-შენი საქმეა, მაგრამ იცოდე რომ მე შენი წესებით აღარ ვთამაშობ – მიაძახა უკვე სამზარეულოს კარში მდგომ მეგობარს და მოცელილი დაასკდა ტახტს, რომელიც სამზარეულოში ძალიან უადგილოდ ეჩვენებოდა ამ მომენტამდე.
-თუ არც თამაშობ, შენმა ხასიათებმა ტვინი წაიღო. საერთოდ ამდენი ხანი როგორ გავძელით წარმოდგენა არ მაქვს. რა გინდა შენ თითონაც არ იცი -მოისმა მოგუდული პასუხი საძინებლიდან, მოგუდული და თითქოს უკვე ატირებული….
არადა რა აქვთ გასაყოფი მეგობრები არიან, 2 წელია ერთ ჭერ ქვეშ უწევთ ყოფნა, ერთი საქმისთვის არიან იქ სადაც არიან . ამდენი აქვთ საერთო, თუ უფრო სწორია ჰქონდათ - უკანასკნელ მომენტამდე.
მომენტამდე როდესაც მესამე გამოჩნდა, აი სამკუთხედიც შეიკრა, ბედკრული, განხეთქილების სამკუთხედი.
-იცი რა , შენ თუ არ გინდა ასე როგორც გინდა ისე მოიქეცი – ისმის ისევ მოგუდული ხმა საძინებლიდან, შემდეგ სლუკუნი და რაღაც გაურკვეველი ბგერები.
სამზარეულოდან საპასუხო რეპლიკები არ გაჟღერებულა, მხოლოდ მძიმე სუნთქვა არღვევდა სიმყუდროვეს.
ასე ისხდნენ ორივენი ჩუმად, ასე ცხოვრობდნენ ორივენი ჩუმად, არა მაინც ლაპარაკობდნენ მაგრამ საქმეზე, მხოლოდ ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად….
ისევ იკრიბებოდნენ მეგობრები, ისევ დადიოდნენ კლუბებში და ყველაფერი თითქოს ისევ ისე გრძელდებოდა უბრალოდ ჩუმად, უკომენტაროდ და უხმაუროდ.
შემდეგ ახალი კამპანია ერთ მხარეს, ახალი მეგობარი მეორე მხარეს…
ეს ორივე სიახლე თითქოს არააა დიდად თავსებადი ამიტომ ქვესკნელი მეგობრებს შორის იზრდება და ღმრავდება…
***********************
მაშ ასე უკვე მე-3 თვე იწურება, არაფერი შეცვლილა გარდა იმისა რომ ამდენი ხნის მეგობრებს თითქმის საერთო აღარაფერი შერჩათ საცხოვრებლის გარდა,საცხოვრებლის რომელში თითქოს არავინ ცხოვრობს, ორი სხეული სულივით ჩუმად და უტყვად დაძრწის….
ერთმანეთის აღარაფერი აინტერესებთ, ერთი სული აქვთ როდის მორჩება ეს ყველაფერი და აღარ მოუწევთ არაფრის გაყოფა, ასე ჩუმადაც კი….
არადა რომ დაფიქრდეთ შესაძლებელია ესეთ დროს მეგობრობა კვდებოდეს? თითქოს არა ხო?
არადა ფაქტია, ხდება ასეთი რამეები და ეს ძალიან, ძალიან მტკივნეული და მძიმეა…
როგორი აუცილებელია ასეთ დროს ახლობელი ადამიანი და ის კი შენთვის აღარა ახლობელი, მისი არაფერი გინდა…
******************************
მეგობრობა მტრობაში არ გადაზრდილა, მაგრამ ასეთი სახე კი მიიღო.
- იცი რა სახლში არაფერი არ გვაქვს და იქნებ რამე გვეყიდა- ისე მორიდებული და ცოტა აგდებული ტონით ისმის სამზარეულოს ერთი მხრიდან.
- რავიცი რაც გინდა ის იყიდე , მე არაფერი მჭირდება – ასეთივე აგდებულია მეორე მხრის დამოკიდებულებაც….
აქ ისევ კვდება ყველანაირი იმედი და სიტუაციის გამოსწორების შანსები.
********************************
…ასე გრძელდებოდა მანამდე სანამ კარებზე არ გაისმა ზარი.
ღამეა, დაახლოებით 4-5 საათი.
ფართხაფურთხით ჩაცმული და გაოგნებული იმით, რომ იმ მეორემ გასაღებით კარი თვითონ არ გააღო გამორბის შემოსასვლელში, ასკინკილით მოხტის და ცდილობს ჩუსტი ჩამოიცვას ფეხზე, ჰმ მაინც და მაინც ახლა არ ემორჩილება არც ფეხი, არც ჩუსტი .
აღებს კარს, იქ ვიღაც ფორმიანი, უჟმური ტიპი დგას და უცხო ენაზე რაღაცას უხსნის.
ცდილობს ამ უცხო კაცს გააგებინოს რომ არ ესმის ეს ენა, ძლივს გააწყვეტინა ლაპარაკი და გააგებინა რომ იქნებ მისთვის გასაგებად აეხსნათ რა ხდებოდა…
***********************************
ძალიან რთულია დაიჯერო რომ შენი მეგობარი, მერე რა თუ შეიძლება ყოფილი ან მაგისაკენ მიმავალი – მკვდარია.
უცხო მამაკაცი პოლიციის წარმმადგენელი აღმოჩნდა , რომელმაც შოკისმომგვრელი ცნობა მოუტანა, ამბავი რომელიც ისეთი გამაოგნებელი იყო რომ გულიც კი წასვლია.
მისმა მეგობარმა, თუ მეგობრადყოფილმა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, ყველაზე დიდი სისულელე ჩაიდინა….
ის აზრი რომ შეიძლება ამაში დამნაშავე თვითონაც ყოფილიყო - ბოლოს უღებდა….
რატომ აირჩია ასეთი ხერხი , რატომ იმ ხიდიდან რომელიც ასე არ უყვარდა და რატომ მაინც და მაინც ხიდიდან?
ახლა რა უნდა ქნას?
როგორ უთხრას ვინმეს რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი…
ნუთუ მართლა არის მისი ბრალი ამ ყველაფერში…
ნუთუ შეუწყო ხელი მკვლელობას, თვითმკველობას?
*********************************
ალბათ მეგობრობა ასე არ უნდა სრულდებოდეს , ალბათ მეგობრობა საერთოდ არ უნდა სრულდებოდეს თუ ის საერთოდ არსებობს….
ალბათ არსეობს რაღაც რაც მეგობრულ კავშირებს აბავს და როგორც აბავს ისე წყვეტს, ისევე ერთი ხელის მოსმით უღებს ბოლოს და მაინც ასეთი დასასრული არ უნდა ჰქონდეს მხიარულ ისტორიას….
…წყალმა წაიღო ის ისტორია რომელიც შეიძლებოდა ვიღაცას გამოსდგომოდა და რაიმე ესწავლა…
5 Comments
ძალიან რთულია დაიჯერო რომ შენი მეგობარი, მერე რა თუ შეიძლება ყოფილი ან მაგისაკენ მიმავალი – მკვდარია.
ReplyDelete^ ai zustia. da aramxolod.
…წყალმა წაიღო ის ისტორია რომელიც შეიძლებოდა ვიღაცას გამოსდგომოდა და რაიმე ესწავლა…
:)))
:(( ....
ReplyDeleteშენი სხვა ნაწერები უფრო მომეწონა
ReplyDeletegijmaj kargia eseigi sxvadasxva stilshi unda vcero :D rom yvelas sxvadasxva rame moeconos :D
ReplyDeletemekide chemitavi vipovne, ogond jer cyals bolmde arcerti cavugivart ;/ lol
ReplyDeleterom avakitxo momklavs neta? :)
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!