როდესაც დასაწყისშივე მოვიდა სიკვდილი …

არადა რა კარგად დაიწყო წელი….

რა სასიამოვნოდ ვითარდებოდა მოვლენები.. რა სასიამოვნოდ გავატარე 2 იანვრამდე დრო…..

და უცებ მოვიდა სიკვდილი ….

დიდი სისწრაფე… თბილი და ძალიან საყვარელი ადამიანები… შემდეგ შეჯახება და სამი სიცოცხლის დასრულება….

ასე არ შეიძლება!!! არ უნდა ხდებოდეს მსგავსი რაღაცეები… არც ვიცი გავბრაზდე, მეწყინოს, ვიტირო თუ რა ვქნა… ეს ყველა ემოცია ერთად მავსებს …

ყველა ძალიან შემეცოდა და ძალიან გული დამწყდა, მაგრამ ყველაზე მეტად კაპოტა დამენანა…

ძალიან სასაცილო ადამიანი, ჩემი კურსელი რომელიც ნახევარ წუთზე მეტად გაჩუმებული არ მახსოვს … არასოდეს მინახავს უენერგიოდ და მოწყენილი…

შეიძლება ვერ ვნახულობდი ყოველდღე, არ ვურეკავდი ხშირად, მაგრამ მართლა ძალიან ძალიან მიყვარს, უფრო სწორად მიყვარდა რადგან აღარ არის ცოცხალი თუმცა მე ხომ არ შევწყვეტ მის სიყვარულს…

ცეტი, ხმაურიანი და ჯიუტი არსება…

არ ვიცი რა დავწერო ესეც რომ დავწერე მიკვირს , უბრალოდ რამე რომ არ მეთქვა , არ ამომენთხია სადმე კიდევ უფრო გავჭედავდი!!!

 

R.I.P კაპოტ!!!

1a (63)

Post a Comment

6 Comments

  1. Anonymous1:17 AM

    miyvarda! aq ar sebobs....
    shen martali xar... giyvars da eg siyvaruli arsad ar qreba....
    M.G.

    ReplyDelete
  2. სამწუხაროა :(

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!