მოკლედ დღეს გეგმაში იყო სვითისთან სტუმრად წასვლა. გვანცა და ლოლა შუადღეზევე იქ იყვნენ, მე და ბაკომ კი ცოტა დავიგვიანეთ!
საუკეთესო საღამო იყო, ფაქტიურად ძევიშნიკი, ფაქტიურად იმიტომ, რომ კოტეც სახლში იყო, თუმცა ყურებზე ”ნაუშნიკებ” ჩამოცმულს არაფერი ესმოდა და არც ეცალა ჩვენთვის - თამაშობდა გაქანებული.
გოგოები შუა ოთახში ვისხედით, ვჭორაობდით, ვაგემოვნებდით ჭიან ბალს, ვიცინოდით, ვუჩხიკინებდით კომპს და მოკლედ დროს არ ვკარგავდით უქმად.
საღამოსკენ მოგვშივდა და მარომ თხოვა რამე გააკეთეო (მე ხომ ოჯახის დამსახურებული მზარეული ვარ) ხოდა მეც როგორ ვახვეწებდი დიდხანს -დავთანხმდი. დავთანხმდი , მაგრამ დროებით მარჯვენა ხელის მოძრაობა ფრიად შეზღუდული რახან მაქვს ( წინა პოსტში რომ დავწერე როლიკებით დავეცითქო, იმის გამო) გოგოებმა ყველაზე საპასუხისმგებლო მოვალეობები გადაინაწილეს, მე კი ვხელმძღვანელობდი საჭმლის გაკეთების პროცესს.
მარო კარტოფილს წმენდდა, ბაკო აქუცმაცებდა, გვანცა მოსასხმელ სოუსს ამზადებდა, ლოლა სალათს ჭრიდა, მე ვხელმძღვანელ-ვმეთვაყურეობდი, ხოლო კოტე რა თქმა უნდა თამაშობდა და თამაშობდა.
მინდა გითხრათ ჩინებული ვახშამი გამოვიდა გოგოების დამსახურებით, მზადების პროცესში კი ვმაიმუნობდით მუსიკის ფონზე.
საღამო ძალიან ემოციური და სასიამოვნო იყო! დაიგეგმა მომავალი Weekend-ი და მოკლედ დრო ფუჭად არ დაგვიკარგავს.
გოგოებო მიყვარხართ ძალიან!
Bako-ს პოსტი
8 Comments
მეც მიყვარხართ! :user:
ReplyDeleteრა საყვარლები ხართ
ReplyDelete:user:
ჩემები მომენატრნენ :(
dzalian magariaa :)))
ReplyDeleteსვითი გახდა თუ მეჩვენება?
ReplyDeleteსოფი გახდა
ReplyDelete...და ცხოვრობდნენ ისინი ტკბილად და ბედნიერად.
ReplyDeleteისე, როცა სპაგეტის დამზადებას გადაწყვეტთ, ან მე დამიძახეთ, ან მეც დამპატიჟეთ. ოღონდ: ხახვი არ დამანახოთ შიგ, თორე გავრბივარ ეგრევე. ვოტ :P მომიშალეთ ნერვები!.. არადა, ძალიან კარგი პოსტია.. :))))
I guess you must have had a blast :)
ReplyDelete@Exposemaximum
ReplyDeleteno we have not any blasts :D
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!