დაე იცოცხლოს ქართულმა სპორტმა, რატომ ვკლავთ?

იცით პასუხი კითხვაზე – თუ რატომ არის საქართველოში თითქმის ყველა სპორტი მკვდარი?

არა? არც მე სიმართლე თუ გინდათ!

არადა კაცმა რომ თქვას სპორტსმენები არიან, მსოფლიოსთან ასე თუ ისე კავშირი გვაქვს (საბჭოთა კავშირს აღარ ვეკუთვნით), ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია, ვიზებს იძლევიან საელჩოები (ნუ მეტად თუ 32773ნაკლებად მაგრამ სპორტსმენებს არ ჩაგრავენ) – მაშინ რაშია საქმე?

ზარმაცები ვართ? ან უნიჭოები და შტერები?

არაა, ცდებით !!

 

ქართველ სპორტსმენთა წარმატების ჩამონათვალი არც თუ ისე ხელწამოსაკრავია როგორც ჩვენ გვგონია , მაშინ რახდება?

მე თუ მკითხავთ პრობლემა სახელმწიფოში და მის ძირითად მიმართულებებშია!

იმის მაგივრად რომ დააფინანსონ და ხელი შეუწყონ სპორტს , ახალგაზრდების ფიზიკურ და ჯანსაღ განვითარებას - შადრევნებს აშენებენ, პრეზიდენტის რეზიდენციას თეთრრი სახლის თითქმის იდენტურს აკეთებენ, ქალაქში უცნაური შესახედაობის ხიდებს დგავენ, ტერიტორიებს ფლანგავენ, შუქნიშნებს ცვლიან (მათი ალგორითმის ნაცვლად),სპორტულ მოედნებსაც აშენებენ, მაგრამ რისთვის კაცმა არ იცის – ფეხბურთელები ჩვენ არ გვივარგა და იმ დებილურ სტადიონებზე ისევ ძაღლებს და ბავშვებს თუ გაასეირნებს კაცი….

არადა სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ვებ გვერდზე რომ შეხვიდეთ ეროვნული ფედერაციების ჩამონათვალში 70მდე სხვადასხვა სპოტის სახეობას შეხვდებით.

და ბევრი სხვა კიდევ……

საიტზე არის ოლიმპიური ჩემპიონების შესახებ ინფორმაცია, წარსული მოვლენების გვერდი და მათზე უააამრავი სხვადსხვა რამე წერია და აბა თუ მიხვდებით ძირითადი სთამაშო სახეობების ჩამონათვალი რამდენ სპორტს მოიცავს?

არც მეტი არც ნაკლები 7 ს!! საინტერესოა რატომ არაა ამ ჩამონათვალში ბეისბოლი? ჰოკეი (რომელიც ბალახისაც გვქონია და ყინულისაც) და სხვანი?

ელენე გედევანიშვილი

თქვენ არ ვიცი გინახავთ თუ არა დარბაზები რომლებშიც ვარჯიშობენ ტანმოვარჯიშეები, მოფარიკავეები, მოციგურავეები და რავიც კიდევ რამდენი სპორტის სახეობის წარმომადგნელები, მაგრამ გეტყვით რომ დარბაზები არის გაღლეტილი, დაგნრეული, მოუმზადებელი, ნესტიანი და მოუვლელი…. გული მოგიკვდებათ ეს ყველაფერი რომ ნახოთ (თუ უკვე არ გინახავთ)

  საინტერესოა რატომ არის საქართველოში ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობები რაგბი  და ჭიდაობა? (ამის სტილებში ვერ ვერკვვევი მაგრამ ნუ ფაქტია არის) ნუთუ ამ ადამიანებს იმხელა მონდომება და სულისკვეთება აქვთ რომ ”ჩერეზ სილუ” ახერხებენ წარმატების მიღწევას?? იქნებ იმიტომ რომ ძალისმიერი სპორტია ორივე და უფრო ადვილია მასში წარმატების მიღწევა? მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ დეტალებს, მთავარია გამოგვდის მაინც…

კიდევ ერთი და ყველაზე მტკივნეული საკითხი ნებისმიერ სპორტთან მიმართებაში (საქართველოს მასშტაბით) არის სპონსორების არ არსებობა ან მათი კრიჟანგობა (მგონი ეს სიტყვა ქართულია და სწორად ვიცი).

74kghungeo

ისიც მესმის რომ დიდი კომპანიების უმეტესობას არ უნდა დააფინანსოს ბარდაგი და სერიოზული გაურკვევლობა , რომელიც სხვადასხვა ფედერაციებსა და კლუბებში ხდება, მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს ყველაფერი არა?

საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ტარდებოდა დიდი ტურნირები და უამრავი უცხოელი ჩამოდიოდა , ქართველები იმარჯვებდნენ კიდეც მაგრამ რა ხდება ეხლა?

რომელი საერთაშორისო ტურნირი იცით რაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ჩატარდა? ან ბევრი უცხოელი მონაწილე რომელზეც  ჩამოვიდა?

გუშინ მაგალითად ტარდებოდა კლასიკური რალი (რბოლა გრძელ დისტანციაზე, ალგეთის მიმართულებით) და სულ 3 მანქანას ჰყავდა სპონსორი 10დან (ნუ სხვესაც ეკრათ რაღაც ლოგოები მაგრამ მათ ეკიპირებაზე სპონსორის არსებობა არ შეინიშნებოდა) , არადა მართლა ბევრი მაყურებელი ჰყავდა ამ ერთობ ცუდ საყურებელ შეჯიბრს (რადგან მანქანებს მხოლოდ 30 –60 წუთში ერთხელ ვნახულობდით საგულშმეტაკივრო წერტილებთან), მაგრამ მეც და ბევრ სხვა ადამიანსაც დამამახსოვრდა სამივე სპონსორი მიუხედავად მანქანების სულ რამდენიმე წამიანი გაელვებისა და ვბჭობდით კიდეც ამ ფირმების პროდუქციასა და ავ-კარგიანობაზე.

მაშინ რატომ ვერ ხვდებიან დიდი ორგანიზაციები და ფირმები რომ მათთვის სულ ცოტა და არაფრის მომცემი თანხა, მათ ორჯერ მეტად წაადგებათ ვიდრე იმ მონაწილეებს თუნდაც?

opening-og-olimpic-games

მოკლედ რატომ არის საქართველოში სპორტი და მისი განვითარება ყველაზე ბოლო ადგილას სახელმწიფო კურსსა და ძირითადი პრიორიტეტების ჩამონათვალში?

Post a Comment

8 Comments

  1. Anonymous10:07 PM

    ჩორვენ ძალიან კარგი პოსტია, მაგრამ იმაში მე და გოგი ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოში სპორტი პრიორიტეტებით ბოლო ადგილზეა. პირიქით!!!! ბოლო ადფგილზე დგას კულტურა. "გასაკეთებელი კიდევ ბევრია", მაგრამ ბოლო დროს რაც სპორტის განვიათარებასა და პიარს მოხმარდა, იმდენი რავიცი რა!

    ჰოდა ის ადგილი მენიშნა, მარტო ჭიდაობაში და ძიუდოში რო ვართ პირველები, სადაც ძალა ძალაა და ვსო:DD

    ReplyDelete
  2. Rodrigo - hooo PRs sheizleba moxmarda magram ganvitarebas ra gitxra aba? mxol,od mocodeba xom araa rom viyot sportulebi da ai da ui!!
    darbazebi gaakeTes?? ekipireba daariges?
    ara? eseigi araferi gauketebiat!!

    ReplyDelete
  3. Anonymous1:38 PM

    მე მაგალითად მინდა რომ განვითარდეს ველოსპორტი და ცურვა და ჩოგბურთი! სამივეზე დიდი სიამოვნებით ვივლი ნორმალური პირობების შემთხვევაში ;)

    ReplyDelete
  4. კარგი პოსტია ფრიად! ჩემთვს სიახლე იყო გამეცინა რომ იმ 7-ეულში ბეისბოლი და ჰოკეი გვქონია! რაღა გვიჭირს თუ ბალახისიც გვაქვს და ყინულისიც, მერე რა რომ არც ბალახი გვაქვს სამაგისოდ (სტადიონი) და არც ყინული (ყინული), მთავარია, რომ ფედრაციები არსებობენ და ხალხი დასაქმებულია... ეეეჰ

    ReplyDelete
  5. Qilipa - ai zustad egaa sasaciloa satirlad rom ar iyos saqme!!
    eeh!

    ReplyDelete
  6. ტი ზნაეშ, ია ვსეი დუშოი ზა.
    იცოცხლოს, მე სულ მხარს დავუჭერ ;)

    ReplyDelete
  7. : ( Fuck !!! და არა მარტო სპორტი ყველგან მასეთი სიტუაციაა.

    ReplyDelete
  8. OTO - albat masea ki, radgan ertgan egre xdeba eseigishansi imisa rom sxva rameshic igive gameordes uzarmazaria

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!