გუშინ ღამე , უფრო სწორად დღეს (7 ივნისს) ღამის 2 საათზე დავწექი დასაძინებლად, დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი, ოფფროუდზე მივდივარ….
კარგა ხანს ვიწრიალე , როდის ჩამეძინა არ ვიცი…. დაახლოებით 5ის ნახევარზე მირეკავს მეგობარი(ბაჩი) და მეუბნება რომ ჩემთან მოდის და აუცილებლად უნდა მნახოს (ნუ ვინაიდან ჩემთვის მეგობრობა ვერტიკალურია და თან ბრუნვადია, რა თქმა უნდა სასწრაფოდ ავდექი ხალათი ჩავიცვი და ჩავედი ქვემოთა სართულზე) , 5 წუთში ჩემს კარებთან იდგა მისი მანქანა. კარები ჩუმად გავაღე (მამაჩემს ეძინა და გულიც გაუსკდებოდა რომ გაეგო ხმა) შემოვიდა , როგორ ხარო ძალიან უცნაური სახით მკითხა, დავჯექით სმზარეულოში და უცებ წამოხტა , “მანქანაში რაღაც დამრჩაო” და გაემართა ისევ კარებისკენ, ნუ მეც მორჩილად გავაღე კარი და ველოდები ….
ველოდები და ამ დროს კი სიბნელეში მანქანიდან ვიღაც გადმოვიდა , კარებთან მოირბინა და …..
ვეღარ ამოვისუნთქე, სახლში შემოვედი და კედელთან ჩავიკეცე…. ჩემი 13 წლიანი სიყვარული, ერთადერთი ამ დროისათვის , ის რომელიც ერთი წელია პრაღაშია სასწავლებლად და რომელიც 16 ივნისს უნდა ჩამოსულიყო…. ჩემს კარებთან იდგა…. ცრემლები ძლივს შევიკავე…. ვერ აგიღწერთ რა გრძნობა დამეუფლა…. ჩავეხუტე და … სუნთქვა ძლივს დავიწყე…..
დებილი, დებილები…. კინაღამ გული გამიჩერდა….
სიურპირიზი ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს ნამდვილად……
მთელი ღამე ვიჯექით , ვიცინოდით, გვიყვებოდა პრაღის ამბებს…. ამ დროის განმავლობაში მოვასწარით ნაყინის , მარწყვის და კიდევ ბევრი საკვების შთანთქმა…. ამ წუთამდე აზრზე ვერ მოვსულვარ….
დებილი, არადა ეგონა რომ მივხვდებოდი , სულ ვხვდები ხოლმე ყველაფერს , მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდებოდი, არადა რამდენიმე დღით ადრე ეს იდეა მე თვითნ შევთავაზე ოჯახისთვის გაეკეთებინა და უარი მტკიცა , თვითონ კი თურმე ზამთრიდან ამას გეგმავს….
საყვარელიი, ღმერთო რა უკიდეგანოდ მიყვარს!!!!!
ეხლახანს წავიდნენ, ოჯახი უნდა ნახოს, არც იმათმა იციან…. არადა ჩემთან მოვიდა , დილა უთენია….
თანაც იცოდა, რომ ჩემი გაღვიძება საშინელი საქმეა, მაგრამ ისიც იცოდა
რომ ძალიან გამიხრდებოდა, მაგრამ ნამვილად არ იცოდა რომ ასე
უკიდეგანოდ გამიხარდებოდა!!!
ძალიან მიყვარს და ამ წუთამდე ჯერ ააზრზე ვერ მოვედი!!!!
კოკო მიყვარხარრრ!!!!!
პ.ს ულამაზესი საჩუქრები ჩამომიტანა
17 Comments
უი,მახსოვს ამ შენს სიყვარულზე გულიკებიანი პოსტი : ))))
ReplyDeleteლუვ ლუვ
მაგარია :2კისს:
საშინლად მაგარი გრძნობააა! -)))) ძააალიან ძალიან ძალიან! მეც რომ ვკითხულობდი უცბად მეგონა მე მომადგა სახლში უსაყვარლესი მეგობარი -)
ReplyDeleteჰოო, ძაან მაგარია.
ReplyDeleteწარმოვიდგინე მე რომ გავაკეთო 1 წლის მერე, ამერიკიდან რომ ჩამოვალ :P მარა მე ვერ მოვითმენ ეგრე.
ვნახოთ ვნახოთ...
ძალიან კი მომწონს ეს იდეა ;)
umagresi postia mar, umagresiiii. isev is grznoba ganvicade rac dilaadrian :)))
ReplyDeleteda shen saxshia r ici ra moxda :))))
isa da gtxovt avtoris ublebebi davicvat :D plagiatobas nu vecevit :P
LOVE SURPRISES : )
ReplyDeleteESPECIALLY AT 5.00 AM : D
ვაიმე რა ძალიან მაგარია. გული ამიჩუყდა :)
ReplyDeleteააააააააა
ReplyDeleteვაიმე ბაკო ჩამოვიდა?
თვალზე ცრემლი მომადგა რომ ვკითხულობდი ))) რა მაგარი ქალია ე
მეც მინდა პრაღაში, მერე ასეთი სიურპრიზი რომ მოვუწყო მეგობრებს :D
ReplyDeleteვიტყუები :(
au sesiliiiiiiiiii :love:
ReplyDeletevaimeee ra sayvarelia, rogor miyvars egeTi ambebi. mec davadeqi chem daqals adre da guli kinagam gauskda.
aaaaaaaa ra kargi shegrdznebebiaaaa :jump:
wooooooooooooooow!
ReplyDeleteბაკოოოოოოოოო!!!
welcome home!!! :* :* :* :*
madloba gaiz rom igrzenit tqvenc lav iu all!!
ReplyDeleteვაა, ბაია ჩამოვიდა უკვე:)))
ReplyDeleteკარგიაა:)
ესე იგი არტგენზე გნახავთ უფრო ადრე თუ არა :D
ra karad mesmis sheni,ase gamiketes ramdenjerme da sul dedis ginebebi moxvdat chcemgan,ai veeer vitan vera, zaan guli miskdeboda xolme ;/
ReplyDeletekahsmaria, sasiamovnoa magram ver vitan imena am surprizs, kvercxobaa
sul minda,rom igive gavaketo da jer ver gavcdi saqartvelos sazgvrebs :(
ReplyDeleteვააა
ReplyDeleteმაგარი იქნებოდა :ბის:
vaimeee, so sweeet :) ra magari surprise moucyvia shentvis. vgijdebi eset ragacebze!!!! :*
ReplyDelete"ბაჩი" არა რაა ... :rolleyes:
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!