მუზა რომელიც ჩემი არასოდეს ყოფილა…

ისე შევხვდით როგორც სრულიად უცხო ადამიანები, თითქოს აქამდე ერთმანეთს მხოლოდ გამარჯობას ვეუბნებოდით, ისე თითქოს არაფერი არასოდეს გვქონია საერთო…

მასთან საუბარი ამ დღემდე მხოლოდ გაურკვევლობას მიტოვებდა, მხოლოდ ის ახერხებდა შეეძრა ჩემი არსების ყველა კუნჭული და თანაც ისე აუღელვებლად და ცივი გონებით, რომ სიშმაგის გარდა სხვა ემოციას ადგილს არ უტოვებდა ჩემში…

ზამთრის სუსხიან საღამოს , მაშინ როდესაც ყველა საკუთარ თავში იკეტება და თბილ ქვეყნებზე ოცნებას იწყებს მე გულწრფელობამ შემომიტია… სინამდვილეში გულწრფელობაზე უფრო მეტად ცნობისმოყვარეობა იყო მიზეზი იმ ყველაფრისა რაც მე იმ საღამოს მოვყევი, ვაღიარე თუ გავიხსენე…

ჩემი წარსული (მართალია სულ რაღაც 22 წელიწადს ითვლის, აქედან კი მხოლოდ 8-9 თუა ჩემი ჩამოყალიბებული პიროვნების მიერ შექმნილი და განვლილი მაგრამ მაინც ჩემი ქვია) ჩემი ისტორიაა, ისტორია რომელიც მიყვარს, რომელსაც ვუფრთხილდები და გაზიარება მენანება, თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევა იყო….

საუბარი საერთოდ არ მიდიოდა იქითკენ საითაც შემოტრიალდა, ძალიან გულწრფელი ვიყავი იმ საღამოს, იმდენადაც კი რომ მე თვითონ არ მოველოდი… მოვყევი და გავუზიარე ყველაფერი… ყველაფერი რაც მას შეეხებოდა… მაინტერესებდა მისი დამოკიდებულება,  აზრი , ემოცია , შთაბეჭდილება ყველაზე მეტად კი რეაქცია, რეაქცია იმაზე რაც იყო და ამ მომენტამდე არ გაჟღერებულა…

მომისმინა. მისმენდა და ეცნობოდა ისტორიას გულდასმით… მე ვერ ვხედავდი მის თვალებს და არ მესმოდა მისი სუნთქვა , მე უბრალოდ ვუზიარებდი… სინამდვილეში მგონი არც მჭირდებოდა , ვიცოდი რომ მან ეს ყველაფერი ისედაც იცოდა…

იცოდა ალბათ ნაკლებად დეტალურად მაგრამ მაინც გრძნობდა , იყო მასში რაღაც ჩემეული თუ პირიქით…

საღამო გულისცემასავით რიტმული და უწყვეტი აღმოჩნდა … საღამო სუნთქავდა… მითრევდა და მაბრუებდა… წარსულის გახსენება წარსულზე სასიამოვნო აღმოჩნდა …ის არასოდეს ყოფილა ესეთი მშვიდი, არასოდეს მოუსმენია ასე აღფრთოვანებით… ან იქნებ მე ვცდები… იქნებ მე მინდოდა რომ ასე ყოფილიყო და წარსულიდან გადმოყოლილი ემოცია და სურვილები მეჩვენებოდა …

შეიძება ეს ყველაფერი ისეთივე არარეალური იყო როგორც ის რაც აქამდე მეგონა, რაც აქამდე მინდოდა რაც აქამდე იყო…

იყო კი რეალურად რამე? იქნებ ყველაფერი უბრალოდ იმ ერთი საღამოს უცნაური გადმონაშთია რომელიც ჩვენს მეხსიერებაში აღიბეჭდა და ისიც ნაწილობრივ?

ის იყო ჩემი მუზა, მუზა რომელიც მხოლოდ მე ვიცოდი რამდენის მომცემი იყო…

ემოცია რომელსაც ცეცხლი ეკიდა და მისგან ახლა მხოლოდ ნაკვერჩხალი იყო დარჩენილი ისევ ატკაცუნდა, მართალია არ ვიცი მას ისევ უწერია თუ არა აალება (მეეჭვება წარსულში დაბრუნება დიდად წარმატებული გადაწყვეტილება იყოს ნუ მოკლედ) მაგრამ მაინც ახრეხებს იგივე სიამოვნების და აღტკინების მოტანას…

მისი თვალები არ დამინახავს, არც მისი ხმა გამიგონია საუბარი ისევ ისე ერთი მსახიობის თეტრის სპექტაკლივით დასრულდა…

თუმცა დასრულდა კი?

მე ამაზე პასუხი არ მაქვს, ეს მხოლოდ გენიოსების ხვედრია…

საღამო დასრულდა , ისიც წარსულად იქცა … წარსულის წარსულად …

თუმცა ამ საღამოს მერე ისე დავცილდით ერთმანეთს თითქოს ერთი სულის ორი სხეული ვყოფილიყავით, ისე თითქოს არასოდეს არ ყოფილა ჩვენს შორის არანაირი განსხვავება გარდა იმისა რომ ორ სხეულში ვიყავით გადანაწილებული…

….ცარიელ ქუჩაზე უკანმოუხედავად გაუყვა ტროტუარს და ისე მსუბუქად მიაბიჯებდა რომ ოდნავადაც კი არ დაურღვევია იმ საღამოს მშვიდი განწყობა რომელიც ავსებდა მთელს სამყაროს ჩემს გარშემო ….

Freedom_by_tyt2000

Post a Comment

5 Comments

  1. დავდნი! :შ

    :იმოიმოშნაიდა:

    ReplyDelete
  2. Anonymous10:48 PM

    Chemo umuzunao.... heheheeeeeeeeeeee
    sheni deda.... heheheee

    ReplyDelete
  3. Anonymous daginaxe daginaxe ki arada reebs mcer :D :D

    ReplyDelete
  4. Anonymous11:16 PM

    vax shen xom ese meubnebi xolme chemi deda! :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!