ბავშვობაში მეგონა რომ ….

მოკლედ ჩემი ბათუმური ვოიაჟის დასრულება არ მქონდა დამთავრებული და სვითიმ უკვე დასაბლოგი გამიჩინა და დამთაგა ბლოგზე ამავე სათაურის პოსტში….

ასევე დავუთაგივარ ქრისტინეს - მასაც ასეთსავე პოსტში

ხოდა მეც მეტი რა საქმე მაქვს დაღლილზე და დავწერ იმ სისულელეებზე რაც ბავშვობაში სიმართლე მეგონა, თუმცა მაშჳნ უკვე ძალიან მყარად ვიდექი ფეხზე მარა მეც მქონდა უაზროდ აკვიატებული იდეები.

сканирование00011

  1. ღრმა ბაშვობაში მეგონა რომ სოფლის ხევში მაქციები ცხოვრობდნენ (წიგნებს რა ვუთხარი მე ისიც არ ვიცოდი მაქცია რა იყო)
  2. დიდი ხანი მეგონა რომ ჰორიზონტზე (მდე) მისვლა შეიძლებოდა და იქ დამთავრდებოდა ის ადგილი და ახალი, სხვანაირი ადგილი დაიწყებოდა
  3. მეგონა რომ 2 ცისარტყელას თუ დავინახავდი სურვილები ამისრულდებოდა
  4. დიიდიი დიდი ხანი მეგონა რომ ბაბუაწვერას ნამდვილად შეეძლო სურვილის ასრულება (რომ შევუბერაბდი ისე შტამბეჭდავად იფანტებოდნენ რომ… )
  5. ისიც მეგონა რომ რაც მეგონა ყველაფერი სინამდვილე იყო

მეტი არ მახსენდება არაფერი :) ძირითადად ჩემი მაწაკი ბიძაშვილები ან ვიღა მსგავსები მიჟვამდნენ ყველანაირ წარმოდგენებში და მერე ნელა ნელა მოვეშვი მასეთი სისულელეების დაჯერებას :))

ვთაგავ:

OTO

JoKey

ანნა-მარია

Post a Comment

8 Comments

  1. raio sisuleleebio??? hm hm me exlats zustad vitsi rom mjera

    ReplyDelete
  2. lei'la :)
    zogi midis zogi modis paradia :D

    ReplyDelete
  3. bolo punqti - magaria :))

    ReplyDelete
  4. :D მაქვიები რა იყო არ ვიცოდი, მაგრამ მე მეგონა რომ ალები ცხოვრობდნენ. ლამაააზი ქალები გრძელი თმებით :

    ReplyDelete
  5. დაწერა მომიწევს ? : )

    ReplyDelete
  6. "დიიდიი დიდი ხანი მეგონა რომ ბაბუაწვერას ნამდვილად შეეძლო სურვილის ასრულება (რომ შევუბერაბდი ისე შტამბეჭდავად იფანტებოდნენ რომ… )" ჰაჰა,აამ ეს მეც მიწერია პოსტში.

    ReplyDelete
  7. შენ რა რომანტიული ბავშვი ყოფილხარ, მე ეგეთ საყვარლობებს ვერ მაჯერებდნენ. ანუ ბაბუაწვერებს და ცისარტყელებს :D

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!