ვინაიდან და რადგანაც ჩემს გარშემო (ძირითად ნაწილში) ერთი და იგივე ადამიანები მოძრაობენ (ან მოძრაობდნენ რაღაც პერიოდი) მე მათ მოკლე მიმოხილვას და აღწერას გავაკეთებ, ხომ უნდა იცოდეთ მათი ხასიათი და მახასიათებლები , რათა უფრო საინტერესო იყოს კითხვა.
მაშ ასე დავიწყოთ:
მე – ნუ მე… ჩემზე რა გითხრათ , ბლოგის აქტიურმა მკითხველმა ისედაც იმდენი რამე იცის ჩემზე რომ მე თვითონ გაოგნებული ვარ.
ვერ ვიტან შეუვალ და უაზრო ადამიანებს, მაღიზიანებს ყველანაირი დისკრიმინაცია და თავისუფლებას ვეტრფიალები (ოჰ რა სსიტყვაა)
ჩემი ძმა – ლუი
ყველაზე მშვიდი და უტყვი ადამიანი თუ კი ვინმე შემხვედრია. რაც უყვარს – უყვარს, რაც არა შეიძლება საერთოდ იმ რაღაცის სახელიც კი დაივიწყოს. მთავარია არ გაცოფდეს, თორემ მერე მეორედ მოსვლა რეალურად განვითარების შესაძლებლობას იძენს.
ყოველ კვირას აქვს ახალი თავგადასავლები და ისტორიები გოგოებზე, ყოველთვის იცის რა არ უნდა , თუმცა რა უნდა მაგაში ჯერ ვერ გარკვეულა. მოკლედ ფრიად სიმპატიური ახალგაზრდა მამაკაცია რომელსაც მშვიდად ყოფნა არაფრით არ შეუძია და ცუდი სიმთვრალე აქვს :)
ჩემი და – ბუსა
ნუ აი რა გითხრათ, ის მხოლოდ 10 თვისაა. ამუღამებს მისი პირიდან ამოსულ ახალ - ახალ ხმებსა და ჟღერადობებს . მოწყენის საშუალებას არ გვაძლევს , თუმცა რა მე მასთან ძალიან იშვიათი კონტაქტი მაქვს, მაგრამ სახლში მისი სიცილ - კისკისი კარგად ატანს კედლებშიც.
არ უჩივის დორბლების ნაკლებობას და თუ ღმერთი გაუწყრება ვინმეს და ტელევიზორში რეკლამის
(დიახ დიახ ზუსტადაც რეკლამების) ყურებაში ხელს შეუშლის თავზე კონტროლს კარგავს და საშიში ხდება სმენისათვის :)
ბებია (მამის დედა) – ოო ბებია დიდი ოხერი ვინმეა. ძალიან უყვარს მისი აგარაკი ქვათახევში. ვერ იტანს როცა რამე ისე არაა როგორც მას უნდა. აქვს ძალიან დიდი კოლექცია სასიყვარულო რომანების და ახლა მგონი სერიალების დაზეპირება დაიწყო (ეს ბოლო წლებია რაც ყველაფერი წაიკითხა)
ვერ იტანს ზაფხულს და მკბენარა მწერებს, ასე ამბობს 100 კაცი რომ იყოს და ერთადერთი კოღო - მაინც მე მიკბენს 10ჯერო. უგემრიელეს რამეებს აკეთებს და ძალიან გაწვალებულია დიაბეტით.
მამა – ოო, მამა არის მამა, რომელიც მამაა. მოკლედ ექიმი რომელიც ახლა მთლად მისი პროფესიული განხრით აღარ მუშაობს, უფრო სწორად სისხლებთან აღარ აქვს შეხება .
მამა რომლის ჯინაზეც ჩავაბარე იმ უნივერსიტეტში რომელშიც სულ არ ვგეგმავდი სწავლას. ყოფილი ავტომრბოლელი, რომელიც დღემდე ვერ გადაეჩვია სასწაული სტილით მანქანის მართვას.გულშემატკივრობს მილანს, ჰყავს მესამე ცოლი და მგონი ბედნიერია რავიცი….
მოკლედ მამა და მარჩენალიო რომ იტყვიან :)
დედა – ნუ მინდა გითხრათ , რომ მე რომ ესეთი ვარ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მას ამაში. დედა რომელსაც სკოლაში დავავიწყდი, დედა რომელთან ერთადაც პირველად წავედი ლაშქრობაში და დედა რომელიც ღიად გამესაუბრა სექსზე მაშინ როდესაც ზუსტად ამის დრო იყო. დედა რომელიც დედაზე მეტია :)
ახლა ცოტა უფრო შეორეული ახლობლები/ნათესავები რომლებსაც ასევე სერიოზული როლი აქვთ ჩემს ცხოვრებაში:
ბიძა (დედის ძმა) – ყველაზე გენიალური ადამიანი გენიალურებს შორის. ამ ადამიანისგან იმდენი რამე გავიგე და ვისწავლე, რომ არც კი ვიცი საიდან დავიწყო ჩამოთვლა.
მან ყოველთვის იცის რა შეიძლება გჭირდებოდეს, რა გიყვარს ან არ გიყვარს.
მისგან ვისწავლე როგორ დაუდო ადამიანს ფეხი ისე რომ ვერ შენიშნოს, როგორ ავაწყო მანქანის მოდელები, მოვუარო ძაღლს. მას დავყავდი და ახლაც ერთად დავდივართ ხოლმე რაგბზე.
მისი წაქეზებით დავიწყე სხვადასხვა რამეების კოლექციონირება.
ადამიანი მუსიკა და მელომანია, კოლექცია და ცხოველთა სამყარო, სითბო და თანაგრძნობა… ნუ მოკლედ ძალიან მიყვარს , უკიდეგანოდ.
ბიცოლა – ოოო ასევე გენიალური ადამიანი. კახელი რა თქმა უნდა!
ძალიან თბილი და მოსიყვარულე, მე მისი მესამე შვილი ვარ. ძალიან მიყვარს მისი მომზადებული ჩაი.
მგონი მიკორბიოლოგია თუმცა არ ვარ დარწმუნებული ამაში, თუმცა მაგას არ აქვს მგონი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩემთვის, ჩემთვის ისედაც ძვირფასია.
ძალიან უყვარს დეკორატიული კვერცხების შეგროვება და ულამაზესი კოლექციაც აქვს.
ბიძაშვილი უფროსი (ლევანი) – ყოველთვის უცნაური იყო და ესეთივე დარჩა დღემდე. თამაშობს რაგბს, თავის გუნდიც ჰყავს მეგობრებთან ერთად შექმნილი. ძალიან ლამაზად დარბის და უყვარს ცხოველები (როგორც ამ ოჯახის ყველა წევრს).
სიტყვაძუნწია ერთობ და სადაც თავს დებს იქვე ეძინება, სულ გამოუძინებელი და დაღლილი დადის.
ბიძაშვილი უმცროსი (ბექა) – ოო ეს ძალიან ცეტი ახალგაზრდა გახლავთ. ერთ ადგილზე დიდი ხანი ვერ ჩერდება.
ბავშვობაში მთელი ძალით ვხეთქე თავში ბეისბოლის ბიტა და დღემდე იმ შერყევას მახსენებს ხოლმე.
მეძახდა ზუმპას და ძალიან სასაცილო ვინმეა მოკლედ.
ამ ბოლო წლებში სულ საზღვარ გარეთ დაბოდიალობს და ძალიან საქმიანი ვიღაც გახდა .
უყვარს ლამაზად ჩაცმა და მოპეწენიკო ვინმეა.
მამიდა – ოო მამიდა , ნუ მამიდაზე რა გითხრათ აბა…
ძალიან ჯიუტი ქალია, ისეთი ჯიუტი რომ ბებიაც კი გაოგნებული რჩება ხოლმე ნამდვილად ჩემი შვილი ხომ არისო :)
უყვარს ფერადი ტანსაცმელი და თავისი პატარა მანქანა, რომელსაც ძალიან სასაცილოდ და ძალიან დაძაბული ატარებს.
კიდევ თავისი პიანინო უყვარს და მასზე დაკვრა.
სახლში გულისშემაწუხებელი წესრიგი აქვს და ვერ იტანს რამე ისე რომ არაა როგორც მას უნდა.
ბიძა (მამიდის ქმარი) – ძალიან მშვიდი და კეთილი კაცია.
თბილად იცის შეხვედრა , სასიამოვნო და ძალიან საქმიანი ადამიანია. მისი სიმშვიდე მანამდე ძლებს ხოლმე სანამ მამიდაჩემი მასთან რამე თემის გარჩევას დაიწყებს , მერე კი რომ აბობოქრდება მიმიქარავს ღელვა ზღვაში.
უყვარს ხაკისფერი და კრემისფერი ტანსაცმელი და ძირითადად ამ ფერებშია მისი გარდერობი გაწყობილი. ა ჰო კიდევ ხშირად დადის საზღვარგარეთ და იქიდან ტექნიკის ახალ ახალი მიღწევებით დახუნძლული ბრუნდება ხოლმე :)
მამიდაშვილი უფროსი (სოფიო) – ოოო სასწაული ვინმეა სასწაული.
დღემდე არ ვიცი რა პროფესიისა, თუმცა ბოლოს ფსიქოლოგიურზე სწავლობდა და
მერე GAU-ში ჩააბარა.
ერთობ მერყევი ხასიათის ახალგაზრდა მანდილოსანია. ძალიან უყვარს ”ზაგარი”,
აუზი , ზღვა და მისთანები.
მისი ნახვა და მოძებნა ძალიან ადვილია ქალაქის ყველაზე მოდურ და ფეშენებელურ დაწესებულებებში.
მამიდაშვილი უმცროსი (იკა) – ერთობ სასცილო იყოდა არის კიდევაც. ბავშვობაში სულ თავით ეცემოდა, ხელის გაშვერის რეფლექსი სად ჰქონდა არ ვიცი (არადა არ ჰქონდა დიდი თავი, მარა რავიც სიმძიმის ცენტრი მაინც თავისას შვება ) 7 თვის დაიბადა და ძალიან მოცუცქნული ყოფილა, მამიდაჩემი ძლივს აჭმევდა.
თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან ჭკვიანი ვინმეა, ამ ბოლო დროს ჩაიციკლა კომპიუტერულ თამაშებზე. დაამთავრა ი-ეს-ემი და მოკლედ მე ვამაყობ რომ ის ჩემი მამიდაშვილია :)
ნათლიაჩემის შვილი (სანდრო) – სულ სულ პატარაობიდან ერთად ვართ, ერთად გვაბოდიალებდნენ მშობლები და მოკლედ ძალიან სასაცილო ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს. ძალიან მიყვარს , მაგრამ ძალიან უცნაური კაცია. ვერასოდეს გაიგებ რას გეუბნება ან რას გულისხმობს. ძალიან უყვარს კალათბურთი და ინტელექტუალური თამაშები, ის უკვე რა?სად?როდის?-შია. მისნაირი არაადექვატური მე არაფერი მინახავს.
ჩემს მეგობრებზე უკვე იმდენი მაქვს დაწერილი რომ აღარც ვიცი რა დავამატო ამიტომ დავლინკავ მხოლოდ : )
ამათ გარდა შემომემატა კიდევ როი მეგობარი
დოდი – ეს ლეგენდარული dodka.ge ს ავტორი და სალი - სალი რომელიც აი ძალიან რაღაცნაირია, როდსტევნნაია სწერვოზნაია დუშა :) გავიცანი თუ არა ეგ მაშინვე მივხვდი, მაგრამ მათზე მერე უკვე კონკრეტულ ისტორიებში მოგიყვებით.
___________________________________
აქვე უნდა აგიღწეროთ ბებიაჩემი (დედის დედა) რომელიც მართალია აწ უკვე გარდაცვლილია, მაგრამ მასზე იმდენი კარგი მოგონება მაქვს, რომ მეტი არ შეიძლება. ძალიან მაგარი ქალი იყო, ნახევრად ესტონელი და ქართული ბიძაჩემთან ერთად ისწავლა სკოლის მასალით.
ძალიან სასაცილოდ ლაპარაკობდა და ბევრი სიტყვა ისე ჰქონდა გადაკეთებული ვერც გაიგებდი რას გულისხმობდა.ძალიან გემრიელ რამეებს აცხობდა ხოლმე და მასთან ერთად არაერთი კულინარული ექსპერიმენტი მაქვს გაკეთებული (გეხსომებათ წინა ჩანაწერებიდან მწვანე კექსი). უმაგრესი ადამიანი იყო და ძალიან მაგარი ბებია.
და კიდევ ბაბუა (მამის მამა) – ადამიანი რომელიც დღემდე არ ვიცი როგორი იყო. უბრალოდ ერთს გეტყვით ის იყო ფილოსოფოსი და ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში. მეტი არც მე ვიცი მასზე რამე.
სამწუხაროდ მეორე ბაბუა არ მახსოვს , ის გარდაიცვალა მაშინ როდესაც მე 40 დღისაც კი არ ვიყავი.
აი ასეთები არიან ჩემს გარშემო ადამიანები რომლებიც მქმნიან და მქნიდნენ მე , რომელბიც ეხლაც ახდენენ გავლენას ჩემზე და ჩემს ცხოვრებაზე.
15 Comments
ძალიან კარგი პოსტია :)
ReplyDeleteყოჩაღ.
ისე დედინაცვალზე ველოდი 1-2 სიტყვას. რავიცი.
კარგი პოსტია ^^
ReplyDeleteროდსტევნნაია სწერვოზნაია დუშა - ზუსტად რა
ReplyDelete: D
თბილი პოსტია
kate - dedinacvalma jer unda moindomos rom is chemi cxovrebis nacild iqces :D
ReplyDeleteClown -thx
OTO - ^_^ :* yvelaze genialur detalebs imchnev xolme ra
ჰაჰ :D :D :D
ReplyDeleteხო, მამენტ მართალი ხარ.
ძალიან კარგი პოსტია, ყოჩაღ.
საყვარელი პოსტი იყო ძალიან..
ReplyDeleteმე და მამაშენს საერთო გვქონია: "მილანი".. :gigi:
:D
OTO reebs amugamebs ^^ <3 zekaci xar xD
ReplyDeleteძაან საინტერესო იყო. ძმა გულისგახეთქვამდე სიმპათიურია. პრინციპში მამაც :D
ReplyDeleteბიძა განსაკუთრებით მომეწონა, ფოტოც ისეთია, თბილი და ოჯახური.
მოკლედ რა კარგად შეიძლება თურმე ადამიანების დახასიათება.
nan - ^_^ thx
ReplyDeleteSal hooo
mm martla kai posti iko ^^ ( ai ai tan damacemina exla, davamtkice :D)
ReplyDeletemokled miyvars aseti postebi, titkos adamians ar icnob piradad da ai ukve ramdeni ici masze :)
i like u <3
ReplyDeleteau dedashenisnairi deda minda :(
ReplyDeletededamis ar uyvars utrako xalxi... anonimit rom tseren.... heheheheeee!
ReplyDeleteDEDAMISI.
:)
ReplyDeleteyaaay! მეც აქ ვარ მეც აქ ვარ <3 <3 <3
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!