ეხლა საიდან დავიწყო არც ვიცი…
ნუ მოკლედ, გუშინ როკ კლუბში (ლინკი #1 , ლინკი #2 ) შედგა ქართული ფილმის ჩვენება.
შოთა კალანდაძის ტრილოგია (ეროტიკა) –
ძალიან რთულია აღვწერო რა შინაარსი
ჰქონდა ამ ფილმს, რაზე იყო ან საერთოდ იყო თუ არა რამეზე.
ფილმში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები :
- ლიკა ქავჟარაძე
- ნანკა კალატოზიშვილი
- კახი კავსაძე
- ნინო ჩხეიძე
- რეზო ესაძე
- ნინო ბურდული
- მარინა კახიანი და სხვები.
ახალი კინოერა - შოთა კალანდაძის ტრილოგია. პირველი ეროტიკული ფილმი.ან კიდევ ამბები.გე –ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერია (სტატიის სრული ვერსია ნახეთ – აქ ):
ფილმი, რომელიც არ აჩვენა არც ერთმა კინოთეატრმა.
მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები და საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი სახეები.
ეს არის ფილმი, რომელმაც ხმაურიანი რეზონანსი გამოიწვია ისე, რომ არავის უნახავს.
შოთა კალანდაძემ ამ ფილმის კინოფესტივალ "პრომეთეზე" წარდგენაც სცადა, მაგრამ ამაოდ.იცით რაშია საქმე, არ შეიძლება გქონდეს ამბიცია მაშინ, როდესაც ქმნი რაღაცას, ოღონდ ამ რაღაცას არც სახელი აქვს , არც დანიშნულება, არც მხატვრულობა და არც ტექნიკურადაა გამართული.
ფილმში არის ძალით ეროტიული/სექსუალური სცენები (უფრო სწორია ზასაობა მხოლოდ და შიგადაშიგ ძუძუც ჩანს) რომლებიც ისე ცუდად არის შესრულებული რომ ყველანაირ სექსის და ეროტიულობის სურვილს შეგრძნებას და განცდას იმავე წამს მოგიკლავთ.
ფილმს საუნდტრეკებად ადევს კლასიკური ნაწარმოებები, რომლებიც არაფრით , არც ერთ მომენტში არ შეესაბამება ფილმს (ნუ ფილმი რთული სათქმელია, არ შეესაბამება კადრებს რომელიც რომელიც ამ დროს მიდის)
ეჭვი მაქვს (და არა მარტო მე , ბევრ მაყურებელს გაუჩნდა ეგ განცდა გუშინ) ავტორს აქვს რიგი პრობლემებისა , რომელიც ამ ფილმში თან ჩააქსოვა, თან უნიჭოდ ჩააქსოვა, თან ვერ შეასრულა - ნუ მოკლედ…
ფილმში იყო ბევრი ძალით ეროტიული კადრები და ბევრი ფალოსები, მართლაც ბევრი ფალოსები….
ფილმს მთელი 1.2 საათის განმავლობაში გასდევს ტიტრები, ტიტრები -ხო თითქოს რა მერე , მაგრამ აი მათი თარგმანი ინგლისურ ენაზე ისეთი საოცრება იყო რომ სიცილს ვერ ვიკავებდით, თავიდან გვეგონა რომ ეს შეცდომები უბრალოდ ხუმრობა იყო (იმდენად ბევრი იყო, ავტორის გვარიც კი შეცდომით ეწერა) თუმცა შემდეგ უკვე ფილმის გარჩევაზე მივხვდით – ძალიან შევცდით…
ფილმი გახლდათ სამ ნაწილიანი, პირველი ნაწილი ჰა და ჰა , კარგად გავლიეთ . აი მეორე ნაწილის შუიდან დაბრაზი უკვე ხან ბუზებს ითვლიდა , ხან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავდა და მოკლედ ყველაფერს აკეთებდა ყურების გარდა … ძალიან დამღლელად გაწელილი კადრები, შეუსაბამო მუსიკალური გაფორმება – ეს ყველაფერი ძალიან უარყოფითად მოქმედებდა ყველაზე.
ამ ფილმში მომეწონა კადრები, ფოტო კადრები, რომლებიც სლაიდივით მიმოდიოდნენ , რაღაც სარეკლამო ტიხრებივით იყო შუალედებში და მათით ნამდვილად აღვფრთოვანდი, ეტყობოდა რომ ერთადერთი ვინც უვარგოდათ - ფოტოგრაფი იყო.
ოპერატორი რომელიც ფილმს იღებდა (ერთი იყო თუ რამოდენიმე არ აქვს მნიშვნელობა) ძალიან შტერი იყო ალბათ, ზოგიერთ მომენტებში ისეთი კუთხიდან იღებდა რომ მსახიობების სხეულები ჯუჯებისად მოგეჩვენებვოდათ, მომენტებში მსახიობის უკან დაკიდებულ სარკეში თვით ოპერატორის ფიზიონომია შეგეჩეხებოდათ.. ნუ მოკლედ საოცრება იყო ეს ყველაფერი.
აქვე უნდა ვთქვა რომ სტილი , ფილმის იდეა ნამდვილად კარგი იყო და თუ ვიღაცამ შეძლო ამ იდეით მართლა ხარისხიანი და შინაარიანი რამის გაკეთება - უდავოდ კარგი გამოვა, მაგრამ ამ შემთვევაში იდეა მუხანათურად მოკული იქნა ცუდი შესრულებით, უხარისხობითა და ცუდი მსახიობური ნიჭით.
ფილმის დასასრულს მოეწყო პატარა განხილვასავით, პირველი სიტყვა რა თქმა უნდა კლუბის წარმომადგენელმა წარმოთქვა, რომელიც სიმართლე რომ ვთქვათ ზრდილობის გამო ძალიან ლმობიერად მოეპყრა იმ უნიჭობას რაც ვნახეთ, შემდეგი თამამი მაყურებელი დოდკა გახლდათ.
დოდი გავიდა და ძალიან ღიად თქვა ის რაც ყველამ ვიფიქრეთ- მან საუბარი დაწყო ფრაზით: ”მესმის თუ რატომ არ გაუშვესეს ფილმი არც ერთ კინოთეატრშიო”, კიდევ თქვა ის რომ ფილმი არ ვარგოდა , რომ უპასუხისმგებლოდ იყო შესრულებული ყველაფერი და რომ ტიტრები სულ მინიმუმ წესიერად უნდა ეთარგმნათ, იმიტომ რომ უბრალოდ სასაცილო იყო, ძალიან სასაცილო.
ამ დროს წამოუხტა - როგორც შემდეგ აღმოჩნდა ამ ტიტრების მთარგმნელი გოგო და აღშფოთებით განაცხადა რომ ორი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული ამერიკაში ხოდა როგორ თუ არასწორად იყო ტიტრები და რომ თუ სადმე შეცდომა იყო, ეგ იმ ”კომპიუტერშიკის” ბრალი იყო ვინც ტიტრები აკრიფა… მოკლედ დოდკას შეფასებაზე მთელი იქ წარმოდგენილი ავტორები აიწეწნენ და პირდაპირ მუქარასა თუ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ.
ნუ თავი ვერაფრით შევიკავე და დოდკასთან მივიჭერი, მიკროფონი ავიღე , მეც ჩემი შეფასება მოვახსენე (ის რაც ზემოთ წაიკითხეთ) ამ დროს კი ავტორმა თითი დამიქნია და ძალიან სერიოზული სახით დამემუქრა:
”სანამ რამეს იტყვი დაფიქრდი და იცოდე ფრთხილად იყავიო.”აი ეს კი უკვე იმდენად სასაცილო იყო რომ გულიც კი ამიჩუყდა, რა საცოდაობაა გქონდეს ამბიცია მოწმენდილ ცაზე, უსაფუძვლო და არგუმენტს მოკლებული.
კრიტიკის საპასუხოდ ავტორმა თქვა ფრაზა – ” ქართველები ერთმანეთს რომ ვჭამთ/გვშურს ეს არის ამის მაგალითიო” (თუ რაღაც ამდაგვარი)
ან კიდევ რა არგუმენტია ის რომ ბიუჯეტი არ გქონდა და ვერ გააკეთე კარგად , მაშინ საერთოდ რატომ აკეთებ?
ნუ საბოლოო ჯამში დასკვნის სახით მინდა გითხრათ რომ ავტორი ძალიან ძალიან შეუვალი და ამბიციური, უზრდელი ადამიანია.
ფილმი კი არაფრად არ ვარგა , თუ იმ კადრებს არ ჩავთვლით რომელიც ფოტოგაფმა გადაიღო და ფილმში სლაიდშოუს სახითაა ჩასმული.
0/10 დან ასეთია ჩემი და გუშინ კლუბში მყოფი მაყურებლის აბსოლუტური უმრავლესობის შეფასება.
16 Comments
van gogh s rom sheadara tavi da almadovars is dagavicyda ;/
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteSal ui ho :D mara kai eyofa isec :D
ReplyDeleteმუქარის დროს მაგათი სახეები დამანახა რა :D
ReplyDeleteეს ხალხი ვერ ხვდება, რომ უბიუჯეტოდ და უტრაკოდ (ყველანაირი გაგებით) ეროტიკას არ უნდა შეეჭიდოს :D
ReplyDeleteიმედია, კავსაძის ფალოსი არ ჩანდა :|
soph - kavsadzis ara : )))
ReplyDeleteClown kashmari iyo sacodavoba
SoF, es erotikac ki ar iyo :S
ReplyDeletearada rogor gvegona,, xD
აუ,როგორ მაინტერესებდა. ზუსტად ვიცოდი, არანაირი ღირებულება არ ექნებოდა, თორემ ყველა კინოთეატრი ერთად როგორ დაბლოკავდა?
ReplyDeleteლოლ, გაბრაზებულ რეჟისორზე ვიხალისე :)))
ეეჰ არადა ნანუკას შოუში რა ამბიციური იყო! ნუ ალმოდოვააარია რაა. რა გვეშველება. კურტანიძი წუწუ ჩანდა?:D
ReplyDeleterodrigo :) ara magram traki chanda ^_^ da sxeuli v obshem da uh ... <3
ReplyDeleteKuda - nu tavxedi da uzrdeli iyo meti araferi : ) tipi aris carieli :D
:DDD ertxel unda vuyuro da vigadao:DD
ReplyDeleteაუ მეც მაქვს ადრე ზუსტად იგივე შედარებით პოსტი დაწერილი :) :)
ReplyDeleteგაასწორა.
ფეხბურთი=კინოს :)))
http://www.dgiuri.com/2009/11/blog-post.html
შესანიშნავი ფილმია.
ReplyDeleteსავარაუდოდ ნომერ 1 კანდიდატი იქნება უცხოური ფილმისთცის ოსკარის კატეგორიაში.
ნანკა კალატოზიშვილის თამაში, როგორც ყოველთვის, ყველა კინომატოგრაფიულ სტანდარტზე მაღლა დგას.
როგორც ჟურნალ ნიუ სინემას მიმომხილველმა მაიქ ეიფლინგმა დაწერა: ნანკა ახალი გრეთა გარბოაო...
This comment has been removed by a blog administrator.
ReplyDeleteდასტოვეთ–ო? :))) ვინ დაწერა ეს "დასტოვეთ"–ო :)))
ReplyDeleteანონიმუს- ბატონო??
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!