და აი ძვირფასებო მიილია 2009 წელიც….
ვერ ვიტყვი , რომ ეს წელი ან ძალიან ცუდი იყო რამით, ან პირიქით გენიალური და აღმაფრთოვანებელი….
ისევე ჩაიარა როგორც დანარჩენმა 22 - მა ჩემს ცხოვრებაში… კარგიც იყო ცუდიც, აღსაფრთოვანებელიც და გულგასატეხიც, გამიხარდა რაღაცეები თუმცა მეწყინა კიდევაც …
კითვაზე რა იქნება 2010-ში პასუხი არ მაქვს, ისევე როგორც კითხვაზე რას ვაპირებ 2010-ში …
ალბათ რამეს დავაპირებ, ისევ დავწერ ბლოგზე, ვივლი სამსახურში, გავერთობი, მომენატრებიან საყვარელი ადამიანები, ბევრს ვიჩხუბებ და ვიბუზღუნებ, ისევ ვიქნები მაწაკა როგორიც აქამდე… ალბათ ყველაფერი ზუსტად ასე იქნება!!!
მიხარია რომ ახალი წელი მალე დაიწყება, მჯერა იმის რომ ყველა დასასრული რაღაც ახალის და უფრო სასიამოვნოს დასაწყისია (აგერ ახალი წლის მოსვლაც ხომ მაგას ადასტურებს).
რა გისურვოთ ახალ 2010 წელს?
მხოლოდ იმას გისურვებთ რასაც თავად ისურვებთ, ყველა ვიმსახურებთ იმას რაც საკუთარი თავისთვის გვინდა და არ გვენანება… ღირსები ვართ იმისა რაც გვაქვს და ვიღებთ იმას რისთვისაც ვიბრძვით!
ხოდა მაშ ასე ძვირფასო მეგობრებო, მკითხველებო და უბრალოდ გზააბნეულო სტუმრებო
გილოცავთ ახალ 2010 წელს!!
ერთად ვნახოთ რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები.
პ.ს მართალია მე არ მაქვს ნაძვის ხე მაგრამ მაქვს ნატვრის ხე .
აგერ გიზიარებთ მას და ჩაიფიქრეთ სურვილები და დაელოდეთ მათ ასრულებას!
6 Comments
Happy Happpyyyyyy
ReplyDeleteგილოცავ დამდეგ ახალ წელს :)
gilocav, gixdeba mawakoba :*
ReplyDelete: ) მარიამ...გილოცავ დამდეგ ახალ წელს...
ReplyDeleteრავიცი რა გითხრა...2009 წელი და შენ სხვანაირად მახსენდებით : )))
გკოცნი :love:
გისურვებ ბედნიერებას :)
ReplyDeletedidi madloba chemo sayvarlebo kidev da kidev ertxel!!! :*
ReplyDeleteგილოცავ :*
ReplyDeleteნუ შეიცვლები
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!