სიკვდილის სუნი დილის 10 საათზე

ტვინი წაიღო აგერ უკვე 15 წუთია….
ზუზუნებს რაღაცას თავისთვის, ხან ერთ კუთხეს მიასკდება ოთახში , ხან მეორეს.
ერთ ადგილას ვერ ისვენებს, დამაწყვიტა ნერვები….
არადა დილაა, 10 საათი.

როგორ შეიძლება ასეთ დროს ადამიანის ესე შეწუხება?

ერთხელ მოვიშორე თავიდან, მეორედ მოვიშორე თავიდან, მაგრამ გაგიგონიათ -  ყურადღებასაც არ მაქცევს და ისევ გულისგამაწვრილებლად აგრძელებს….
დამაწყდა ნერვები, მოქმედების დროა…
თაროდან ვიღებ ყველაზე მძიმე და სქელყდიან წიგნს, კარგად ვიჭერ ხელში და ვეპარები ჩუმად, მთავარია ვერ მიხვდეს და ვერ გაიგოს…
…აგერ მოპირდაპირე კუთხეში კედელსაა მიყრდნობილი. დროის დაკარგვა არ შეიძლება მოქმედების დროა…
ხელს მკვეთრად ვიქნევ წიგნიანად, მიზანში ვარტყავ….
კედელი სისხლით და სხვა შიგნეულობით მოითხვარა…
ოთახში სიკვიდილის სუნი დატრიალდა…
რას ვიზავთ ასე იცის უდროო დროს გამოჩენამ და ვიღაცის შეწუხებამ.
….კიდევ კარგი დიდი ბუზი არ იყო და კედელზე სულ ოდნავ ამჩნევია საბედისწერო კვალი!
Fly_by_miki3d

Post a Comment

6 Comments

  1. Tjorven the Ripper : D

    ReplyDelete
  2. ლოლ :D სადისტკა :D

    ReplyDelete
  3. Anonymous9:26 PM

    xoda mere sheyvarebultan rom dagagviandeba magis brali ar iqneba :DDDDDD

    ReplyDelete
  4. რა ბოთე ვარ! თავიდან უცებ მეგონა, რომ საათს გაასხმევინე ტვინი :)))
    ყოჩაღ, მეც ეგრე მოვქცეულვარ ხოლმე-ხოლმე.
    ესეც ჩვენი გაზაფხული და მზიანი ამინდები... მარა მკიდია! დაე მზე იყოს და ავიტან ბუზების კოჰორტასაც! :))

    ReplyDelete
  5. ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეე.....
    არც კი მჯერა, რომ შენ ბუზი მოკალი...
    შენნაირი "ბუზმოყვარული" ადამიანი მე არ მეგულება.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!