იქ სადაც ახლა ვარ - ნიავი ჩემს ჰამაკს ეფერება!!

უკვე მეორე დღეა ბებიასთან ვარ აგარაკზე.

რაღა თქმა უნდა ჩამოსვლისთანავე ბებია დატრიალდა  - ეს გინდა? ის გაგიკეთო? ამ ხემ იმდენი მოისხა, ეს უნდა მოვჭრა… მოკლედ ბებიას ძალიან უყვარს შვილიშვილები რომ ჩავდივართ მასთან, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერს ვურევთ , ბევრ რამეს ვაფუჭებთ და მოკლედ ბევრ უბედურებას ვახერხებთ.

ამჯერად 5 შვილიშვილიდან მხოლოდ მე ვარ. ჩამოვედი თუ არა ჰამაკი გავშალე და ჩავიფლაშე შიგნით,გვერდით ტაბურეტი მოვიდგი, ზედ წიგნი, ჭიქა და აიპოდი მოვათავსე და ვისვენებ.

მაგრად მიყვარს აქაურობა, სიმშვიდეა მიუხედევად იმისა, რომ მეზობლებიც ბევრი არიან და მათ პატარა ბავშვები ჰყავთ.

მთელი დღე შემიძლია ვიწვე ჰამაკში (ვარწიო ჩემი თავი , დიდი ხნის წინ შემუშავებული ტექნიკით) ვიკითხო წიგნი, დავიძინო, გავიღვიძო, დავლიო ყავა, ისევ წავიკითხო ერთი გვერდი დავიღალეთქო ვთქვა და ისევ დავიძინო… გავიღვიძო ვუყურო მზის ჩასვლას უზარმაზარი ვერანდიდან, გავიდე გარეთ ცოტა გავიბოდიალო, მოვიდე – დავეწვიო ბებიას ჩაიზე და ისევ დავიძინო!!

მოკლედ ძალიან ბებრულად ვატარებ დროს აგარაკზე , მაგრამ უზომოდ მიყვარს აქაურობა! აქ გავიზარდე, ყოველი ზაფხული სადღაც 10 წლამდე მხოლოდ ამ ადგილთან მიასოცირდება …

სახლი პატარა და საყვარელია , მყუდრო და გრილი….

ბებია სულ მუშაობს , ნუ თუ არადა კროსვორდების შევსებით ან მეზობლებთან სიარულით ირთობს თავს (ამინდს გააჩნია).

ხოდა შაბათს ბებიას დაბადების დღეა და მთელი ნათესაობა ჩამოვა, იქნება არეულობა და ბარდაგი (ბებია ისევ დაიწყებს - რად გინდოდათ რომ შეწუხდით, არ იყო საჭირო, აუ ახლა რა გაშლის სუფრას) მაგრამ მაინც ძალიან მაგარიაა!!

მიყვარს თელადგორი და  ბებიაა!!!

აბა თქვენ იცით არ მოიწყინოთ , ერთ დღეში თბილისში ვიქნები ისევ!!

Post a Comment

2 Comments

  1. au ra magaria!
    bebiacchemebic mase arian zustad!orond dadgebian xolme da mafaseben : ra gavxar, dzarlis natrevs gavxar :D, sachmels ar gachmeven?es dzvlebi raaa :D aqedan rom gagishvit mase ar iyavi (arada bolo 7-8 welia wonas moxolod +- 3 kilo icvleba) :D :D
    moklet bebiebi magrebi arian!

    ReplyDelete
  2. მინდა სოფელში :(

    ინტერნეტი თუ მექნება იქ [რაც წამოუდგენელია] ხომ საერთოდ..

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!