წარსულის მხიარული მოგონება

P1090355

ძალიან უცნაური ბავშვი ვიყავი ზოგადად, მაგრამ როგორც ყველა ბავშვს მეც მქონდა დღიურები.

P1090356

ჩემი დღიურები 13 წლის ასაკში წყდება მაგრამ მანამდეც იმდენი სისულელის დაწერა მოვასწარი რომ ნამდვილად არ მწყდება გული დაკარგულ ჩანაწერებზე (იმათზე, ამის შემდეგ რომ შეიძლებოდა დამეწერა)

ალბათ ყმაწილობაშიც (ლოლ) ვგრძნობდი რომ მომავალში მემუარების წერა მომინდებოდა, ამიტომ ზედმიწევნით კარგად მაქვს აღწერილი ყველაფერი რაც ჩემს თავს 11დან 13 წლამდე ხდებოდა.

P1090344ყველა მოვლენა, ადამიანი ან ჩაცმულობა გულისრევამდე მისული სიზუსტით მაქვს აღწერილი , ხოლო თუ გამიმართლებდა ფოტოებსაც “ვჩითავდი” და შიგნით ვაკრავდი (საზარელი მინაწერებით)

 

ჰოდა რატომ გიყვებით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ დღეს ვიპოვნე ზუსტად ეს დღიურები და სიცილისაგან პულსი ეხლაც აჩქარებული მაქვს.

 

 

ძალიან ბევრი სასაცილო რაღაცები მიწერია :

დღიური #1 – 11 წლის

ნუ ჯერ ძალიან კაიფია დღიურის დასაწყისში ჩემი ყოვლისმომცველი დოსიე, სადაც ჩამოთვლილია:

საყვარელი -

  • ყვავილი
  • ფერი
  • წელიწადის დრო
  • მანქანა
  • ტკბილეული
  • წიგნი
  • ფილმი
  • ფეხსაცმელი

და მხოლოდ ეს არ ვიკმარე , აქვე მიწერია ჩემი ფიზიკური მონაცემებიც :

  • სისხლის ჯგუფი
  • სიმაღლე
  • წონა
  • ფეხის ზომა

ნუ ამ ყველაფრის მერე კიდევ წერია ჩემი ოჯახის მიმოხილვა და გაკვეთილების ცხრილი, შემდეგ კი მიწერილი P1090349მაქვს რომ თუ ამ დღიურს ვინმე იპოვის ამა და ამ ნომერზე

დამიკავშირდეს მეთქი (ძაან წინდახედული ბავშვი ვიყავი), ამ პერიოდში დავდიოდი ფარიკაობაზე , სადაც მომწონდა ვიღაც (აარც სახელი მახსოვს

არც გვარი, არც ჩანაწერში ჩანს) მხოლოდ მისი ზედმეტსახელი “დოყლაპია” მიწერია . ხომ წარმოგიდგენიათ 11 წლის ბიჭი რომელიც მომწონდა და დოყლაპიას ეძახდნენ.

ამის შემდეგ ერთი 5 გვერდი არის ჩემი მსჯელობა იმაზე თუ რატომ დამაწიწკნა პარალელურკლასელმა ბიჭმა თმები და რას გულისხმობდა ის (ნუ ძალიან ძალიან ჩაფიქრებული ვიყავი ამ ამბავზე)

 

 

 

 

ამ დღიურში დანარჩენი სულ სკოლის გაცდენაზე და ტყე ღრეში ხეტიალზე წერია. კიდევ წერია იმაზე რა უნდა გავაკეთო ზაფხულში, რომ აუცილებლად უნდა წავიდე აგარაკზე და იქ ბევრი ვიკითხო. (მუდრაია ია)

P1090357

დღიური # 2- სახელით “მეგობრობის გალაქტიკა”

P1090345 შემდეგი არის დღიური რომელიც ისევ 11 წლისას მქონდა მაგრამ მთავარი ისაა ამაში ვწერდი ჩემს დაქალთან ბაიასთან ერთად (აი იმასთან 13 წელია რომ მიყვარს) მთელი კაიფი ამ ჩანაწერებში ისაა რომ ვწერთ ორ ბიჭზე, ვინც მაშინ მოგვწონდა .  ძალიან სასაცილოა ისიც რომ ამ ჩანაწერებში იმ ბიჭებს მოვიხსენიებთ “ჩვენ შეყვარებულებად” და გვერდით მინაწერები გვაქვს, რომ ვერასოდეს გამოვუტყდებით სიყვარულში. დღიურში არის ბევრი სასიყვარულო წერილები, ლექსები და დორბლები , თანაც ყველაზე სასაცილო ისაა რომ ამ დღიურის წარმოების პერიოდში ვიძიებდით რაღაცეებს ,გვქონდა უცნაური ჩანაწრები, მაგალითად :

ბაია წერს- **** არის ჩემი შეყვარებული,არის შავგვრემანი, უყვარს გოგოების წვალება-განსაუთებით ჩემი. საჭმელებიდან გიჟდება ხაშზე-რაზეც მე გული მერევა. (აი რა ფეხად გვაინტერესებდა ნეტა ესეთი სისულელეები)

მე მიწერია- ანკო (ეს კოდური სახელწოდება იყო) არის ნორმალური სიმაღლის შავგვრემანი, უყვარს ჩაი, გართობა და ბუზღნი (ნე ფიგა სებე დახასიათება) ძალიან უყვარს ბავშვები (ეს მე მგონი ერთადერთი საერთო მახასიათებელი გვქონდა და გამოყოფილად მაქვს აღნიშნული)

ეს დღიური ბოლოში ძალიან ოპტიმისტურად კი მთავრდება მარა როგორც თქვენ ვერ გაიგებთ რა იყო მერე, ისე ვერ გავიგეთ ჩვენც.

 

ბოლო დღიური #3

უკვე 13 წლისას მაქვს დაწერილი , შედარებით “აზრიანი” ჩანაწერები და უფრო მეტი მსჯელობაა (ოი მამა რა მუდრი ბავშვი ვიჩითებოდი)

მიწერია ზოგად ურთიერთობებზე, მაქვს ოჯახის წევრების გარჩევა და სკოლის ამბები, ხოდა ერთ ერთ ასეთ სკოლის ამბავში მიწერია ასეთი რაღაც:

“თურმე ნარგიზას უთქვია, რომ ბიჭები რომ გოგოებს ეკელუცებიან ამიტომ არიან ბიჭები აცუნდრუკებულებიო, აბა ბიჭს თუ არ ეკეკლუცე რა ჯანდაბად გინდიან (ეს სიტყვა ზე გრამატიკულია) , როგორ მაინტერესებს? “

(ნარგიზა დამრიგებელი იყო კლასის და ჩვენი არანორმალური კლასი სულ განხილვის საგანი ხდებოდა სამასწავლებლოში) გადავყირავდი ამის წაკითხვისას.

P1090354

მერე ისევ მაქვს განხილული ამ ასაკში სიყვარულის და ყურადრების გამოხატვის მანერები და ბევრი კითხვები მიწერია, მაგალითად  - “გამიჭირა საქმე სულ მჩქმეტს და ჩემს გევრდით ჯდება რა უნდა ვერ გავიგე, ცარიელი მერხები აღარაა? რას გადამეკიდა რა უნდა”

 

მოკლედ სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეჩვენებინა, მართალია სამივე დღიური თავიდან ბოლომდე მაგარი ხოხმაა მაგრამ ამდენს ხომ ვერ დავწერდი აქ. დასანანია მართლაც რომ 13 წლის მერე არაფერი არ დამიწერია თორე კიდევ უფრო გავერთობოდი.

Post a Comment

19 Comments

  1. ჰეჰეეეე. ძაან მაგარი იყო.
    მეც მაქვს ბავშვობის დღიურები.
    ერთხელ აუცილებლად დავწერ ამის შესახებ. :))

    ReplyDelete
  2. ჰე ჰე კაი იყო :) ბოლო ფრაზა განსაკუთრებით:)
    ბაია ვერ ვიცანი ბოლო ფოტოზე.

    პ.ს. მე ჩემები მგონი ყველა გადავყარე, არ მიყვარს დიდად ძველ მოგონებებში დაბრუება:)
    ერთი მაქვს, სადაც ექსკურსიები მაქვს ზუსტა მასეთი გულისამრევი სიზუსტით აღწერილი, არანაირი ემოცია – მშრალი ფაქტები :D რა ჯანდაბად მინდოდა – არ ვიცი :D

    ReplyDelete
  3. me gadavyare, ara, jer davwvi da rac darcha gadavyare :D ra mewera netav aseti...

    ReplyDelete
  4. Anonymous11:57 PM

    auuu egtebi mec maqvs da sxvatashris exlaxans gadavackdi :D xoda erti bichi momconda dzaan romelmac me da chemi daqali daagvpatija sadgac xoda ikidan ro movdiodiit vikidet yvavilebi chvenit da yvelas veubnebodiit im bichmaa gvachukaoo da dgiurshic zustad ase miceria da fchxilebshi sul xixixixixi ragaceebi ceria cipa mere ar damavickdes ro vityuebodi :d 10 clis viyavi magas ro vcerdi :D

    ReplyDelete
  5. დღიურები არასდროს მქონია : D

    LOVE THREE YEAR YOU : P

    ReplyDelete
  6. Katieé... - ras ambob me zalian vxalisob, chemi carsuli ar mitydeb :D

    OTO - Thanks Dear :) ^_^

    ReplyDelete
  7. აუუუ ახლა გამახსენდა ის ამბავი რომ მოყევი ამასწინათ, პატარა რომ იყავი და რომ გაგიკვირდა "ტრაკი" ცუდი სიტყვა რატომ არის და "ცხვირი " არა, ორივე ხომ გვაბიაო :D
    მეც მაქვს სადღაც დღიურები , ზაფხულშI რომ ჩამოვალ გადავიკითხავ და დავწერ ალბათ.
    თან ჩემ დღიურს "ტოკუნა" ერქვა ( ტომ კრუზისადმი ჩემი სიყვარულის პონტში) ანუ ვითომ ტომს ვუყვებოდი ამ ამბებს : ) )))))))

    ReplyDelete
  8. აუ, პირველ სურათში რა საყვარლად იმასშვები ცხვირს :love:


    დღიურები არ მქონდა, რადგან დიდი საშიშროება იყო, ვინმეს წაეკითხა. წერილებზე გამოვცადე ეს ფაქტი და დღიურები გადავიფიქრე მერე

    :(

    ReplyDelete
  9. Anonymous2:27 AM

    დღიური, ერთი მხრივ, მაგარ იდიოტობად მიმაჩნია: რატომ უნდა გაკადნიერდეს ადამიანი იმის გამო, რომ რაღაც წერის მანერა აეკვიატება და ქაღალდად ქცეულ საცოდავ ხეებზე რაიმე "ნააზრევებს" ჯღაბნის...? ვითომ ამით რამე მნიშვნელოვანს აკეთებდეს. უბრლოდ თავის ეგოისტ ჭიას ახარებს...
    მეორე მხრივ, რავიცი, აბა რა აკეტოს ადამიანმა? გმერტმა მას ცხოველზე მეტი ტვინი და მოსაზრება მისცა, რომ, გარდა ჭამისა და გამრავლებისა, კიდევ სხვა ფუნქცია შეეთვისებინა. აქ კი დღიურის წერა კიდევ არაფერია იმ სხვა მავნებლობებთან, რომლებიც ასევე შეითვისა ადამიანმა...
    ნუ მოკლედ, მე დღიურების წერა 2007 წლის 16 სექტემბრიდან დავიწყე, რა ჩემი შორეული მეგობარი დავკარგე, რომელმაც არც კი იცოდა ჩემი არსებობის შესახებ...:(
    რავი, ალბათ, კარგია დღიურების წერა. ამით გარდაცვალების შემდეგ, ინფორმაციასთან ერთად, რაღაც მინიშნებებს უტოვბ შენზე შენს შემდგომ თაობას და აქექვინებ მტვრიან წარსულში. ასე რომ, შეგვიძლია, ვიეშმაკოთ და დღიურებში რაიმე განძზე ან გადამალულ საოცრებებზე ვწეროთ, რომ, ჩვენი გარდაცვალების შემდეგ, უფრო დიდხანს დავრჩეთ სხვების ყურადღების ცენტრში. რა ვიცით, ეგებ ფილმიც გადაიღონ რომელიმე ჩვენგანზე!...
    მგონი პოსტი გამომივიდა :))))) მაგრამ თემაა საინტერესო :P

    ReplyDelete
  10. მე დღემდე ვწერ დღიურებს :) მაქვს ერთი გაქუცული რვეული და ვიწერ, ვინ მომწონს, რატომ მომწონს... :ლოლ: ზურიუს, ძალიან შემცდარხარ, დღიური ადამიანს ზრდის და აზროვნებას ასწავლის, ვოტ ტაკ. გასული წლების დღიურებს რომ გადავხედავ, ვადარებ ჩემს ახლანდელ ხასიათს, ფასეულობებს (ნდიახ!) და აღმოვაჩენ, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა ჩემში, გარდა პარტნიორების და თმის ფერისა :)

    ReplyDelete
  11. mteli abvshvoba vcerdi dgiurebs,magram kacma ar icis rato,arc mashin vkitxulobdi daceris mere da axlac ar momdis tavshi azrad mageebis gadaqeqva...

    ReplyDelete
  12. da ise shen 1 experimentulshi xo ar sxvaclobdiii? :) nacnobi saxeebiaa da

    ReplyDelete
  13. რატომ არ ვარ კლასის სურათში, ბლინ???




    მაგარი პოსტი იყო ძალიან.
    აი იმენა ძალიან.
    გამიხარდა ასეთი პოსტის წაკითხვა.

    ReplyDelete
  14. Anonymous5:05 PM

    dzaan sitsotskhle bavshvi ikavi da khar!!! mama

    ReplyDelete
  15. აუ ლევანი რა როჟაა ზოროს ტანსაცმელში :D :D

    ReplyDelete
  16. ეჰ, კარგი იყო ბავშვობა.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!