელი კი ასე ჟღერს :

კარინ-მარია-ელეონორა-ჟოზეფინა – რა მაგარია არა??

მე კი მაშინ მხოლოდ და მხოლოდ მარიამი ვიყავი : )

ახლა ინტერნეტ სივრცის საშუალებით მეც უამრავი სახელი მაქვს რომელზეც ვრეაგირებ და ყველა ჩემად მიმაჩნია , მაგრამ ეს მაინც  სულ სხვაა….

saltkrakan_41816249

ერთ ერთი პერსონაჟი (მალინი) წიგნში დღიურს წერს და აი რა უწერია იქ ჩორვენზე:

”ის არაჩვეულებრივი ბავშვია, ისეთი ყველას რომ მაშინვე მოსწონს , თუმცა არავინ იცის, რატომ. როგორც კი მისი საყვარელი სახე გამოჩნდება , გეგონება მზემ გამოანათაო. მამა ამბობს, ამ ბავშვს აქვს რაღაც პირველქმნილი ბავშვური გულწრფელობა, სიკეთე და სამართლიანობის რწმენაო. ჩორვენი მთელს კუნძულს უყვარს. დაეხეტება, სადაც მოეპრიანება,შედის რომელ სახლშიც მოესურვება და ყველგან უხარიათ მისი სტუმრობა.

მაგრამ თუ ჩორვენი გაჯავრდა,-ასეთი რამ კი მასაც ემართება- ისეთი ქარაშოტი დატრიალდება, მტერს: ინგრევა ყველაფერი. ოღონდ გაჯავრება მალე გადაუვლის ხოლმე.”

ჰოდა ასე ჩემო მეგობრებო, თუ თქვენ გაინტერესებთ კიდევ რა ახასიათებს ჩორვენს, როგორ ხუმრობს l_tjorven3ის,  რა თავგადასავლები და განსაცდელები ატყდება თავს მას და მთელს სალტკროკას აუცილებლად წაიკითხეთ ასტრიდ ლინდგრენის ეს ნაწარმოები.

ბრძენ ხალხს უთქვამს ”სჯობს გვიან ვიდრე არასდოროს” ო , ხოდა დაბრუნდით სულ ცოტა ხნით ბავშვობაში და გაერთეთ!

Post a Comment

18 Comments

  1. ar makvs cakitxuli da uechvelad cavikitxav. xoda kupatze vgijdebiiii :))

    ReplyDelete
  2. Anonymous12:07 AM

    მე კიდევ, თავიდან ჩორვენაძე მეგონე...

    ReplyDelete
  3. dzalian, dzalian miyvars astridi da misi gmirebi <3

    ReplyDelete
  4. Dia - : ))))))))))))))))))))) avyiravdiii : )))))))))))))

    ReplyDelete
  5. dia :D:D:D:D:D:D:D:D:D:D

    აუ როგორ მინდა ეგ გოგონა ვიყო :D

    ReplyDelete
  6. ar vicodi, ra magaria, zustad exla vedzeb wasakitxit wignebs da amasac wavikitxav ^^

    ReplyDelete
  7. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი და ნამდვილზე ნამდვილი ანიტიდეპრესანტია! :) სიპუტკუნეში და კიდევ გაბრაზებისას ქარიშხლის დატრიალებაში ნამდვილად ვგავარ ჩორვენს! :)

    ReplyDelete
  8. Anonymous1:32 PM

    უი უი როგორ ვერ მივხვდი! აი დიდი ხნის წინ რომ მაქვს წაკითხული და აღარ მახსოვდა პერსონების სახელები ;))
    განახლებული დიზაინი ძალიან მომეწონა ;)

    ReplyDelete
  9. Kikito - au magrad ixaliseb : )

    Unamaarga - martlac da sicilit gavichache : )

    rodrigo madloba : )

    ReplyDelete
  10. უი, სულ მაინტერესებდა რას ნიშნავდა ჩორვენი, მაგრამ კითხვას არ ვსვამდი... კარგია რო დაწერე :)

    ReplyDelete
  11. me vicodi ))))
    astrid lindgrenis yvela nawarmoebi miyvars )))

    ReplyDelete
  12. Visite o blog do poeta do tempo:
    www.poemasdosamuel.blogspot.com

    ReplyDelete
  13. ყველაფერი ვიცოდი რაღათქმაუნდა და სულ მაინტერესებდა ნეტავ როდის დაწერსო : D

    მარიამ კუპატაძე : *

    ReplyDelete
  14. OTO : )))))))))))) :* :*

    Perwkl - ho sheni siyvarulis shesaxeb adreve vicodi :D

    ReplyDelete
  15. Zalian miyvars!!! Zalian, Zalian, Zalian:):):)

    ReplyDelete
  16. ჩორვენი მერქვა ადრე ფორუმ.გეზე და სულ რაღაც ბლოგზე მეკითხებოდნენ, ანუ შენ მე ვეგონე, თავიდან ვერ ვხვდებოდი,ვისში ვეშლებოდი, მერე ლინკი მომცეს ამ ბლოგის ))
    იმისი თქმა მინდოდა, რომ ყველაზე მაგარი გოგოა ჩორვენი! მაგარი და საყვარელი!

    ReplyDelete
  17. Pinkibu - ))) ra sainteresoa : )
    ho chorveni umagresia ♥♥

    ReplyDelete
  18. 4 clis cin pirvelad gnaxe shen ufro scored sheni saxeli da mashinve mivxvdi ratom gerqva
    eg chemi ert-erti sayvareli cignia
    blogic zalian sainteresoa
    carmatebebi

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!