საუბარი იქიდან დაიწყო, არა მარტო საუბარი ეს ისტორიაც….
ძალიან მჭირდებოდა ფული, ფული იმისათვის რომ მომევლო ჩემი ვალებისა და თავის ტკივილისათვის… მეგობარს სკაიპით ვესაუბრებოდი… ფულის გამოგზავნა შემომთავაზა, მაგრამ ის შორს უცხო ქვეყანაშია და ვერ გამოვართმევდი. მე ჩემს ქალაქში როგორ ვერ უნდა მეშოვნა საკმარისი რაოდენობა ისე, რომ მისი რამოდენიმე კაპიკი ჩემი ინტერესებისთვის არ დამეხარჯა .
ის საუბარი საუბრადვე დასრულდა, რა თქმა უნდა ფული არ გამოვართვი.
**********************************
ამის შემდეგ მთელი კვირა მქონდა საფიქრელად, სად მეშოვნა ფული , როგორრ ან რისი გაკეთება შეიძლებოდა.
საერთოდ ექსტრემი ძალიან მიყვარს, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია რაღაც ისეთი რაც კანონს ეწინააღმდეგებოდა, არც ისეთი გამიკეთება რამე, რომ პოლიციას ჩემი გაფრთხილება დასჭირვებოდა….
….. მაგრამ ეს ის შემთხვევა არ იყო.
22 წლის ასაკში გადავწყვიტე , რომ ცხოვრება ამად ღირს და აუცილებელია რაღაც სასწაული სისულელის ჩადენა, მართალია შეიძლება ეს მერე დიდხანს ინანო მაგრამ მაინც გააკეთო , იმისათვის რომ იგრძნო რა მაგარია როდესაც შეგიძლია ასეთი ნაბიჯი გადადგა, რა მაგარია ადრენალინი, შიში და გაქცევა.
ყველაზე უაზრო ნაბიჯი გადავდგი ალბათ ცხოვრებაში თუმცა არ ვნანობ. ჩემი საქციელი არ ყოფილა ორიგინალური , არც რაიმეთი განსხვავებული, ისეთი რომ ვინმეს გაკვირვება შესძლებოდა უბრალოდ ეს იმიტომ იყო ასეთი განსაცვიფრებელი, რომ მე ჩავიდინე – კანონმორჩილმა და ძალიან წესიერმა მოქალაქემ.
ფულის შოვნის ერთი შეხედვით მარტივი ხერხი ვიპოვნე – ძარცვა. ჰო ვიცი, ვიცი ძალიან უსინდისო საქციელია, მაგრამ რობინ ჰუდივით მოვიქეცი იქიდან ავიღე სადაც ისედაც საკმარისი იყო ან იმაზე მეტიც კი. ერთ ერთი ბანკის ფილიალიდან ვისესხე ფული, მართალია არ გახარებიათ ამ სესხის გაცემა, მაგრამ ვაიძულე.
იმ დღესვე ჩალაგებული ბარგით და სასწრაფო წესით აღებული ბილეთით გავემგზავრე. გავემგზავრე ყველასთვის მივლინებაში, რეალურად კი იქ სადაც არავინ მელოდა… არა უფრო სწორია არავინ ელოდა რომ ჩავიდოდი.
გახსოვთ ისტორია მეგბართან საუბრით დაიწყო, ხოდა ზუსტად იმ მეგობართან წავედი. მე ხომ ახლა რამოდენიმე ზედმეტი ათასი მქონდა :)
********
ფრენა საკმაო ხანს მომიწია , თვითმფრინავში მეძინა ცოტა ხანს, მაგრამ ისე ვიყავი აღფრთოვანებული და აღტკინებული მეშინოდა ვინმეს რამე არ შეემჩნია, ნუ როგორც იცის ხოლმე რაღაცას დავაშავებთ და მერე გვეშინია თავი არ გავცეთ რამით. მეც ზუსტად მსგავს ეიფორიაში ვიყავი.
თვითმფრინავში ბორტ გამცილებელი ძალიან ლამაზი გოგო იყო, ერთი მომენტი ვიფიქრე კიდეც პაემანზე დავპატიჟოთქო, მაგრამ გამახსენდა რომ ქართველი იყო ისიც , მეც და წარმატებით არ დასრულდებოდა ეს ამბავი, ამიტომ გადავიფიქრე. მერე მინდოდა ვინმე გამცნო, მაგრამ გარშემო ყველა ისეთი მოღუშული იჯდა ვერ გავბედე, მხოლოდ სადღაც 2 სკამით უკან ვიღაც გოგოები ისეთი ტემპით ქაქანებდნენ ენაზე დინამო რომ მიგება თვითმფრინავს საწვავს დაუზოგავდნენ. მოკლედ ფრენამ ძალიან დამღალა და ისევ ჩამეძინა.
გამეღვიძა უნიათო მფრინავის თვითმფრინავის ცუდად დასმისგან.შეგვაჯანჯღარა , მაგრამ გვერდით არავინ იყო რომ ჩემი ბუზღუნი მოესმინა და ამიტომ გაჩუმება ვარჩიე.
რა ლამაზი ყოფილა პრაღა, რომ ჩავისუნთქე ნახევარი დღე არ ამომისუნთქავს. ყველაზე მყუდრო კაფეში შევედი, ამოვიღე ნოუთბუქი და სკაიპი ჩავრთე. ბაკო ადგილზე დამხვდა , ვესაუბრე მოვიკითხე რას და როგორ შვებოდა , მოკლედ მისი მთელი ორი დღის განრიგი კარგად შევისწავლე და შევუდექი ქალაქის დათვალიერებას, თან სასტუმროც ხომ უნდა მეპოვნა.ის საღამო მშვენივრად გავატარე, სასტუმროს სასიამოვნო ბარიც ჰქონდა და მშვიდი გარემოც იყო.
მართალია კარგად ვიყავი, მაგრამ შიში მაინც არ მტოვებდა, სულ აქეთ იქით ვიყურებოდი …
**********
დილაა, მაღვიძარის ხმაზე მომენტალურად წამოვხტი, შაბათია მაგრამ მე ხომ ჩემი გეგმის მთავარი დღე მაქვს დღეს! ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც მაქვს გასაკეთებელი …
სიურპირზი…
ძლივს მივაგენი კოდანსკა 1004/65 –ს ბლინ რა სასწაული ქალაქია :)
ავედი მესამე სართული, ბინა 11 ძააალიან ღრმად ჩავისუნთქე , ისე ღრმად რომ ერთი მომენტი თვალებში დამიბნელდა და კარებზე დავაბრახუნე. პირველ ჯერზე არ გამიმართლა, შაბათის ძილი ეტყობა ძალიან ღრმაა, ვერ გავაღვიძე….
კიდევ ერთი ჩასუნთქვა და მეორე ”ზახოდზე” ფეხის ხმა გავიგე… ვცდილობ არ ავყვირდე და არ გამეცინოს…არადა რა რთულია…
კარებს აღებს გაბურძგნული პიჟამოიანი გოგო, ცალი თვალი დახუჭული აქვს , პიჟამო აჩაჩული თავი დაბლა დაწეული და ცდილობს გაერკვეს რა ხდება…
-კოკოოოოო – ვკივი ბოლო ხმაზე იქნება გაიღვიძოს.
-კოოოკოოო დილა მშვიდობისა, მე ჩამოვედი და იცი რამოდენიმე ზედმეტი ათასი მაქვს ხომ არ გავერთოთ? – ვცდილობ რამით მაინც გამოვაფხიზლო
-ა ? ააააააააააააააააააააააა? მარ , მარ შენ ხარ? – ეხლა უკვე ბაკო კივის.
-არა შეჩ, ხობიტი ვარ ბეჭდების მბრძანებლიდან და შენ ჩემი მსახური იქნები – ვცდილობ ვიხუმრო, მაგრამ ისედაც უკვე ძალიან მაგარი ხუმრობა გამომივიდა.
ბაკო კარებში დგას ახლა აღარც კივის, არც შიგნით მეპატიჟება , დგას და თვალებს ისრესს, მერე მიყურებს , მაკვირდება. ეტყობა მართლა ხობიტს დავემსგავსე, ვერ მცნობს ან არ სჯერა. გადამწყვეტი მოქმედების დროა.
-კოკოოოო ”ბლიად” რა გჭირს გაიღვიძე რაა – ვაჯანჯღარებ და ვცდილობ მასში რამე სასიცოცხლო ნიშანწყალი აღმოვაჩინო.
უცებ ფხიზლდება, მაგრად მეხუტება და ხტის, მერე ისევ მეხუტება და ისევ ხტის და ასე ალბათ 10 წუთი. შემდეგ ჯდება იქვე მდგარ რაღაც სკამზე თუ პუფზე და მეუბნება:
-მარ აქ როგორ მოხვდი? როდის ჩამოხვედი? რატომ არ მითხარი? როგორ მოგვაგენი?
ნუ ამდენი კითხვის ერთად პასუხი ცოტა მიჭირს, მაგრამ ვცდილობ მოკლედ ავუხსნა, რომ მე მაქვს რამოდენიმე ზედმეტი ათასი და მასთან ჩამოვედი რომ გავერთოთ.
სახე უსერიოზულდება, გაკვირვებული მიყურებს და წარბს სწევს.
-მგონი მელანდები, მღვიძავს ნეტა?
-გღვიძავს ადამიანო გღვიძავს, უკვე 30 წუთია მე მიყურებ და თან გაჯანჯღარებ, როგორ შეიძება ასეთ დროს ძილი?
ბაკო კიდევ დიდი ხანი იყო გაურკვევლობაში მაგრამ სახეზე უკვე სიხარული ჰქონდა აღბეჭდილი რაც მის საბოლოო თუ არა საშუალო გამოღვიძების ნიშანი მაინც იყო.
******************
უკვე შუადღეა ვზივარ გოგოების ბინაში, ბაკო ჩემს წინ სკამზე ზის და ჩემი დანაშაულის და სიგიჟის ისტორიას ისმენს. სახეზე იმდენნაირი ემოცია აქვს რომ არც ვიცი როგორ დასრულდება დღევანდელი დღე.
დიდი ხანი ასე ვისხედით მე ვყვებოდი, შემდეგ გავჩუმდი, შემდეგ ისევ რაღაც დავამატე, ბაკოს ხმა არ ამოუღია – მხოლოდ ჩაის მიმატებდა და მიმატებდა ჭიქაში (მგონი გაოგნებისგან იმის აღქმის უნარი დაკარგა რომ ადამიანი ვარ და არა სარეცხი მანქანა და დაუნანებლად მავსებდა წყლით) ბოლოს ბუყბუყი და ვიწყე და ცივი უარი ვტკიცე ჩაიზე.
ისევ სკამზე დაჯდა, ამომხედა, ღრმად ჩაისუნთქა და ისეთი რაღაც მითხრა რომ …
….აი ის მითხრა რაც ასეთ დროს ასეთ მეგობარს უნდა ეთქვა:
- ნუ თუ ფული გვაქვს და თან ზედმეტი რამდენიმე ათასი სხვა აღარაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ დაუნანებლად გავერთოთ.
ავკივლდი მე, აკივლდა ისიც, ასე ვკიოდით და ვხტოდით ალბათ მანამდე სანამ ვიღაც უხასიათო ჩეხი ჩვენი სიხარულის შურით არ გაივსო და არ მოგვალანძღა დერეფნიდან.
ასე დაიწყო ჩვენი საუკეთესო ”არდადეგები” პრაღაში. ის დღე რა თქმა უნდა სახლში გავატარეთ, ბაკომ გაოგნებულმა, მე აღტაცებულმა რომ მისი ამ დონემდე გაოცება შევძელი . საბოოლოოდ მაინც ძალიან მაგარი საღამო იყო… საღამო როდესაც დავიქექეთ ენები და ვშთანთქეთ ენით აუწერელი რაოდენობის ტკბილეულობა და სხვა სასუნაოები.
-მაინც არ მჯერა რომ ეგეთი რამე გააკეთე, არ გეშინია? – მეკითხება ბაკო და თან ცდილობს დარწმუნდეს ისტორიის სინამდვილეში,გამომცდელად მაკვირდება და პასუხს ელის.
-რა თქმა უნდა მეშინია, მთელი ფრენა მეშინოდა, გუშინ საღამოს ჩემი სასტუმროს ბარშიც მეშინოდა და უაზროდ ვიყურებოდი აქეთ იქით, მაგრამ კოკო ეს ამად ღირს.
-რომ დაგიჭირონ? ხომ ჩაგსვამენ?
-ჰო ალბათ დამიჭერენ და ალბათ ჩამსვამენ , მაგრამ მანამდე გართობას მაინც მოვასწრებთ , აი გულიანად გართობას რა, სულ რომ გვინდოდა ისე- ვპასუხობ და ვცდილობ სამომავლო უსიამოვნო მოვლენებზე ფიქრით თავი არ ავიტკივო, აქამდეც ხომ ვიცოდი რომ ეგრე იქნებოდა და რაღა აზრი აქვს.
იმ ღამეს კიდევ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ და ტკბილად დაგვეძინა.
******************
მომდევნო 7 დღე არ გავჩერებულვართ იმდენი რამე მოვინახულეთ , დაწყებული ცნობილი ასტრონომიული საათიდან რომელიც ქალაქის ცენტრშია ამართული, გაგრძელებული ძველი ცენტრალური მოედნით (სტარომესტსკე ნამესტი)სადაც უამრავი კაფე და გასართობია, პრაღის კოშკით (თუ ციხით) და დასრულებული კარლოვის ხიდით. მოკლედ ყველა ღირშესანიშნაობა გადავათვალიერეთ რაც კი შეიძლებოდა, უამრავი შენაძენი გავაკეთეთ და სახლი უსარგებლო ხლამითაც გავავსეთ, მაგრამ ეგ დიდად არ გვანაღვლებდა.
ყოველ საღამოს კი რა თქმა უნდა სხვადასხვა კლუბებსა და ღამის ბარებში ვირთობდით თავს. ყოველ დღე ახალ რესტორანს ვსტუმრობდით და ვცდილობდით ყველა შესაძლებლობა გამოგვეყენებინა რაც კი იმ მომენტში არსებობდა.
ერთ კვირაში მოგვბეზრდა პრაღა, ბაკომ იცოდა, მე ვნახე და გადავწყვიტეთ რამე მოგეფიქრებინა , ჩვენ ხომ ზედმეტი რამოდენიმე ათასის ნახევარიც კი არ გვქონდა დახარჯული.
საღამოს ერთ ერთ ბარში , ჯაზკლუბი აკორდი იყო უფრო ზუსტად რომ ვთქვათ (შედარებით მშვიდში ისე რომ საუბარი ყოფილიყო შესაძლებელი )ინას და იონიდას კამპანიაში ვჭორაობდით.
ინა და იონიდა ბაკოს იქაური მეგობრები არიან, უფრო სწორად ალბანელები არიან, რომლებიც იქ გაიცნო და ძალიან კაი ვინმეები აღმოჩნდნენ. ბაკო ხუმრობს კიდეც ძალიან გვგვანან ჩვენო :)
ჰოდა ასე ვისხედით და პრაღის საზღვრებს გარეთ გართობაზე ვბჭობდით, ინამ და იონიდამ თავიდან უარი თქვეს ჩვენთან ერთად წამოსვლაზე - სწავლა, ფული მოკლედ მიზეზები ბევრი იყო, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო ჩვენი თავისთვის ამის უფლება მიგვეცა, ამიტომ დავითანხმეთ და ეხლა უკვე 4 ხმაში ვხორხოცობდით და ვაწყობდით გეგმებს.
ჩემმა დაღლილმა და დავიწყებულმა ინგლისურმა ფრთები გაშალა და მთელი საღამო იმდენი ვიქაქანე ყბები დამეღალა და ჩემი ხმისგან მე თვითონ ამტკივდა თავი :)))))
საღამოს შეჯამების შემდეგ გადაწყდა რომ მივდიოდით ბარსელონააშიიი, უნდა დაგვეპყრო ესპანელი მამრების გულები და გემოზე მოგველხინააა ყველაზე ცოცხალ და ”ცხელ” , არა უფრო სწორია ვნებიან ქვეყანაში .
**************************
დილა, აეროპორტი, 4-ივეს გვძინავს, მაგრამ ბედნიერი სახეებით.
-მგონი ძალიან ადრეა იმისათვის რომ სადმე წავიდეთ- ასკვნის ბაკო და მოწყვეტით ეცემა აეროპორტის სკამზე.
იონიდა და ინაც საკმარისზე მეტად მიბნედილები არიან იმისათვის რომ რამე წინააღმდეგობა გასწიონ, ამიტომ ისინიც ასევე უემოციოდ ებერტყებიან ოღინდ ძირს დაყრილ ჩანთებს.
-ეხლავე გამოფხიზლდით თორემ ცივი წყლით გაწუწვა არ აგცდებათ – ვიმუქრები და ფეხებს ვაბაკუნებ, მერე ვყვირი და ისევ ვაბაკუნებ, მთლიანი თუ არა ნახევარი აეროპორტი უკვე შეწუხდა ამით და მიყურებს.
წარმოიდგინეთ სცენა , გაბურძგნული, ფანქრით თმებ დამაგრებული გოგო , რომელსაც ძალიან სასაცილოდ აცვია იმის გამო რომ აგვიანდებოდა, დგას აეროპორტში და განწირული ხმით ეჩხუბება სამ სკამზე მისვენებულ მკვდარს .
-ადექიით ადეექით , გაფრინდა ”ბლიად” ჩვენს გარეშე თვითმფრინავი – უკვე განწირული ხმით ვკივი. ბაკოს ვერ ვაგონებ, გადავივარ ინგლისურზე იქნება იონიდას და ინას ეშველოთ, მაგრამ არა ,არაფერი გამოდის. სძინავთ.
სხვა გზა არ იყო ვიყიდე დიდი ბოთლი წყალი და ჩამოვათქრიალე მორიგეობით სამივეს თავზე, ისე გაეღვიძათ და გამოფხიზლდნენ როგორც დაგიბარებიათ. გაოცებული და სველი სახეები მოისრისეს და ის ის იყო ჩხუბის დაწყებას გეგმავდნენ რომ ბოლოჯერ გამოცხადეს ჩვენს რეისზე ჩასხდომა და ჩვენც დაცეცხლილები გავიქეცით გასასვლელი დერეფნისკენ.
თვითმფრინავში ერთი ამბავი გვქონდა ატეხილი, იმდენჯერ გაგვაფრთხილეს რომ სათვალავიც ამერია, მაგრამ მეეჭვება ჰაერში ვინმეს ჩამოვესვით თვითმფრინავიდან და ასე რომ 2 საათი ხორხოცსა და ჭორაობაში გავატარეთ.
*****************************
ბარსელონა – აი ისიც, ევროპის ერთ ერთი ყველაზე სექსუალური, ვნებიანი და ცოცხალი ქალაქი. ადგილი სადაც თავზე უნდა დაიმხო ყველაფერი , ადგილი სადაც ძილისა და დასვენებისთვის დრო არ არსებობს, სადაც სიცოცხლე 24 საათი გრძელდება და არასოდეს არის სიჩუმე.
იმ დღეს გათიშულები ვეყარეთ სასტუმროში და არსად გავსულვართ.
მეორე დღეს კი ავიწყვიტეთ, ნუ როგორც ყველა ტურისტს შეეფერება მუზეუმებიდან და სხვადასხვა ღირშესანიშნაობებიდან დავიწყეთ.
ვნახეთ La Catedrale საგრადა ფამილია (დღემდე არ მესმის რა არის ან რისთვისაა),
Santa Maria del Mar –ის ეკლესია , ვიყავით დალის მუზეუმში აი იქ კი დიდი ხანი ვიდექით შესუნთქულები.
-მარ მოდი ვიყიდოთ რამე რაა… – ბაკო ნახევრი დღე მეჯიჯღინებოდა დალის შედევრების მერე.
-კოკო მაგდენი ფული არასოდეს გვექნება, საერთოდ არასოდეს კიდევ 100ჯერ რომ იგივე ვქნა :)
ასეთი დიალოგით გავიდა მთელი დღე .
შემდეგ დღეს ჩვენ მოვასწარით ელასტიური ბაგირით გადმოხტომა, სკუტერებზე საკუთარი ძალების მოსინჯვა, პარაშუტითაც კი ვიფირინეთ… ეს ყველაფერი ისეთი მაგარი აღმოჩნდა რომ საღამოს სასტუმროში მისულები ერთმანეთს არც ლაპარაკს ვაცდიდით და არც სურათების დათვალიერებას… ემოცია ყურებიდან გვასხავდა რასაც ქვია… დავიხარჯეთ და მაქსიმალურად მივიღეთ სიავმოვნება ყველაფრისგან რაც გზად გადაგვეყარა.
კიდევ ერთი დღე იყო რომელიც დაიწყო აკუა პარკით, ბევრი სასრიალოებით და ღრიანცელით ხოლო შეემდეგ….
…… მოვიდა ყველაზე საინტერესო საღამო, უკიდეგანოდ გაპრანჭულები, ისე რომ ბუმბულიც კი არ გვაკლდა იცით სადაც ყველანი წავედით La barceloneta-ში . ეს ადგილი მე18 საუკუნეში მეზღვარეუბემა და მეთევზეებმა გაალამზეს და დასახლდნენ , თუმცა მას მერე დიდი დრო გავიდა და იმდენი გასართობი დაგხვდა , რომ ერთი შეხედვით ვერც გადავწყვიტეთ საიდან დაგვეწყო და იქვე პლიაჟზე დავსხედით.
ზღვა ირეკლავდა აუარებელ ფერად სინათლეს, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა რომ ხმასაც ირეკლავდა და თანაც მას ზღვის ნოტიო მელოდიურობასაც თან ურთავდა…
-ბევრი ფული რომ აქვთ რას აკეთებენ ხოლმე , გარდა იმისა რასაც ჩვენ ვაკეთებთ – იკითხა ბაკომ და ჩვენს უკან განლაგებულ ღამის კლუბების უზარმაზარ რიგს გახედა.
-მგონი გული მერევა - დაასკვნა ბოლოს და კიდევ დასძინა რომ ალბათ 2 კვირაში დაბერდა, რადგან იმდენი მოასწრო რაც 22 წელი არ გაუკეთებია.
ვისხედით ასე ბედნიერები, მაგრამ თითქოს მაინც გვაკლდა რაღაც და მივხვდით, ბავშვურად გართობა გვინდოდა, გვინდოდა ატრაქციონები, ბევრი ხალისი, მაიმუნობა…. არც ღამის კლუბები გვაინტერესებდა და არც რაიმე ღირშესანიშნაობა….
იმ ღამეს ბარგი ისევ ჩავალაგეთ, მეორე დღე დავგეგმეთ და ძილის წინ თითო ჭიქა ღვინოც დავაგემოვნეთ…
*********************************************************************
ბარსელონაში ბოლო დღეს ყველაზე დიდი დრო ფოტო აპარატის ყიდვაზე დავხარჯეთ, გადავწყვიტეთ რომ ერთი აპარატით არ კმაროდა ფოტოების გადაღება და ყველა ბუჩქი და ხე რომ აგვესახა მეორეც შევიძინეთ.
აეროპორტში ისეთი სიმშვიდე იყო შეგვეშინდა კიდეც, არა უფრო სწორია მე შემეშინდა, მე ხომ ჯერ კიდევ დამნაშავე ვიყავი, მე ხომ ჯერ ისევ არ ვიცოდი რა ხდებოდა….
რეისი ბარსელონა – პარიზი დროულად აფრინდა და ჩვენ შვებით ამოვისუნთქეთ.
ამ დროის მანძილზე ნუთუ არავის გაგიკვირდათ, რომ არც ერთს არ გვქონია სასიყვარულო ისტორია? რა თქმა უნდა გაგიკვირდათ და თავში გაგიელვათ კიდეც … რაც მართალია მართალია , არაფერი მსგავსი არ ყოფილა , არ გვეცალა , ისეთ ეიფორიაში ვიყავით გარშემო ვერავის შემჩნევას ვერ ვახერხებდით, თუმცა ეგ სიტუაცია ინასა და ბაკოსთვის ამ რეისზე დასრულდა.
ჩვენს წინ ორი საკმაოდ სიმპატიური, მაგრამ როგორც თავიდან გვეგონა ყრუ მუნჯი ახალგაზრდა იჯდა. გოგოებმა აფრენამდეც კი აღნიშნეს რომ ესენი ჩვენთან ერთად თუ მოფრინავენ არ არცდებათ ჩვენი გაცნობაო თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა ვერც ერთი ბედავდა მათთან გამოლაპარაკებას.
დიდი დრო არ გვქონდა , ფრენა სულ 2 საათი გრძელდებოდა და ამიტომ გადავწყვიტე რაიმე ზომები მიმეღო, ჩემი სკამიდან წამოვიწიე , გადავწვდი წინა საზურგეს და ერთ ერთს მორიდებით დავუკაკუნე მხარზე.
პირველი რეაქცია ისეთი სასაცილო იყო რომ 4ივე ავკაკანდით მომენტალურად, ბიჭი შემოტრიალდა და შეხტა, მართალია ფრიად საშიში სანახავი ვიყავი, ისევ ისე აბურდული თმებით, ნახევრად გაკეთებული მაკიაჟით, დიდი სათვალით, ჭრელი თავსაფრით და გრძელი კაშნით მაგრამ ეგრე თუ შეაშინებდა ჩემი იმიჯი დანამდვილებით ვერ წარმოვიდგენდი.
სიცილი რომ შევწყვიტეთ ბიჭს ჩემს უკან მსხდომ და გარინდულ გოგონებზე ვანიშნე და მე თვითონ სკამიდან ავდექი, შორიდან უკეთესად გამოჩნდებოდა მოვლენების განვითარება და გასართობიც უკეთესი იქნებოდა.
***********************************
პარიზის აეროპორტი საკმარისზე დიდი აღმოჩნდა, მაგრამ დრო არ დაგვიკარგავს და ჩვენს ახალ მეგზურებთან ერთად (რომლებიც თურმე ფრიად სარფიანად საუბრობდნენ ფრანგულად) დისნეი ლენდის საძებრად წავედით.
უფრო სწორი იქნებოდა რომ მეთქვა საძებნელად კი არა დასალაშქრად, ძალიან სასაცილოა ალბათ 6 ზრდასრული ადამიანი დისნეი ლენდში , მაგრამ ძალიან ძალიან გვინდოდა ისე გვემხიარულა როგორც ბავშვობაში, უდარდელად და გულისწასვლამდე, რაც შევასრულეთ კიდეც.
მთელი დღე ატრაქციონიდან ატრაქციონზე გადავდიოდით, ვჭამდით უსაზღვრო რაოდენობის ნაყინს, ვხმაურობდით და ვიგონებდით სხვადასხვა გასართობს…
ეს იყო ზუსტად ისეთი დღე რომლის გატარებაც ღირდა ყველაფრის მიუხედავად….
….ეს იყო უკანასკნელი დღე, დღე როდესაც გადავიღეთ და შევქმენით ჩვენი ისტორია, დღე რომელიც მთელს სიცოცხლეს უდრის…
გართობა დიდიხანს არ დაგვცალდა…
…. ისედაც დიდი ხანს გაერთეო ასე მითხრა პოლიციის თანამშრომელმა რომელმაც ხელბორკილების დადება გადაწყვიტა და რომელსაც ჩემი მანქანამდე გაცილების დავალება ჰქონდა მიღებული.
-ბაკოოო, ბაკოოოოო გამომხედეეეე – ვყვირი ბოლო ხმაზე გამწარებული , უნდა მოვასწრო ფოტო აპარატის გადაგდება სანამ ძალიან შორს წამიყვანენ.
ბაკო გაოგნებული ტრიალდება და ერთადერთი რასაც ხედავს მისკენ ელვისისწრაფით მოქნეული და მფრინავი ფოტოაპარატია, თუმცა დაჭერას ახერხებს და სიცილი უტყდება.
-მაარ, მალე გნახავთ , ყველანი გნახავთ, შენ მთავარია არ მოიწყინო- თუმცა ტექსტს ვეღარ აგრძელებს, რადგან ვიღაც უჟმური პოლიციელი მიენთო და რაღაცეებს უყვირის ფრანგულად…
ასე დამთავრდა ისტორია რომელიც ისეთი ხალისით დავიწყეთ…
************************
-კაი კოკო გვეყო ოცნება- ვეუბნები ბაკოს უკვე დილის 5 საათვისთვის და სკაიპის ფანჯარას ვკეცავ, რომ გადავავლო თვალი ინტერნეტ მოვლენებს.
-აუ არადა რა კაი იყო მარ, აი ფული მაგდენი გვინდა რომ ეგრე ძალიან მაგრად გავერთოთ და ყველაფერი ვნახოთ და ჰავაიზე სახლიც ვიყიდოთ და კიდევ …
-კაი ხოოო ხოოო აუჰ რა ამბავია, ისედაც ამდენი ვიოცნებეთ , მარა რა მაგარი ისტორია დავწერე უცებ არა? კაი ჰოლივუდური სცენარივითაა, ბანალური ,მაგრამ სასაცილო საყურებელი, გოგოშკური იუმორითა და ლამაზი პეიზაჟებით.
- რა დროა თბილისში მარ? – მეკითხება ბაკო , ვგონებ დასაძინებლად აპირებს წასვლას.
-6 დაიწყო – ვპასუხობ და ვხვდები, რომ მეც ძალიან მეძინება, ოცნება დიდ ხანს გაგვიგრძელდა.
ერთმანეთს ვემშიდობებით და კომპიუტერებს ვთიშავთ, მაინც რა სასიამოვნოა ზოგჯერ ასე ორ ხმაში ოცნება, რამდენად სულელური ისტორიაც არ უნდა გამოვიდეს.
19 Comments
უფ, რა კარგი ოცნებებია! მეც სულ ასე უკიდეგანოდ ვოცნებობ და მეგობრები ხანდახან დამცინიან ამის გამო :)
ReplyDeletetaz aci ici vistan ertad unda iocnebo :)))) chven ase or xmashi vaxerxebt da mere zalian sascailo istoriebi gamogdis , ai asetebic ki romelic sheizleba mere dacero :)
ReplyDeleteარანორმალური ხარ : D : D : D
ReplyDeleteდა ეს ძალიან, ძალიან კარგია : P
ვაიიიიი საოცრება იყო!! დიდი სიამოვნებით ვუყურებდი ასეთ ფილმსს!! ოღონდ + რომანტიკული მინი–ლავსთორებით!!
ReplyDeleteტრრრ ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე!
OTO - I know sweet, I know :P
ReplyDeleteIrina- mixaria tu mogecona , esegi gaamartla chemma ideam : )tumca ho cota siyvarulis da romantikis ambavshi moikochlebs da es chemi subieqturi damokidebulebis gamoa mastie rameebis mimart magram vecdebi gavitvaliscino :)
Vxoxaaaav mteli Palace Cinema me miyurebs... Au chemma agcerilobam dgalija sakutar tavs magrad davcine :)))) magrad gaascora sagol .miyvarxar magrad <3
ReplyDeleteაუუუუუუუუუუუუუუუუუ
ReplyDeleteლილი, მე შენს სიზმარში ვცხოვრობდი და მარო ვიყავი.
ძალიან კარგი იყო, მომეწონა და შემიყვარდა.
მოდი, ერთად გავძარცვოთ საქართველოს ბანკი, ბარემ გაფსიხებული ვარ და :D
Agasfer - modi zuri magati chkuac vatire mezizgebian!! hoda cavigot ramdenic gagvixardeba, ramdensac moverevit da iala aqedan sadme gasartobad ase gagijebamde tavzedasaxmobad :* lav iu zetka
ReplyDeleteex ramdenjer gviocnebia me d achem megobrebs ase :S da uaresad kide.. jandaba, camo bankebi gavzarcvot, erit ara, yvela :D
ReplyDeleteSal ukve imdeni msurveli shegrovda martla movaxerxebt yvelas gatanas :D
ReplyDeleteაუუ რა კაი იყოო <3
ReplyDeleteფულის დდშვც რა :(
ჰმ, კარგი სცენარი გამოგივიდა რამონიმიე სერიისათვის :)
ReplyDeleteახალგაზრდული სერიალი ასე 4-5 სერია რომ გადაიღოს ვინმემ.
ვერ გიტან.
ReplyDeleteარადა თითქოს ეგ დადებული სურათები ვიცი, რომ თბილისშია გადაღებული. მაგრამ მაინც ეჭვი შემეპარა.
ReplyDeleteაუ რა დესპოტი ხარ რა.
გამომაგდე ახლა შენი ოცნებიდან რა.
:(((((((((
მოიცა, ეს ოცნება იყო??? აუუ მე კიდე გადავირიე, რა მაგარი ხართქო :D
ReplyDeleteისე, მე ზუსტად მასე ავიტეხე და წავედი ეხლა 10 დღით, აი მინდოდა და წავედი, არც ფული მქონდა, 2 თვის ხელფასიც შემომეჭამა, ზედ კრედიტკარტაც მივაყოლე, ეხლა ვზივარ და ველოდები როდის მეღირდება შემდეგი ხელფასი... მაგრამ ძალიან კარგად მოვიქეცი, ჯანდაბას ვალები :))
მინდოდა და წავედი, თან სად? ჯერ შვეიცარიაში (უძვირეს ქვეყანაში, კიდევ კარგი მასპინძლები ქართველებივით გადამყვნენ) და მერე ბერლინში. 5ჯერ ავფრინდი და დავფრინდი 9 დღეში, ჩემთვის ეგ წარმოუდგენელი სტრესია, , მაგრამ გადავიტანე :D რიგაში კინაღამ რომ ზღვაში ჩაჯდა თვითმფრინავი, ეგეც გადავიტანე :))
მოკლედ, მორჩი ოცნებას და გადადი განხორციელებაზე, გაგისწორდება!!!
აბა თქვენ იცით,
გცკოცნით :))
ისე ჩავყვინთე შენს ოცნებებში ჩემი მეგონა უცბად. მშვენიერია, ძალიან კარგი.....
ReplyDeleteმარტო ამ პოსტისთვის (სხვები ჯერ არ წამიკითხავს) ვხდები შენი ბლოგის მკითხველი !
ReplyDeleteუბრალოდ WOW! :D
DEVI - wow madloba :*
ReplyDeleteauuu 2 xmshi ocneba dzalian magariaa, me da chemi daqalic dzlian xshirad vaketebt magas ogond teleponis meshveobit da iset rolebshi vichrebit, rom xandaxan akcentic gvecleba da mtrisas mag dros vinme tu mismens an me, an imas, egreve sacodavi tavelbit shemomxedaven, amoioxraven da xuraven karebs :D:D:
ReplyDeletemagram mainc magaria da tan dzalian xshirad vmaimunobt mase :D
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!