თბილისი თითქოს ჩვეულებრივი ქალაქია და ყველა იმაზე ვწუწუნებთ რომ არაფერი ხდება და არც მოხდება, მაგრამ დავით იმედაშვილს (”ოცნების ქალაქის”ავტორი და რეჟისორი) და ირაკლი სოლომონაშვილის (”ოცნების ქალაქის” სცენარის ავტორი ) შთაგონების წყარო მაინც გახდა ეს რუხი და მოსაწყენი ადგილი.
14 აპრილის საღამოს 9 საათზე ფილმი ”ოცნების ქალაქის” პრემიერა იყო.
8 ბლოგერი სპეციალურად გამოყოფილი მოსაწვევებით ვესტუმრეთ კინოთეატრ ამირანს.
პრემიერა პრემიერად (გვინდა ჰოლივუდური იყოს ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერ გავცდით ჯერ თბილისურს) თუმცა კარგად ორგანიზებული ფურშეტი, ლამაზი შესასვლელი ხალიჩით და შესასვლელი მოფენილი ვარდის ფოთლებით - ყველაფერი ჟრუანტელს იწვევდა.
ვის აღარ ნახავდით ფოიეში - მსახიობები, მომღერლები, კომპოზიტორები, ბლოგერები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და უბრალოდ ნაცნობ – მეგობრები…
ყველა საუბრობდა, განიხილავდაფილმს, მოლოდინებს უზიარებდა ერთმანეთს.
ჯამში სიტუაცია ფილმის დაწყებამდე მეგობრული და რაღაცნაირად უშუალო იყო, მიუხედავად ბუმბულებისა რომელიც ყველას თან გვქონდა და ვაქანავებდით მედიდურად.
ცნობილი სახეები გულითადად თანხმდებოდნენ ნებისმიერს ფოტო აპარატის წინ პოზიორობაზე, რაც ძალიან მისასალმებელია.
დაახლოებით ერთი საათი ლოდინის შემდეგ საზოგადოებამ იწყო დიდ ნაკადებად დარბაზისკენ მოძრაობა, ბლოგერებიც არ ჩამოვრჩით და მწკრივში იდაყვის კვრით შევჩოჩდით დარბაზში.
ძალიან ცუდი იყო ის რომ ადგილები რატომღაც პირველ რიგში გვერგო მოსაწვევების მიხედვით , ხოდა ცოტა კისერ მოღერცილები და თვალები ატრიალებულები გამოვედით, თუმცა რა ვქნათ ჯერ სათანადოდ ვერ გვააფასებენ :) თუმცა არა, ვინტრიგანობ ეხლა კაცო.
ჰოდა მოდით გადავიდეთ ფილმზე, ჩემს აზრებს პუნქტებად დავყოფ რომ ძალიან აბდაუბდა არ გამოვიდეს, მაშ ასე:
- სცენარი
სცენარის ავტორთან ჩახუტება მინდოდა ფილმის პირველივე კადრებიდან და დიალოგებიდან. ამ ადამიანს გენიალურად ჰქონდა ჩასმული და დამუღამებული თბილისური მარაზმები. არც იუმორი აკლდა და არც სერიოზულობა ყველაფერს.
- რეჟისურა
ვერაფერს იტყვი, მართლაც კარგად იყო ყველაფერი გაკეთებული, ხარისხიანად და არაფერი არ იყო გამაღიზიანებელი , ფილმში სარეკლამო ხრიკებიც კი.
- მუსიკალური გაფორმება
შეიძლება ჯგუფ მგზავრებს არ მოვუსმინო ისე ჩემთვის, მაგრამ უდავოდ გენიალურად ჯდებოდა მათი როგორც როლი ფილმში, ისე სიმღერები. სიმღერის ტექსტები , მელოდია და უბრალოდ განწყობა ძალიან კარგად იყო შეხამებული ერთმანეთთან.
- მსახიობები
ეს ცოტა მტკივნეული თემაა და მოდით ვთქვათ სიმართლე, ქართველ მსახიობებს აქვთ უნარი გენიალურად ითამაშონ თეატრის სცენაზე , მაგრამ როდესაც მუშაობა კამერასთან უხდებათ ძალიან მოიკოჭლებენ. ადგილ ადგილ მიჩნდებოდა შეგრძნება, რომ ისინი იმ მომენტში ხედავდნენ რა კამერას , ეგვერე ზამბარებივით იძაბებოდნენ რაც ძალიან ცუდად ხვდება თვალში, მაგრამ ამ გამოუცდელობის ფონზეც კი ფილმი კარგი საყურებელია.
საბოლოო ჯამში ”ლიაფსუსების” მიუხედავად ფილმზე უზომოდ ბევრი ვიცინე, ძალიან მოვდუნდი. ფილმი არაა დატვირთული ზედმეტად დრამატული მომენტებით, რაც მას მსუბუქს და ძალიან სასიამოვნოს ხდის. მსახიობები ძალიან უხდებიან როლებს ჩემი აზრით (ნანკაც კი რომელიც ძალიან ყალბია ჩემთვის და ძალიან არ მიყვარს)
სექსუალური სცენები – ეს როგორ გამომრჩა . ძალიან კარგადაა გაკეთებული სექსუალური სცენებიც, გამიკვირდა კიდეც, რომ ქართულ ფილმს ვუყურებდი და არა რაღაც ჰოლივუდურ მელოდრამას.
საბოლოო ჯამში შემიძლია გითხრათ ეს ფილმი ძალიან გავს ამერიკულ ფილმებს რომელიც ამერიკაზეა ხოლმე, იქაური ხუმრობებით და კაიფებით. მერწმუნეთ ზუსტად ამ ჟანრში გადაღებულ ჰოლივუდურ ფილმებს არ ჩამოუვარდება მამენტ.
ჩემი შეფასება? დადებითი 8/10 – ძალიან კარგი, ერთჯერადი ფილმია ,რომელიც ძალიან კარგ განწყობას გიტოვებს ფილმის შემდეგ კიდევ დიდი ხანი!
ოფიციალური ვებ გვერდი - http://ocnebisqalaqi.ge/
პ.ს ჩემი რჩევაა თუ ჯერ არ გინახავთ თრეილერი არ ნახოთ! უფრო კარგი შეგრძნებებით დაიწყებთ ფილმის ყურებას!
აქვე რამოდენიმე ფოტო BackStage-იდან (ავტორი თამთა ჭოჭუა)
_________________________________________________________
ფილმის შემდეგ 8 ბლოგერი მშვიდად დავსხედით ერთ ჩუმ და მშვიდ ადგილას, სადაც ენები დავიქექეთ ფილმზე და სხვა საჭირბოროტო თემებზე საუბრით.
სულ მალე თქვენ ნახავთ მეზობელ ბლოგზებზე დაწერილ მიმოხილვებსაც! არ გამოტოვოთ ისინიც, რაც მე გამომრჩა მათთან წაიკითხავთ!!
პრემიერაზე მყოფი ბლოგერები არიან :
4 Comments
მშვენიერია,მეც ვაპირებ ნახვას და შენმა პოსტმა წინასწარი წარმოდგენა შემიქმნა:)))
ReplyDeleteეს ბოლო რა კოშმარი ფოტოა :O :vis:
ReplyDeleteისე, კაირგი პოსტია.
სექსუალური სცენები, ხო, ვითომ გამოგრჩა...
Agasfer ra vqna ar pozirebdnen blogerebi satanadod da racgamovida egaa :D
ReplyDeleteda ho gamomrcha :D
ნამდვილად კარგად ვიხალისე! ძალიან მომეწონა! :)
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!