გუშინ წავიკითხე თამარ ჯიშკარიანის ”ცხელი ზაფხულის 40 დღე” ავარია ნაწილი II, ჯერ ერთი იმდენი ცრემლი ვღვარე გავავსებდი ალბათ ერთ ტბას.
ისტორია მთაში დაღუპულ ქართველ ალპინისტებზეა, რეალური ამბავი რეალური პერსონაჟებით. ძალიან მაგარი წიგნია ორივე ნაწილი, მაგრამ ეს პოსტი მაგაზე არაა….
მაინტერესებს როგორია ბედნიერი სიკვდილი?
აი მაგალითად როდესაც ადამიანი იქ მოკვდება სადაც ყოფნა უყვარს, ან იმ საქმის კეთებისას როელიც მისი ცხოვრების მიზანი და შინაარსია არის თუ არა ასეთი სიკვდილი ბედნიერი?
ალპინისტი რომელიც დაიღუპა მთაში, იქ სადაც მას ყველაზე მეტად უყვარდა ცხოვრება არის თუ არა სიკვიდლისათვის საუკეთესო ვარიანტი?
დასანანი არაა თუ ასეთი ექსტრემალი ქუჩაში აგურის დაცემით გარდაიცვლება? ან ფეხი აუცდება საფეთქელს დაარტყავს და იქვე მოკვდება?
არის თუ არა ყველა ექსტრემალის სიკვდილი გამართლებული თუ ის საყვარელ საქმეს შეეწირება?
რომელი უფრო ადექვატურია – ალპინისიტი დაღუპული მთაში, პარაშუტისტი რომელსაც არ გაუმართლა და პარაშუტი დაზიანებული აღმოუჩნდა მაგრამ თავისუფალი ვარდნა მაინც განახორციელა? მყვინთავი რომელსაც რაღაც წყალქვეშა ბინადარი მოკლავს? ავტომრბოლელი რომელიც შეჯიბრზე ავარიისას დაიღუპება?
თუ
ჩვეულებრივი ადამიანის ჩვეულებრივი სიკვიდილი, ჩვეულებრივ გარემოებებში , ძალიან ბუნებრივად რაიმე სნეულების გამო, ადამიანის რომელიც უბრალოდ დადიოდა სამსახურში, უყურებდა ტელევიზორს, ზოგჯერ კაფეში ხვდებოდა მეგობრებს, შიგადაშიგ წიგნსაც კითხულობდა მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა უყვარდა თუ არა ეს ყველაფერი ცხოვრებაში და რეალურად იყო თუ არა ეს მისი ცხოვრება?
როგორ ჯობია მოკვდე?
მესმის ხო როდესაც კვდები რაღა მნიშვნელობა აქვს მაგრამ როდესაც საყვარელ საქმიანობას ეწირები მაინც სხვა შეგრძნება სხვა კაიფი და სიკვდილიც სხვა უნდა იყოს ალბათ….
10 Comments
ამ პოსტის სათაური რომ დავინახე, ვიფიქრე, სიკვდილი როგორ უნდა ინატრო-მეთქი... მაგრამ გამოვტყდები, რომ სულ ვნატრობ ისე მოვკვდე, რომ მერე ჩემი დასაფლავებები და "ზალაში" დასვენებები არ იყოს :| ან თვითმფრინავში ავფეთქდე, ან უცებ ჩაიძიროს გემი და მე გემბანზე ვიდგე... :D მოკლედ, მხიარული სიკვდილი მინდა, ისე რომ ჩიტად ან თევზად ვიქცე, if you know what I mean.
ReplyDeleteსიკვდილზე ფიქრი მზაღს :|
ReplyDeleteროცა ცხოვრებაში მიზანს მიაღწევ და უკვე ყველაფერი გბეზრდება...
კარგიც და ცუდიც აი მაშინაა კარგი სიკვდილი.. ასე დაახლოვებით 80-85 წლის ასაკში ^_^
sophie - haha super egec zalian genialuria! nu daaxlovebit igive variantia rac me maqvs postshi :)
ReplyDeleteClown nope mashinac ki genaneba sicocxle
This comment has been removed by a blog administrator.
ReplyDeleteai, zalian bednieri rom xar, mashin unda mokvde ucabedad
ReplyDeleteსაერთოდ ვცდილობ ხოლმე სიკვდილზე არ ვიფიქრო...
ReplyDeleteშიში მიპყრობს ხოლმე და იმიტომ.
ზოგჯერ მგონია, რომ არასოდეს მოვკვდები.. რა სისულელეა არა?!
არვიცი, მართლა არვიცი.
ყველაფერს მაინც სიკვდილი ჰქვია და...
რა აზრი აქვს.
ჩორვენ
ReplyDeleteმთაში სიკვდილი ლამაზად ჩანს, მაგრამ საზარელია. ზიხარ მარტოდმარტო ყინულებში, საკვებისა და წყლის გარეშე. ყინვა ძვალ-რბილში ატანს. ხმის გამცემი არავინაა. ფიქრობ დატოვებულ ოჯახზე და გარშემო არსებულ სასტიკ სილამაზეზე. სიკვდილი ნელა და მტანჯველად გეპარება. გაყინული ხელებით დღიურში უკანასკნელი სიტყვების გამოყვანას ცდილობ, მაგრამ კალამი არ გემორჩილება. გინდა, რომ თუკი ოდესმე... ერთი თვის, ან თუნდაც 10 წლის შემდეგ შენს გაყინულ გვამს ვინმე მიაგნებს... შენს საყვარელ ადამიანებს უკანასკნელი ფიქრები წაუღოს.... ექსპედიციაში წასვლამდე იცი, რომ შეიძლება ასე მოხდეს, მაგრამ მაინც მიდიხარ....... ისიც იცი, რომ შეიძლება სამუდამოდ ყინულებში დარჩე... გმირული სიკვდილია... ალბათ... საუთარ თავთან და ბუნებასთან ჭიდილში..... რაზე შეიძლება ფიქრობდეს კლდეს მოწყვეტილი ალპინისტი? რას შეიძლება გრძნობდეს? მისი უკანასკნელი სიტყვები რა იქნება?...
ივანე ჯავახიშვილი ლექციის დროს გარდაცვლილა. იდგა კათედრაზე და უცებ წაიქცა! შეიძლება ეს იყოს ბედნიერი სიკვდილი? და საერთოდ, შეიძლება იყოს სიკვდილი ბედნიერი? :))))
ადამიანი სიცოცხლით გაუმაძღარია... უფროდაუფრო მეტი უნდა... ზოგჯერ არის მომენტი, როცა მზად ხარ ნეტარების წამი სამუდამოდ გააჩერო, მაგრამ იცი რის გამო გადაფიქრებ? - რომ წინ უფრო დიდი ნეტარება გელოდება :)))
და კიდევ ის, რომ არ არსეობს სიკვდილი, არის აგრდაცვალება, ანუ გარდასვლა სხვა სამყაროში... როდის არის მზად ადამიანი ამისათვის, ძნელი სათქმელია.. თითქმის შეუძლებელი... მე ვიტყოდი, რომ გარდაცვალება მაშინაა ბედნიერება... როცა ამქვეყნიური მისია შესრულებული გაქვს...
ისეთი კითხვა დასვი, რასაც ერთმნიშვნელოვანი და იდეალური პასუხი არ აქვს.. :)
Gijmaj
ReplyDeleteშეიძლება მართალც ხარ მაგრამ მე მაინც მენანება ყველა ისეთი გარდაცვალება როგორც შენ ამბობ რომელიც არასასრუველ გარემოშჳ და ძალიან სასაცილო შემთხვევით ხდება. სასაცილლო ცუდი გაგებით კი არა უბრალოდ სასაცილოა რომ ალპინისტი ისევ ეს მაგალითი რომ ავიღოთ, გარდაიცვალოს საწოლში წოლისას მაშინ როდესაც მთელი ცხოვრება შეალია სხვადასხვა სიმაღლეებზე ასვლოას ადრენალისნი გამოყოფას და უკიდეგანო ექსტრემს : )
ოდესმე თუ შეგიგრძვნია რა არის სიკვდილი არა ის აბსტრაქტულად აი გრძნობით? ერთხელ მქონდა ეს შეგრაძნება, სრულიად გავაცნობიერე რომ სიკვდილის მერე არაფერი იყო არანაირ შეგრძნება გრძნობა უბრალოდ არაფერი სიცარიელეც კი იმიტომ რომ სიცარელესაც გრძნობ ადამიანი საერთოდ არაფერი წკაპ და არაფერი აღარ არსებობს იმასაც კი ვერ გაიაზრებ რომ დამთავრდა ყველაფერი... მოკლედ ჟუტკი პონტია ხოდა
ReplyDeleteროგორ ჯობია სიკვიდლი ბედნიერებაში და იმაში რაც შენ გიყვარს და გსიამოვნებსს მყისიერად და მოულედნოლად. კი ექსტრემალს ჯობია პარაშუტი არ გეხსნას ყველაზე დიდხანს იქნება თავის ცხოვრებაში თავისუფალ ვარდნაში
sad sheidzleba vnaxo თამარ ჯიშკარიანის ”ცხელი ზაფხულის 40 დღე”, dzalian minda cakitxa
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!