სისხლი და ხორცი….
არა ეგრე არა.
შენი ნაწილი….
არა არც ესე.
უბრალოდ და-ძმა…
პატარა საძაგელი არსებები, რომელიც გვიმწარებდნენ ბავშვობას, გვეჩხუბებოდნენ და ვეჩხუბებოდით….
გვართმევდნენ და ვართმევდით… შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ისინი გაიზარდნენ….ჩვენც…
ასე გაიზარდა და შეიცვალა ჩემი ძმაც. ძალიან მავნე პატარა ღლავი ახლა უკვე ზრდასრული ახალგაზრდაა და მართალია ისევ ძალიან სასაცილო ვინმეა, მაგრამ ახლა ჩემთვის (ეხლა მეც გავიზარდე და უკეთ ვიგრძენი) ერთ ერთი ყველაზე საყვარელი ადამიანია.
ჩემი ძმა ყოველთვის ახერხებდა ჩემს გაოცებას, პატარაობიდანვე პედანტური და აუტანელი იყო, ზუსტად ახსოვდა როგორ და სად იდო ყველა მისი ნივთი, ნუ აი გულისამრევი სიზუსტით…
ძალიან უცნაური ვინმე იყო და არის კიდევაც… ცოტას ლაპარაკობს , დადის ჩუმად და უხმაუროდ, სულ ჭკვიანი სახე აქვს (ეს უბრალოდ სახე აქვს ასეთი თორე… :) )….
რაც გაიზარდა და თავისი ფული აქვს (ხან მამას მიცემული ჯიბის, ხანაც მისი პირადი შრომით მოპოვებული) ხან რას მჩუქნის ხოლმე, ხან რას….
რამოდენიმე თვის წინ სახლში მოვიდა აღტკინებული და რომ არ დავხვდი ამიფეთქა მობილური ტერელფონი , ყოველ 15 წუთში ერთხელ მირეკავდა და მეკითხებოდა ”სახლში როდის მოხვალ”-ო. ვერც კი მივხვდი ასე უცებ რა დაემართა მეთქი (ძირითადად უხარია როცა სახლში არ ვარ)
მოსვლისთანავე კი ამოსუნთქვის შანსი არ მომცა და გულსაკიდი გამომიწოდა - ”ეს შენო” (ძალიან საყვარელი კაცუნა ლურჯი მინისგან , ვერცხლის თხელი რკალით)
ერთი კვირის წინ ისევ გადაწყვიტა ჩემთვის საჩუქარი გაკეთებინა , ზუსტად იმ დღეს ქალაქში შევხვდით ერთმანეთს და ვითომ ისე უბრალოდ ახსენა წიგნი ვიყიდეო, ნუ რადგან წიგნების დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა და მხოლოდ უცნაურ, ან ჩემი თაროდან წაღებულ წიგნებს კითხულობს, დავინტერესდი მისი შენაძენით.
ჯიბიდან პატარა წიგნი, სახელად Notebook –ამოაცურა, ყდაზე ლამაზი ვარდისფერი ყვავილებით და გამომიწოდა ”აი ესააო”
გამოვართვი და კარგად რომ დავაკვირდი რა ეწერა ყდაზე გამეცინა, ეს რა არის მეთქი და ეს შენო.
ეს აღმოჩნდა სასაცილო და ლამაზი ფრაზების კრებული რომელიც დების შესახებაა. ძალიან ვიხალისეთ ამ ყველაფრის ერთად კითხვით , შემდეგ კი ლუკას ვთხოვე თვითონაც ჩაეწერა შიგნით რაღაცეები და აი მაგალითიც:
წიგნის quote :
“Sisters are the best people to have with you when you’re shopping for clothes. Tehy tell you the truth”
ლუკამ გვერდით მიაწერა:
“Can not add anything else, ultimate truth :D “
ლუკას ყველა მინაწერი არსებულ ფრაზაზე ბევრად სასაცილო და სახლისო აღმოჩნდა, კითხვისას ძალიან ბევრი ვიცინე.
აი კიდევ -
წიგნის quote :
“Sisters know when to yell at you – and when to hug”
ლუკამ მიაწერა (დიიდი ასოებით):
“AGREE”
მოკლედ ეს წიგნი საუკეთესო გასართობი და ძალიან ძალიან ამაჩუყებელი რაღაც იყო, ყველა საჩუქარს შორის….
მე ♥ ჩემი (შტერი) ძმა!!!
16 Comments
rogori lovely dzma gkolia, ra magaria :)
ReplyDeleteaba me dzalian didi ori dzma mkavs.
bagshi, rom makitxavdnen, bavshvebs mamachemi egonat :D :D :D
Maka - : ))))) au didi zmebic taviseburi kaifia, me bizashvilebi myvanan mase : ) ♥ ♥ Tumca isinic sul 6-8 wlit ufrosebi arian :D
ReplyDeleteგული გამითბა რაღაც..
ReplyDeleteმეც მიყვარს ჩემი თავგასიებული ძმა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვკამათობთ.. :))
uprosi dzma 40 tslis mkavs, meore 37(sxvatashoris ert dges davibadet, ert saatshi da 12 welia sxvaoba:))))
ReplyDeletep.s. I still love them :D :D :D
Vasasi - chvenc magram mere ra :D
ReplyDeleteMaka : ) ^_^
რა საყვრლები ხართ! ლუკა ძალიან მაგარი სახელია.
ReplyDeleteვაიმე რა საყვარელი ძმა გყააავს
ReplyDeleteდა რამდენი წლისაა
ნეტა ცემს ძმას როდის მოემატება ტვინი = ((
Rodrigo - : ) Thx :D
ReplyDeleteSiyvarulovna - 20 faqtiurad :D
moemateba sad cava :D
xshirad mxvdeba xolme quchashi,magram ar vicnob shens zmas : -s
ReplyDeleteმე ერთს დავამატებ, ფრიად სიმპათიური!!! ხასიათი და სულიერი სამყარო როგორი აქვს, არ ვიცი, არ ვიცნობ :D
ReplyDeleteთორნიკე - გაეცანი : ) წინააღმდეგი არ იქნება ))))
ReplyDeleteკუდა - ხასიათი სასწაული : ))) :*
კარგი ძმა გყავს :) მართალია, მე რომ ვნახე, სულ პატარა იყო, მაგრამ ახლა ფოტოებიდან ვხედავ, რომ დიდია და სიმპატიური :)))
ReplyDeleteდა სულ ის მახსენდება, ფბ–ზე რომ ფოტოები დავინახე და დავიბენი, პრევიუზე ჩემი აწ უკვე ყოფილი ბფ მეგონა, მეთქი ბებესთან და მაოსთან ერთად და უნდაა :D:D:D
katiee - : )))))))))))))))))))
ReplyDelete:)
ReplyDeleteramdeni xania shentan ar shemovsulvarrrrrrrrrrrr :D
gamarjoba.
Gijmaj - salami : )
ReplyDeleteსულ ჭკვიანი სახე აქვს (ეს უბრალოდ სახე აქვს ასეთი თორე… :) )….
ReplyDelete:)))))))))))))))))
აბა ჩემი და კი არ მაჩუქებს რაიმე მსგავს... :შ
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!