დიდი ხანია ასეთი სიმაღლეები არ ამიღია!!
დიდი ხანია ჩიტის გაფრენის სიმაღლეზე არ ამოსვულვარ!! ოჰ რა დიადი და მშვენიერია აქედან ყველაფერი!!
რა სუფთა და ჯამრთელია აქაური სუნი…
სუნთქვა ჭირს, მაგრამ კიდევ კარგი ფილტვებით არ ვფიქრობ და ფიქრი მაინც მიადვილდება!!
ახლა მესმის რატომ დაფრინავენ არწივები ასეთ სიმაღლეზე, რატომ უწოდებენ მათ ფრინველთა მეფეებს!
მეც მეფედ ვგრძნობ თავს!!
ვფიქრობ , დაძაბული ვიხსენებ გეგმას და მიზანს, თუ რატომ ვარ ეხლა აქ!!
შეიძლება უკანასკნელადაც კი ვფიქრობ ახლა ამ ყველაფერზე!!!
ვდგევარ და საკუთარ შეგრძნებებს ვაგემოვნებ, პირს ვაწკლაპუნებ იმდენად მსუყე და მრავალფეროვანია ”გემოები” და განცდები!!
არც კი ვიცი ახლა ამ შეგრძნებებს რა ჰქვიათ, ან როგორ აიხსნებიან, მაგრამ ისინი ნამდვილად ღირდნენ ამ გადაწყვეტილებად და გახორციელებად!
რამდენი რაღაც არსებობს ცხოვრებაში რის გამოც ღირს შეგრძნებების გამძაფრება, თუნდაც იმისთვის რომ ეხლა ამ განცდის მოყოლა და ვინმესთვის გადაცემა შევძლო, თუმცა მექნება კი შანსი ან მომინდება კი?
ღმერთო რა დიადია ბუნება და რაოდენ დიდსულოვნად იღებს ისეთ უცნაურ სტუმარსაც კი როგორიც მე ვარ ახლა აქ, ამ სიმაღლეზე….
მწვერვალიდან გადავყურებ ხეობას და სუნთქვა მეკვრება… ასეთი სილამაზე, ასეთი საოცრება და მხოლოდ ამ სიმაღლიდან დანახვის შესაძლებლობა…
კმარა ამდენი ფიქრი, ნეხევარ გაზე მიტოვებული საქმე არ ვარგა!
დროა ღრმად ჩავისუნთქო!!
ოდნავ მოვხარე მუხლები და ძიერი ბიძგით სხეული ხეობისკენ გადავტყორცნე….
ღმერთო გადავხტი….
არადა ჯერ რა ცოტა მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული ….
იმედია პარაშუტი არ მიმტყუნებს!!
7 Comments
მომინდა ახლა მწვერვალზე ყოფნა...
ReplyDeleteნუ გადახტები და ნუ დარჩები პარაშუტის იმედად, ადრეა ჯერ ;) :)
Qilipa - imityom vxtebi rom vigrzno da parashuti zustad imitom maqvs ro adrea jer umagisod :D
ReplyDeleteლოოოლ :D უბედილა :) მაშინ მიდი... :)
ReplyDelete;)))))))))))
ReplyDeleteიმედია გადახტომამდე ჩაერთვები თამაშში :) - http://qilipa.blogspot.com/2010/06/blog-post_07.html
ReplyDeleteდა მაინც... უდა წამოსულიყავი :*
ReplyDeletemmmmmagariaa <3 im dges movdiodi da vxedavdi rogor mofrinavdnen parashutit, me gamiara siamovnebis jruantelma da isini rogor iknebodnen warmomidgeniaa, dzalian mindaaa da vercertxel movaxerxeee <3
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!