პოსტის მუზა გახლავთ დიალოგი, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა (არაზუსტი ციტირება)
”იყოს გეი მაგრამ მე არ შემიძლია მასეთთან ურთიერთობა, ეგეთი ადამიანი არასტაბილური იქნება.
მე რომ ჩალიჩი დამიწყოს უნდა ვცემო”
რა საინტერესოა ასეთი დამოკიდებულება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ არა?
მე ვიცი რომ არსებობენ ჰომოფობები, არსებობენ ნეიტრალური დამოკიდებულების მქონე ადამიანები …
მაგრამ ამ ფრაზის ავტორი რომელი უფროა ვერ გავარკვიე…
ჰომოსექსუალებს არ ერჩის მაგრამ მათ მიმართ მაინც აქვს (ან ექნება) აგრესია ხო? ანუ გამოდის რომ ნეიტრალურად დამოკიდებული არაა?
და საერთოდ რატომ ეშინია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანთან ურთიერთობა ან ის რომ მან ”ჩალიჩი” დაუწყოს? იქნებ იმიტომ რომ შესაძლოა მასშიცაა რაღაც არატრადიციული და ეშინია უცებ არ გაეხსნას? ეშინია, რომ ვეღარ შეებრძოლება მის ამ სულიერ ნაწილს და ”დანებდება” ? აფრთხობს ის , რომ მისი განსხვავებული მისწრაფებები იმძლავრებენ და მაშინ ”უღალატებს” ყველაფერს რაც მას აქვს და მის გარშემოა?
ანუ სიმართლის და საკუთარი თავის ეშინია ასეთ ადამიანს?
რა რთულია აღიარო ის რაც მოგწონს და გინდა მიუხედევად იმისა რას ფიქრობენ და როგორ აღიქვამენ ამას სხვები…
ძალიან რთულია ერთმა ებრძოლო მთელს არმიას, რომელიც უნამუსოდ გიტევს, გაცხრება თავს და მეტიც - აგრესიულად გავიწროვებს…
რატომ უნდა დამალო შეგრძნებები და სურვილები ვიღაც ეგოისტი და შეუვალი ადამიანების გამო? რატომ უნდა იჯდე საფარში და ჩუმად აკეთო ის რც უსაზღვრო სიამოვნებას განიჭებს?
არც ერთი არგუმენტით დასაბუთებული ჰომოფობია ან თუნდაც ზოგადად სხვის პირად გადაწყვეტილებებში ჩარევა არ მესმის და არ ვამართლებ,…
……არათუ ვამართლებ მეზიზღება!
8 Comments
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteმეც, მეც, ვერც მე ვიტან ))
ReplyDeleteამასწინანდელი საუბარი გამახსენდი, ერთი რიგითი გონებასუსტი (მამრი) ერთი საათი საუბრობდა რა საშინელი ცოდვაა ჰომოსექსუალიზმი, ორი კაცის ერთად ყოფნა ბუნების კანონებს რომ ეწინააღმდეგება, ბიბლიაში რომ წერია, რამხელა ცუდვაა (აქ შეგიძლიათ გადაბჟირდეთ) დემოგრაფიულ მდგომარეობას კატასტროფის პირას რომ მიიყვანს გაპიდარასტებული საქართველო და ის, რომ მას თავისი სარწმუნოება სხვა რამეს ასწავლის და ა.შ.
მერე შეკითხვაზე, როგორ უყურებდა გეი ქალების მბავს, აღფრთოვანებულმა დასძინა, რომ ძალიან მაგარია.
ახლა ეს ფარისევლობა არაა?
არის!
Agasfer - eg kidev erti ukidegano idiotizmia romelic guls mirevs absoluturad gamagizianebeli da sazizgaria egeti adamiani.
ReplyDeletetfuh
მე უკვე იმუნიტეტი გამომიმუშავდა ეგეთ რაღაცეებზე, ადრე ვბრაზდებოდი, მერე მეცინებოდა :) ეხლა აღარც მეცინება...
ReplyDeleteთქვენ ის თუ იცით რა უნდა გააკეთოს გეიმ რომ თავისი ''დანაშაული'' გამოისყიდოს? :D
ReplyDeleteერთი რამ მინდა ვთქვა, ბიბლიას რომ იშველიებენ, ამ დროს ცოლი ჰყავთ და ორალური სექსით ვიღაც მეძავთან კმაყოფილდებიან, როგორ ფიქრობთ ცოდვა არაა? ყველა არაეკლესიური და წარმოიდგინეთ არა-ნაყოფიერი (არაჩასახვადი) სექსი ცოლ-ქმარს შორისაც კი ცოდვაა :) ჰოდა თუ ცოდვებს მისდევენ დეგრადირებულნი, მაშინ თავიანთ კვალს გაყვნენ ჯერ და მერე გადახედონ სხვის მორალს.
ჰო, ერთიც დღეს საქართველოში უამრავი გეია, რომელიც ვირტუალშიდაც კი არ/ვერ აღიარებს თავის ორიენტაციას. მიზეზი რამდენიმეა, ერთი ისაა რომ ინტელექტის ნაკლებობა პირდაპირ კავშირშია მის ჩამოუყალიბებლობაში, მეორე - ყველგან მაგარი ბიჭის სტატუსის მოსაპოვებლად, მესამე - ოჯახის არ შესარცხვენად (რაა სამარცხვინო ვერ ვხვდები და ვირტუალში მაინც რად აწუხებთ ეს კომპლექსები ეგ არ მესმის :D )
ReplyDeleteდა ბოლოს, ხმას უფრთხილდებიან :DDD
იმედის მომცემი კეისია. კაცი ითხოვს მასწავლეთ რა ვქნას თუ ”ჩალიჩი” დამიწყესო. ხოდა ვასწავლოთ ))
ReplyDeleteეს ტრადიციული ჰომოფობიაა. შიში ანუ ფობია გეის სიახლოვის და მათი არსებობის უშუალოდ მის სამყაროში. შიშის გამოხატულებაა თავდაცვის რეფლექსი ჩხუბისთვის მზადყოფნა.
არის ხალხი რომელიც ან მაბრაზებს მაგ თემაზე საუბრისას, ან სასოწარკვეთაში მაგდებს. ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, რომ უნდა გაჩუმდე და გაატარო, ვითომ არ გაგიგონია, (აბა სად მაქვს ამდენი ენერგია), მაგრამ ეხლა აღარ. გაჩერდე და არ უთხრა რომ არასწორია, უბრალოდ ამ ხალხის ნაბოდვარის ლეგიტიმიციას ნიშნავს. თან ყველა ერთნაერად არ ფიქრობს რასაკვირველია, არიან ადამიანები, რომლებიც შინაგანად არ ეთანხმებიან საკუთარ ნათქვამს, უბრალოდ ზოგჯერ არ იციან ამის შესახებ :)
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!