შავმა სიკვდილმა მათ მოაკითხა ….

სიცოცხლე რომელიც ელვის სისწრაფით დასრულდა…. სიცოცხლე რომელიც ყველას დაენანა…

ჯერ ვერ გავიაზრე, ჯერ ვერ შევეგუე, ჯერ ვერ დავიჯერე … სხვაგან ვარ თითქოს…

სიცოცხლე სიკვდილით არ უნდა მთავრდებოდეს…

ძალიან ძნელია იმ აზრთან შეგუება რომ ვერაფერს ცვლი, ვერაფერს აკეთებ… მხოლოდ და მხოლოდ შეგიძლია შეეგუო…

1

გეცოდინებათ რა ძნელია შეგუება, რა ძნელია ფარ-ხმალის დაყრა…. გულის სიღრმეში ყველამ ვიცოდით, მაგრამ გვინდოდა დაგვეჯერებინა ის რაც უკეთესი იყო, ის რაც გვინდოდა რომ ყოფილიყო….

”გაზნექილია სართული ხალხით….

ჟღერს პანაშვიდი მოცარტით, ბახით….”

ასეთ დროს მინდა მჯეროდეს რომ ისინი სადღაც ახლოს არიან და ნამდვილად იციან აქ (ამ რეალობაში) რომ ვიღაცას დააკლდა, ვიღაცას გული დასწყდა, დაენანა და მოენატრება…

ყველამ მინდა იცოდეს რომ სიცოცხლე როგორი ცუდიც არ უნდა იყოს მაინც ღირს… მეზიზღება ადამიანები ვინც ვერ აფასებს რას ნიშნავს იყო ცოცხალი… დააფასეთ ყველამ ის რაც გაქვთ…

“არ არის სიტყვა, არ არის სიტყვა,

სიტყვა სამძიმრად რომელიც ითქმის….”

სიცოცხლე ძალიან უცბად სრულდება.

rip

in loving memories of

კაპოტა და დათო

Post a Comment

5 Comments

  1. :(
    დათოზე წესიერი ბავშვი არ მახსენდება მე არავინ, წყნარი მოსიყვარულე დინჯი ჭკვიანი

    :(

    ეეეჰ...

    ReplyDelete
  2. სიცოცხლე სიკვდილით არ უნდა მთავრდებოდეს…
    სიცოცხლე ძალიან უცბად სრულდება.



    ორი სამწუხარო რეალობა...
    გუშინ გიოს დედამ ყველას გვთხოვა დათოსთვის ილოცეთო...მამამისი გვერდზე დაისვა... დათო იქნება ჩემი მესამე შვილიო...
    დღესაც მოვიდა დათოს მამა გიოს პანაშვოდზე...
    თურმე რა ელოდა...

    :((((((
    კაპიკია ადამიანის ფასი...
    წამია ადამიანის ცხოვრება :(((

    ReplyDelete
  3. Anonymous11:54 PM

    chem cxovrebas azri sikvdilis gamo aqvs.

    ReplyDelete
  4. rodrigo - sicocxles fasi sicocxlis gamo aqvs!! sikvdili ubralod amit tkbobis shans gaklebs gartmevs da xangrzlivobas gimcirebs

    ReplyDelete
  5. Anonymous2:10 AM

    In Memoriam...
    http://www.youtube.com/watch?v=_2qIU69q1zw

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!