აკვიატება და გარდაცვლილი წარსული

უაზრო აკვიატებები ვიცი, აკვიატებები რომელიც იმდენ ხანს მიმყვება სანამ ან გულს არ მოვიოხებ, ან გული არ ამიცრუვდება.

5624ასეთი ჩემი აკვიატებები ძირითადად ადამიანები არიან ხოლმე.

შემიძლია ავიკვიატო ადამიანი და გულდასმით დავაკვირდე, დავეხმარო , მოვუსმინო, მქონდეს ურთიერთობა რომელიც თითქოს არაფრის მომცემია….

ასეთი აკვიატებები არაფრით არ მტოვებს… ქრება ერთი, ჩნდება მეორე,შეიძლება ამ დროს მესამეც…

ადამიანებზე დამოკიდებულიც კი ვხდები ხოლმე….

როდესაც ამეკვიატება ადამიანი თავს ვეღარ ვანებებ… მშვიდად შემიძლია ვიჯდე და ველოდო მონოტონურ ერთფეროვნებაში როდის მექნება შანსი მივიღო ან მოვახდინო, შევიგრძნო ან დავინახო რაიმე განსაკუთრებული და აღმაფრთოვანებელი…

მაგრამ… არსებობს უკიდეგანოდ დიდი მაგრამ…

საკმარისია სულ მცირე უსიამოვნო განცდა, მიუღებელი საქციელი…

…არა, ერთი სიტყვაც კი და შემიძლია ამ ადამიანზე გული ისე ავიცრუვო რომ Sinchronicity__by_loganartმისკენ გახედვაც აღარასოდეს მომინდეს…

ძირითადად ასეთი აკვიატებები წარსულიდან მომყვება და სადღაც აწმყოში კვდება ხოლმე…

დღეს კიდევ ერთი ასეთი აკვიატება საბოლოოდ დასამარდა…

დასამარდა ერთხელ და სამუდამოდ, მე ის ამოვწურე …

მენანება , უფრო სწორად გული მწყდება , საინტერესო იყო, თუმცა აკვიატების ობიექტი არც ისე ღირსეული აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა…

დაე დარჩეს მხოლოდ კეთილ მოგონებად…ამდენი წლის შემდეგ…

196234LqSP_w

Post a Comment

10 Comments

  1. ეს აკვიატება დაციკვლები ტიპიურ მორიელურია მგონი :ს

    ReplyDelete
  2. Anonymous3:04 PM

    არამხოლოდ მორიელური:)

    ReplyDelete
  3. es akviateba mgoni just adamianuri momentia :D
    Taka
    Poochka - :) ;) :D

    ReplyDelete
  4. Anonymous3:29 PM

    ჰო, just ადამიანურია... იმიტომ რომ მეც მჭირს და ბევრ ახლობელსაც... მაგრამ ჩემსავით მწარედ, არ მეგონა კიდევ ვინმესაც თუ სჭირდა...

    ReplyDelete
  5. Anonymous9:42 PM

    მე არ მაქ აკვიატებები მგონი... არ მახსენდება.

    ReplyDelete
  6. au mec maqvs xolme sastiki akviatebebi :D

    ReplyDelete
  7. Anonymous2:54 AM

    ალბათ მესმის რასაც ამბობ.. ჩემთან ეს უფრო წრეზე სიარულს გავს..

    ReplyDelete
  8. Anonymous2:55 AM

    მორიელი რომ ვარ მაგას დავაბრალო ? :D

    ReplyDelete
  9. Qeti ravic aba ras unda daabralo ager shefasebebi sheni komentaris zemot aris da :D

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!