მაშ ასე ფაქტიურად უკვე მივედი იმ ამბებამდე რომელსაც ჩემი სკოლის ცხოვრება და პერიოდი ქვია.
მანამდე პატარა შესავალს გავაკეთებ.
ესეიგი სადღაც 3 წლის ასაკიდან მყავდა მეგობარი, მასთან ერთად ვისვენებდი ხოლმე ზაფხულში (იქ აი ბებიასთან რომ ჩავდიოდი).
მასაც იმ დღეს ჰქონდა დაბადების დღე როდესაც მე, ჟღალი თმები და ბევრი ჭორფლები ეყარა სახეზე. ძალიან მიყვარდა (ახლაც მიყვარს მაგრამ ისე კეთილი/ტკბილი მოგონებასავით).
ჰოდა მე და ეს ჩემი მეგობარი (სოფო) ერთად შეგვიყვანეს ერთ სკოლაში და ერთ კლასშიც კი მოგვახვედრეს რომ არ მოგვეწყინა.
მე 5 წლის ვიყავი და რომ არა ბებიაჩემი, რომელიც იმავე სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა არაფრით მომცემდნენ სწავლის უფლებას.
სოფო 6 წლის იყო.
მაშ ასე პირველი სექტემბერი ხო ასე იწყებოდა მაშინ სწავლა , ახლა კიდევ კაცმა არ იცის. (ეს ბებრები რომ ჩიფჩიფებენ ხოლმე და მისტირიან ძველ დროს იმ სტილში დავწერე) სკოლის ეზოში არეულობა იყო, თუმცა ეს დიდად არ მანაღვლებდა. ბებიას შეკერილ ლამაზ მელნისფერ ქვედაბოლოსა და თეთრ პერანგში თავი ძალიან ლამაზი მეჩვენებოდა, თან მეგობარზე მქონდა ხელი ჩაკიდებული და თავს მშვიდად ვგრძნობდი.
კლასში რომ შეგვიყვანეს და მერხებზე გაგვანაწილეს მე და სოფო რატომღაც ყველაზე ბოლო მერხზე დაგვსვეს (და იქ მოგვიწია ჯდომა მე-5 კლასამდე) აქაოდა მაღლები ხართო, არადა კაკ მინიმუმ ჩვენს სიმაღლეები ჩვენზე წინ ისხდნენ, რა გვექნა შევეგუეთ ბედს.
ამ დროს კი მასწავლებელმა მშობლებს კლასიდან გასვლა სთხოვა და აი იქ ამბავი ატყდაა, ვერ აგიღწერთ. ჩემს წინ იჯდა ქერა ბიჭი რომელიც ძალიან ძალიან მოთქმით ტიროდა , არა უფრო ზმუოდა ”დედა არ წახვიდე უჩემოდ”ო. ჩემს მარცხნივ (ფანჯარასთან) ერთი გოგო იჯდა (ახლა სახელიც კი არ მახსოვს) ისიც ტიროდა, ოღონდ ჩუმად და თან საკუთარი პერანგის ღილს კბენდა და ებუზღუნებოდა. ასე თუ ისე , ტირილ ღნავილით მშობლებმა კლასი დატოვეს, ყველამ უკლებლივ გარდა ერთადერთი მშობლისა რომელიც ჩემს კლასელს მამუკას მე-5 კლასამდე მერხის გვერდით ეჯდა.
დიახ, დიახ წარმოიდგინეთ ჩვენ დავრბოდით დერეფანში, მერე ვბრუნდებოდით კლასში, ჩავდიოდით სასადილოში და ვსკდებოდით უგემური (იქვე მოხრშული) კამფეტებით,ჩვენ თვითონ ვცდილობდით საკლასო სამუშაოების და საკონტროლოების წერას, მამუკა კი დედამისთან ერთად მე მგონი კლასიდანაც კი არ გამოდიოდა.
დაწყებით კლასებში ძალიან მიყვარდა თამაში კითხვა-პასუხი, ეს თამაში ბურთით ხორციელდებოდა. დამრიგებელს ეჭირა ლამაზი ჭრელი ბურთი და სახელების მიხედვით თან გვიგდება და თან კითხვას სვავდა – ხან გამრავლების ტაბულიდან, ხან რამე წაკითხული ნაწარმოებიდან, მოკლედ ხან რომელი საგნის მასალიდან და ხან რომელის.
ამ პერიოდში უკვე საკმაოდ კარგად ვკითხულობდი იმიტომ, რომ კითხვა ადრევე ვისწავლე და დედა დამისვავდა ხოლმე ჩემს დორბლიან ძმას (რომელსაც დიდად არაფერი ესმოდა მაგრამ მაინც) რომლისთვისაც მაკითხებდა ზღაპრებს. მეც ვიჯექი და არათუ ჩემს ძმას ნახევარს მეც ვერ ვიგებდი რას ვკითხულობდი, მაგრამ ასე გავვარჯიშდი სწრაფ კითხვაში და ზოგადად კითხვაშიც.
კლასში მასწავლებელი ხშირად მაკითხებდა ხოლმე ხმამაღლა და ამით ძალიან ამაყი ვიყავი.
კიდევ დაწყებით კლასებში უმაგრესი ტრადიცია იყო, როდესაც ვინმეს დაბადების დღე ჰქონდა მშობლებს მოჰქონდათ ხოლმე ნაცმხვრები და სხვადასხვა გამრიელობები, გაკვეთილების შემდეგ კი უმაგრესი ნადიმი იმართებოდა. (ეს ერთ ერთი ყველაზე კარგი მოგონებაა დაწყებითი კლასების)
სკოლა მიყვარდა და დღემდე მიყვარს გახსენება, ერთხელ იცით რა გადამხდა თაავს? არა? კარგით მოგიყვებით:
მეორე კლასელი,ძალიან საყვარელი ვინმე ვიყავი, ხოდა დამიმთავრდა გაკვეთილები ჩვეულებისამებრ 2 საათზე შუადღით, სანამ ავლაგდი (ჩემი პენლები – რომლებიც ძალიან მიყვარდა, უამრავი წიგნები და რვეულები – რომლებსაც სულ დავათრევდი , ჩავალაგე და ჩავიცვი) გახდა თითწმის 3ის ნახევარი და გამოვედი სკოლის ჭიშკართან, მაგრამ დედა არ დამხვდა. ჩავთვალე რომ აგვიანდებოდა და ჩამოვჯექი იქვე რაღაც გამოწეულზე – ღობეებს რომ აქვთ ქვეშ ისეთზე.
მინდა გითხრათ რომ თურმე ასე ვმჯდარვარ იქ სულ რაღაც 3 საათი , იმიტომ რომ დედას დავავიწყდი სკოლაში და არ გამომიარა და რომ არა მამიდაჩემი , რომელიც სკოლასთან იმ დროს მოვიდა მამიდაშვილის რაღაც ამბების გასარკვევად თუ მოკლედ რაღაცისთვის, აუცილებლად მეორე დილამდე ვიჯდებოდი იქ. აი ასე დამტოვა მშობელმა დედამ სკოლასთან.
მერე უკვე მესამე კლასში ვიყავი როდესაც მამამ მთელი ოჯახი მოსკოვში წაგვიყვანა მძიმე ზამთრების და გამო (გეხსომებათ საქართველოში არ იყო შუქი, წყალი, გაზი და მოკლედ არანაირი შესაძლებლობა იმისა რომ გეარსება)სადაც მთელი 9 თვე ( თუ სწორად მახსოვს პერიოდი) ვცხოვრობდით.
ძალიან მაგარი პერიოდი იყო.
გაფრენის წინ ძალიან ძალიან ბევრი ხალხი გვაცილებდა, უამრავი ადამიანი იყო მოსული, ეხლაც რომ ვუყურებ აეროპორტში გადაღებულ ფოტოებს ასე მგონია სამუდამოდ მივდიოდით იქ საცხოვრებლად.
საქართველოს პირველი დატოვება რაღაც სულ სხვა შეგრძნება იყო…
ჯერ პირველი შემთხვევა იყო როდესაც მე მოვხვდი თვითმფრინავში, ვერ აგიღწერთ შეგრძნებას თვითმფრინავმა რომ აფრენა დაიწყო. გული ფეხებისკენ წამივიდა და 4ივე კიდურით ილუმინატორზე ვიყავი აკრული რომ არაფერი გამომრჩენოდა. შემდეგ პირველი საჰერო სადილი , რომელიც უგემური რაღაცეებისგან შედგებოდა, მაგრამ ძალიან ძალიან სერიოზული სიახლე იყო.
მოსკოვში ბიძაჩემთან ერთად ვცხოვრობდით, ძალიან საყვარელი პატარა ბინა იყო სადაც მამა და ბიძა შეხვედრებს ატარებდნენ და საერთოდაც ყოველთვის ბევრი ხალხი ირეოდა, ამიტომ ამ დროს მე და ჩემი ძმა ოთახში უნდა ვმსხდარიყავით და მხოლოდ ფიზიოლოგიური და ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გამოგვეყო ცხვირი იქიდან. სიმართლე თუ გინდათ არ ვიწყენდით, მე და ჩემს ძმას ყველა ვისაც არ ეზარებოდა გვანებივრებდნენ კინდერის კვერცხებით (იმიტომ რომ იაფი ღრდა, თუ იმიტომ რომ ყველაზე კარგი საჩუქარი იყო არ ვიცი, მაგრამ ეგრე ხდებოდა სულ) ამიტომ ყოველთვის გქვონდა აურაცხელი შოკოლადი და მერე კიდევ შიგნით მოთავსებული სათამაშოები იმისათვის რომ გულიანად გავრთობილიყავით ოთახში მარტოები.
კიდევ თავს მულტფილმებითა (ფავორიტი იყო Biker Mice from Mars) და ერთი სერიალით ვირთობდით რომელსაც ”გრომ ვ რაიუ” ერქვა და სიმართლე თუ გინდათ დიდი შტერობა იყო, მაგრამ ძალიან მოგვწონდა. შესუნთქულები ველოდებოდით ყოველ დღე 4 საათს, რომ ფილმის ახალი სერიისათვის გვეყურებინა.
_________________________________________________
დღეისთვის სულ ეს იყო შემდეგ ნაწილში თქვენ წაიკითხავთ თუ როგორ დროს ვატარებით რუსეთის ცივ ზამთარში და რატომ მიყვარს მოსკოვი.
3 Comments
like:)
ReplyDeletemara aeroportis potoze dzaaan vixalise :P
ჰაჰ...
ReplyDeleteმეც გამახსენდა სკოლის პერიოდი..
უფრო სწორად, კი მაქვს დაწერილი პოსტი, მაგრამ დაწყებითებზე არა...
იქნებ კიდეც დაწერო, თუ გამეორებასავით არ გამომივა.. :)
მუღამზე მოვედი შენი რომ წავიკითხე და ველი შემდეგ ნაწილს.. :)
ვაიმეეეეეეეე...
ReplyDeleteსოფოოოო...
და ჩვენი კლასიიიიი <3<3<3<3<3<3<3<3<3
როგორ მენატრება რა :||||||||
ახლა ყველა facebook-ში მყავს მგონი, მაგრამ თითქოს რაღც მაკლია :((
გუშინ ნოდარი, ვასკა და ლოსაბერიძე დავამატე.
არა რა, უნდა დავასკანერო რა სურათები მეც რა.. :((
აეროპორტის სურათი მართლა ძალიან მაგარი იყო. :D
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!