აღიარება – ნაწილი I

წარმოდგენა არ მაქვს როგორ იწერება წიგნები, ან როგორ იწყებენ წიგნის წერას ავტორები, მაგრამ ვეცდები მეც დავიწყო. (ნუ წიგნი ცოტა ამბიციური ნათქვამია , მაგრამ დაე ერქვას ასე ამ წამოწყებას)
რამენაირად ხომ უნდა მოვაბა ამ ამბავს თავი.
გემახსოვრებათ მინდოდა მემუარების დაწერა, არა იმიტომ კი არა რომ რაღაც მნიშვნელოვანი მაქვს სათქმელი, არა უბრალოდ იმიტომ, რომ მენანება იმ ყველაფრის დავიწყება რაც ამ 22წლის განმავლობაში თავს გადამხდა.
Picture 003
მენანება ამდენი სასაცილო ამბავი და სიტუაცია დავიწყებისთვის, რადგან დროთა განმავლობაში ხომ ასაკთან ერთად ცუდი მეხსიერებაც მომაკითხვას და ვეღარაფერს გავიხსენებ, ან თუ გავიხსენებ ყველაზე საინტერესო დეტალები მაინც გამომრჩება, ამიტომ აქედანვე დავიჭერ თადარიგს და დავიწყებ წერას.
მაშ ასე ძირითადად წიგნებში ამბის მოყოლას ბავშვობის მხიარული პერიოდიდან იწყებენ, მოდით მე სულ სულ თავიდან – დაბადებიდან დავიწყებ.
ასე ამბობენ იმდენად ჯიუტი ვყოფილვარ თავიდანვე, რომ 9 თვის მაგივრად ცოტა უფრო მეტი ვიყავი დედის მუცელში.
10 –12 დღე გადამიცილებია დაბადებისთვის და რომ არა ექიმებს სასწაული სურვილი და დედაჩემის მონდომება ვიჯდებოდი იქ სადღაც, სიბნელეში კიდევ დიდი ხანი.
მაშ ასე 1987 წლის 13 ნოემბერს დავიბადე მე, დავიბადე, მაგრამ მანამდე დედას ჩემს გამო ბევრი მწარე წამლების გაკეთებამ და პალატაში დიდი ხანი სიარულმა მოუწია.
me pacua
დაბადების მომენტიც ძალიან სასაცილო ყოფილა, იმხელა თავი მქონდა გავეჩხირე, ძლივს გამომაძვრეს – რის გამოც თავზე გემატომა გამჩენია.
აი ასე თავიდანვე ჯიუტი და აუტანელი ვყოფილვარ, თუმცა ეს გვიან გავიგე და გვიან მივხვდი სად იმალებოდა ძაღლის თავი.
ყველაზე ადრეული მოგონება ჩემი ძმის დაბადებაა (მაშინ 2.5 წლის ვიყავი).
ძალიან კარგად მახსოვს მაღალი (5 სართული ასე მეჩვენებოდა ) სამშობიარო , წითელი აგურის შენობა დიდი ფანჯრებით, დედა მესამე სართულზე, მწვანე ხალათში, ხელს როგორ გვიქნევდა ქვემოთ მომლოდინე საზოგადოებას, ბებიები და ბაბუა, მამაც მახსოვს მის მეგობრებთან ერთად პატარა ბიჭის დაბადებას რომ აღნიშნავდა.
ეს ყველაფერი დანამდვილებით მე მახსოვს, იმიტომ რომ სანამ ამას გავიხსენებდი , მანამდე ეს ყველაფერი არავის ჰქონდა მოყოლილი ასეთ დეტალებში.
შემდეგ უკვე მახსოვს ჩემი თავი ბაღში, სადაც ვიღაც ბავშვს სახე ჩამოფხორჭნე (ვერ ვიტანდი თავიდანვე უსამართლობას და ვერ ვეგუებოდი) ხოდა მაგით დასრულდა ჩემი მოღვაწეობა ბაღში.
ასე დაახლოებით 5 წლამდე (სანამ სკოლას მიმაბარებდნენ) ძალიან ხშირად ბიძაშვილებთან ვრჩებოდი – ძალიან მიყვარდა იქ ყოფნა.
сканирование0001
ბებია, ბიძა, ბიცოლა , ორი გადარეული ბიძაშვლი და ბევრი ცხოველები , მწერები და სხვა ცოცხალი არსებები, საუკეთესო გარემო იყო სადაც შეიძლებოდა თავი კარგად მეგრძნო.
ჩემი ბიძაშვილები ჩემზე 6 და 4 წლით უფროსები იყვნენ მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლიდათ ჩემთან ურთიერთობა ჰქონოდათ , თანაც კარგი. ყოველთვის მათთან ერთად დამაბოდიალებდნენ, სადაც ამის შანსი იყო, მათი მეგობრები რომ მოდიოდნენ მეც იქვე ვიყავი სადმე ახლოს, ძირითადად ჩემი საქმით გართული, მაგრამ მაინც დიდი ყურადღებით ვუსმენდი მათ საუბრებს.
დაახლოებით 4-5 წლის ვიქნებოდი მე და ჩემი უფროსი ბიძაშვილი მის 2 მეგობართან ერთად საძინებელ ოთახში რაგბს რომ ვთამაშობდით.
მთელი ჩემი დანიშნულება იყო ბურთს გადავფარებოდი, შემდეგ ჩემი ბიძაშვილი მიმაჩოჩებდა ”ლელოს” ხაზთან , მე ბურთს ორივე ხელით გამოვაძრობდი, სადღაც ჩემს ქვეშიდან და ასე ვიმარჯვებდით. თავიდანვე ფრიად ფერხორციანი ბავშვი გახლდით და ისე ვახერხებდი რომ რაგბის ბურთს თუ გადავეფარებოდი , ჩემს ქვემოდან მისი გამოცლა ფაქტიურად სასწაულის ტოლფასი იყო და ამიტომ საუკეთესო ”კამანდა ვიყავით”.
ბიძაშვილები, მამისმხრიდან ბებია და ჩემი მშობლები + ჩემი ძმა
მე და ჩემი უფროსი ბიძაშვილი (ისე რა უცნაურიც იყო ისეთივე დარჩა და დღემდე თამაშობს რაგბს) ვახერხებდით გემო გაგვესინჯა სხვადასხვა უცნაური არსებებისთვის, მაგალითად ერთხელ გადაწყვიტა რომ თევზების საჭმელი ჭიაყელების გემო უნდა გაგვეგო, დიდი ხანი არ გვიფიქრია, შევედით აბაზანაში (სადაც ისინი დიდ ჯამში ბინადრობდნენ) და პინცეტით აღებული პატარ-პატარა ულუფა ჭიაყელები დავაგემოვნეთ.
სიმართლე რომ ვთქვათ გემო არც ერთს არ მოგვეწონა და მეორედ აღარ გვიცდია მათი ჭამა.
ლევანთან (უფროს ბიძაშვილს ასე ჰქვია) ერთად ვაკვირდებოდი ჩოქელების გამრაველებასა და ცხოვრების წესს, პირანიების კვებისა და განვითარების ეტაპებს (ამ პირანიებმა ბოლოს ერთმანეთი დააგემოვნეს და ბოლოს ნახევრადშეჭმული ერთი ცალი პირანიაღა დაცურავდა აკვარიუმში) , ვასეირნებდით სულელ დობერმან ”შვარცს”, ვეფერებოდით ვეფერებოდით სამეფო პითონ ”გრიშას”(ულამაზესი არსება იყო , რომელიც მერე რაღაც პერიოდი ჩემს სახლშიც ცხოვრობდა და პანიკას სთესდა ბებიაჩემში, მამის დედა იგულისხმება აქ) და რავიც მოკლედ მოწყენილი ვიყავითქო ვერ ვიტყვი. დედის დედა ბიძაშვილები და ჩემი ძმა
მაშინ როდესაც მბეზრდებოდა ცხოველთა სამყარო, შემეძლო გადმომელაგებინა ბიძაჩემის და ბიძაშვილების კოლექციები (რა წესიერად ვეპყრობოდი უნდა გენახათ, არც ერთი ექსპონატი არ გამიფუჭებია არადა პატარა ვიყავი 4 წლის) და მეთვალიერებინა ისინი გულის წასვლამდე.
რას აღარ ნახავდით მათ დიდი საკოლექციო უჯრაში – ასანთის კოლოფები, სიგარეტის კოლოფები, მარკები, გულსამაგრები, სხვადასხვა მანქანების და საფრენი აპარატების მოდელები, საღეჭი რეზინის ”ნაკლეიკები”, მოკლედ მოწყენის დრო არ მქონდა.
აი ასე ვატარებდი ხოლმე დროს ბიძაშვილებთან, თუმცა ამას კიდევ ემატებოდა ჩემი ცხოვრების სიყვარული, უგენიალურესი მულტფილმის ყურება (ვიდეო მაშინ ყველგან არ იყო და ბიძაჩემს სახლში ჰქონდა ეს how-disney-princess-works-15 გენიალური მოწყობილობა) ეს მულტფილმი გახლავთ დისნეის ”მძინარე მზეთუნახავი”. რა თქმა უნდა ეს მულტფილმი კასეტაზე ინგლისურ ენაზე იყო, მაგრამ მაგას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ვიჯექი და ვუყურებდი, დასრულდებოდა თუ არა გადახვევის ღილაკს ვტიკავდი, თავიდან ვახვევდი და ისევ ვუყურებდი და ასე შემეძლო დაუსრულებად.
ეს მულტფილმი დღემდე ასე სასწაულად მიყვარს და წარმოდგენა არ მაქვს რატომ…ზღაპრების არ მჯერა (მგონი არც მაშინ მჯეროდა, აბა რა გადამაფიქრებინებდა)
ბიძაშვლებთან ცხოვრებისას მე და ბებია (დედის დედა) ბევრ სხვადასხვა კულინარულ შედევრებს ვქმნიდით, ჩვენი ყველაზე დიდი წარუმატებლობა გახლდათ მწვანე კექსი.
531530651_e50087ca88წარუმატებლობა იმიტომ კი არა რომ უგემური იყო, არა უბრალოდ იმიტომ რომ არც ერთმა ოჯახის წევრმა არ ისურვა იმის გასინჯვა რაც ჩვეული ფორმის და მწვანე ფერის იყო :) ამიტომ მე და ბებიამ იხტიბარი არ გავიტეხეთ და მარტოებმა შევსასნსლეთ უზარმაზარი კექსი. მართალია მუცლის გვრემა არ აგვცდა სამაგიეროდ დღემდე ახსოვს ყველას ეს გენიალური კექსი, რომელიც ბაყაყისფერი იყო, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა.

____________________________________________________
ამ მომენტისათვის აქ შევჩერდები და მოვიფიქრებ როგორ სტილში განვაგრძო წერა :) ისედაც ბევრი ვწერე და ეს მხოლოდ ჩემი 4 წლის განმავლობაში მომხდარი სასაცილო მომენტებია, რომელიც მაინც ძალიან არასრულია და კიდევ ორი ამდენი მოსაყოლი დამრჩა.
ვნახოთ მვიფიქრებ როგორი სახით მოვახდენ ხოლმე ამ ისტორიების მოწოდებას. თქვენ კი მანამდე ამაზე იხალისეთ :)

Post a Comment

15 Comments

  1. არ შეცვლილხარ :)))
    მწვანე კექსი მომინდა, გავსინჯავდი დაუფიქრებლად. აი, ჭიაყელებზე რა გითხრა :-S

    ReplyDelete
  2. Kuda - ho isev iseti var : ) ))

    mwvane keqsis momzadebas raga unda kaco :D

    chiayelebi ar iyo gemrieli torem gulcrfelad vityodi :D arada moldinio gvqonda zalian iseti ragac agmatebuli :D

    ReplyDelete
  3. განაგრძე ვ ტომჟე სწილე ჩემი აზრით.

    სავსებით გემრიელად იკითხება.

    აფტარ პიში ისჩო

    ReplyDelete
  4. Не знаю в тему или нет :) Но фотографии мне понравились. Like.

    ReplyDelete
  5. Anonymous8:25 PM

    ჰა ჰა. მაგარია. მარა დავიჯერო დღიურის წერა არ გიცდია?

    ReplyDelete
  6. kargad vixalise ukve meramdened ar vici mara kai iyo:D :D :D

    ReplyDelete
  7. Cyb - ook zamiotana :D

    Lyu - thx : )

    rodrigo - ki ki rogor ara sadgac 7-8 klasamde vcerdi :) magram ziritadad iset abdaubdas cota xnis cinad rom vipovne naxevaric ver gavige :D

    Bako - shen gagrzeleba unda naxo :D exla vicyeb :D

    ReplyDelete
  8. gamyrela2:08 AM

    კაია მაგრამ ცოტაა :D მუდამ შენი.... მელოტი :)

    ReplyDelete
  9. გაამყრეეეეელ - მევასებიიიიი <3 <3 <3
    კიდევ იქნება ჯერ სად ხარ : ))

    ReplyDelete
  10. მეც 13 ნოემბერს დავიბადე. :)))

    ReplyDelete
  11. Lel_13 ketili iyos sheni kliki chemtan :D
    da zalian kargi me yvela 13 noembers dabadebulimiyvars <3

    ReplyDelete
  12. ჰაჰააა )) ახლა უკვე ვიცი, რა გვაქვს მე და შენ საერთო (გაბარიტების გარდა )))) )
    ეს არის...

    "მძინარე მზეთუნახავი"

    ტა-დააა!!

    ბავშვობის ყველაზე-ყველაზე-ყველაზე საყვარელი მულტფილმი იყო ))

    ReplyDelete
  13. ახლა უკვე ვიცი, რა გვაქვს მე და შენ საერთო (გაბარიტების გარდა )))) ) - sunqtav shemekra ise vicine :D lol (Y)

    ბავშვობის ყველაზე-ყველაზე-ყველაზე საყვარელი მულტფილმი იყო )) - me exlac ukideganod miyvars zalian magaria zalian zalian

    ReplyDelete
  14. აი, ხომვამბობდი, რომ სასიამოვნოდ დარტყმული ადამიანოვნება ხარ :)))
    დამევასა მაგრააად

    ReplyDelete
  15. Zurriuss
    lol :D jer sada xar es mxolod dasacyisia :D

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!