დღენი მიჰქროდნენ ხალხი კი წერდა…
წერდა და აღწერდა…
ყველას ჰქონდა დამახასიათებელი სტილი და მანერა, როგორც წერის ისე პიროვნული…
ნეტავ როგორი ვარ მე?
რა შემიძლია რომ დავწერო?
ალბათ ის რომ გემრიელად ჩაკუპატებული სასაცილო გოგო ვარ და ისიც რომ ძალიან ხშირად მე თვითონ არ ვიცი რა და როგორ მაქვს , თუმცა მაინც არის ხოლმე ისეთი დეტალები რაც ჩემში არ იცვლება და სულ მახასიათებს.
ყოველთვის მიყვარს და მეყვარება სეირნობა, განსაკუთრებით ცარიელ ქუჩებში, ასეთ დროს ვიღიმი და ბედნიერი სახე მაქვს , თუმცა არა - ხალხით გავსებულ ქალაქშიც მაქვს ხოლმე მომღიმარი სახე. მიყვარს მუსიკის თანხლებით ღიმილი და სიარული – თავს ეგრე უფრო უკეთ ვგრძნობ.
ძალიან ხშირად გარშემომყოფების მზერას ვიჭერ ჩემზე , ეს ალბათ იმიტომ რომ სულ რაღაცნაირად მაცვია. ცოტა უცნაურადაც კი : ) შეიძლება უგემოვნოდ და ეკლექტურად, მაგრამ მე ძალიან მომწონს გარშემომყოფების გაოცებული მზერები ჩემზე.
შეიძლება ამ მზერებს ჩემი წითელი თავი და უაზროდ აბურდული სწორი თმაც იწვევდეს, მაგრამ რავიც აბა, მე მაინც ჩაცმულობა მგონია მიზეზი.
არასოდეს გავრბივარ, წვიმაშიც კი ნელი და კმაყოფილი ვმოძრაობ, ვტკბები ბუნების კატაკლიზმებით.
ვერ ვიტან სიცხეს და ასეთ დროს ყველაზე ხშირად მეტროში მყოფ ადამიანებს ვუღიმი, თუმცა ქუჩაში ძალიან მიჭირს ნაცნობების დანახვა, იმიტომ კი არა რომ ცუდი მხედველობა მაქვს, არა უბრალოდ იმიტომ რომ ცოტა სხვაგან ვარ ხოლმე თუ მარტო დავდივარ და ამ დროს ყველას ჰგონია რომ ”ნივიჟუს ვუტყავ”.
ძალიან მიყვარს დიდი ჩანთით სიარული, ლოკოკინასავით ვარ, სადაც დამიღამდება ხშირად იქვე ვათენებ და ამისათვის ყველა საჭირო ნივთი თან უნდა მქონდეს.
ყოველთვის ვუღიმი ნაცნობებს რომელებიც მეხმაურებიან ქუჩაში, მაგრამ არის მომენტები როდესაც ზრდილობის გამო ვერ ვკითხულობ ვინ არიან ისინი თუ მთლად ვერ ვიცანი, ხოდა ეს ცოტა მძაბავს ხშირად, მაგრამ ეტყობა სახეზე არასოდეს მეტყობა რომ ვერ ვიცანი და არავინ მეუბნება ”ხომ მიცანი მე ვარო” : )
ჰოდა აი ასეთი ვარ ძირითადად ვიზუალურად :) ეს იყო ბლოგოთაგ თამაში რომელშიც ქილიფამ დამთაგა : )
მე კი ვთაგავ – პატარა მუსიკოსს და დარიჩინის დედიკო ნომერი 13 :)
8 Comments
mevasebii :)
ReplyDeleteმეგონა საკუთარ თავზე ვკითხულობდი :)))
ReplyDeleteდიდი ჩანთა, წვიმა, სიცხე, ნივიჟუები და მთელი ეს პოსტი ძალიან ახლობელია
ლოვე :)))
lol
ReplyDeleteქუჩაში ისეთ ადამიანებსაც ვერ ვხედავ, აი, ყველა პონტში რომ უნდა ვხედავდე. :D შევხედავ, შევათვალიერებ და ვითომც არაფერი, გავივლი, მერე იწყებენ, ზურააა, რა ნაგლი ნივიჟუ იყო, ნაგლი ხარ, თახსირო და ა.შ.
მაგრამ მართლა არავის და ვერავის ვხედავ, ვიყურები, მაგრამ სხვაგან დავფინავ.
ეს ნორმაა :D
მადლობა დათაგვისთვის :)
ReplyDeleteსაინტერესოა, როგორ აღვწერ საკუთარ თავს?
,,რაღაცნაირად მაცვია, ცოტა უცნაურადაც კი : ) შეიძლება უგემოვნოდ და ეკლექტურად, მაგრამ მე ძალიან მომწონს გარშემომყოფების გაოცებული მზერები ჩემზე.” - ასე ვიყავი დიდხანს, ახლა ცოტა ჩვეულებრივი ,,ზმანით” დავდივარ და ერთი სული მაქვს როდის ვიძონძავებ, რო რამე ახალი ჩევიცვა :)
ReplyDelete:)))))))he hee
ReplyDeleteმეც ასე ვარ ხოლმე, როცა მარტო ვსეირნობ და მუსიკას ვუსმენ. ასეთ დროს საშინლად არ მიყვარს ნაცნობის ნახვა..თითქოს მაგდებს ამ სამყაროდან
ReplyDeleteQilipa - au au magariaa <3
ReplyDeleteket_eva_n - ho egrea tumca gaachnia ramdenad tbili da kargi nacnobi gxvdeba .magram zogjer martla magaria marto bodiali :D
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!