ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ძმის დაბადება, მახსოვს სამშობიარო, დედა რომელიც მესამე –მეოთხე სართულის ფანჯრიდან ხელს მიქნევდა, მახსოვს ეზოში მომლოდინე ხალხი, მანქანა…. ყველაზე უკეთ კი ემოცია მახსოვს…. |
4 ივნისს ღამის 3 საათზე პირველი შეგრძნება გამიჩნდა, როდესაც მამაჩემი, მისი ცოლი და ჩემი ძმა სამშობიაროში წავიდნენ…. ავღელდი…
თვალი არ მომიხუჭავს, ვიჯექი დილამდე, ვიჯექი ისევ თითქოს უმეციოდ , მაგრამ ვღელავდი. ამ დროს რეალურად მამაჩემზე უფრო მეტად ჩემი ძმის იმედი გამიჩნდა (არადა არაფერი არ ხდებოდა ეგეთი რომ იმედი ყოფილიყო საჭირო , მაგრამ მაინც), ვიჯექი და ვფიქრობდი….
გამთენიისას 6ს რომ 15 აკლდა მამაჩემმა დამირეკა და მითხრა რომ პატარა დაიბადა, უცებ მოვდუნდი, ისევ ჩემი ძმის დაბადება გამახსენდა… ისევ ამიჩქარდა გული, მაგრამ ამჯერად ეს იმდენად ძლიერად აღარ განვიცადე…. ალბათ 18 წლის წინ ეს ჩემთვის ძალიან გაუგებარი და უცხო რამე იყო…. ფრაზა “ შენ ძმა გაგიჩნდა” ეხლა უკვე შემდეგნაირად ჟღერდა “მარიამ გილოცავ პატარა და გყავს”….
რა გამეორებადია ემოცია მსგავს სიტუაციებში, უბრალოდ ეს ემოცია აზრივნების უნარის გაჩენასთან და რეალობის უკეთ აღქმასთან ერთად უფერულდება ალბათ…..
მაინც ძალიან ავღელდი, მაინც ძალიან გამიხარდა, მაინც ძალიან სასიამოვნოა….
მიუხედევად ყველაფრისა ახლა ვიცი რომ მე ორი ჩემზე პატარა არსება მყავს გვერდით, ორივე მთელი ცხოვრება გამაბრაზებს და ორივე მაინც ძალიან მეყვარება :)
მე ახლა მყავს დიდი ძმა და ახალშობილი და ….
17 Comments
აუუ ეხლა გამახსენდა ჩემების დაბადებაც..
ReplyDeleteნუ ძმის არა,იმიტომ,რომ მაშინ 5 წლის ვიყავი.
და რომ გაჩნდა 10 წლის ვიყავი და ნუ ისეთი არაფერი
აი ჩემი პატარა და რომ გაჩნდა, 15 წლის რომ ვიყავი, უკვე ოფლში ვიწურებოდი ნერვიულობისგან და აი შენნაირად გული მიჩქარდებოდა :უსერ:
ეხლა კიდე ამ პოსტზე ამიჩუყდა გული :E
:პატივისცემით მუდამ თქვენი ქათამი:
gilocav :)))))))
ReplyDeleteme dzma ro gamichnda 4 clis viyavi da aranairi emociaa ar maxsovs :((((
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteგილოცავ საყვარელო და ღმერთმა გაგიზარდოს. ძალიან გულიანად და ემოციურად მოყევი შენი ამბავი. როგორც წესი ადამიანების პირადული ამბებით დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ შენმა დამაინტერესა, იმიტომ რომ შენია, იმიტომ რომ ძალიან ჩახლარტულია ეს ყველაფერი (მესამე და ამბავი) და მიხარია, რომ ბედნიერი ხარ პატარა დაიკოს გაჩენით. მერწმუნე კარგი დაიკო იქნება შენთვის :) ძამიკო მომიკითხე (ბეზ ზადნიხ მისლეი) :):) ხო და ლეილაც :)
ReplyDeleteმე ჩემი ძმის ამქვეყნად მოვლენა არ მახსოვს, მიზეზი მარტივია 2 წლისაც კი არ ვიყავი. ხოდა შენ გილოცავ, თუ კარგი აშუშენია კიდევ უფრო გილოცავ :))
ReplyDeletemadloba chemo zvirfaseboo
ReplyDeleteAlex - gamecina :) didi madloba , gavcitldi kidec :)
gilocaav :)
ReplyDeletechemi dzma ro daibada 3 wlis viyavi da shegrdznebebi, xalxi, sul ise maxsovs shen ro dacere da gamxsenda yvelaferi :)
გილოცავ გენაცვალე, ღმერთმა ბედნიერი გოგო გაგიზარდოთ :) მე 2 თვეში ველოდები ძმიშვილს და ჯერ მარტო იმაზე მიჩქარდება გული მუცელზე რო ხელს ვადებ ჩემს რძალს და ის ლაწირაკი შიგნიდან ფართხალებს :) :*
ReplyDeleteგილოცავ
ReplyDeleteმეც მინდა, ოღონდ ძმა
vaimeh guli amichuyda isev, madloba chemo sayvarlebo
ReplyDeleteგილლცავ პატარა დაიკოს დაბადებას.
ReplyDeleteახალი სიცოხლეს დაბადება მართლაც რომ სასწაული და განუმეორებელია.
უი, ძეტკა, მე ისიც არ მახსოვდა რომ ორსულად იყო )))
ReplyDeleteგილოცავ, ასწორებს სახლში რომ კიდევ ერთი დასაჭმუჭნი რაღაც გიგდია, გაერთობი, როცა მოიწყენ )))
მე ჩემი ძმის დაბადება არ მახსოვს, მაგრამ მას ახსოვდა ჩემი დაბადება კარგად. სანამ მუცელში ვიყავი და ექოსკოპიის შედეგებიც არავინ იცოდა, ჯერ კიდევ მაშIN ამტკიცებდა ,რომ დაიკო ეყოლებოდა. მუცელზე ეფრებოდა დედაჩემს და მე მელაპარაკებოდა. რომ დავიბადე ძალიან გაუხარდა და სახელიც თავად შემირჩია.
ReplyDeleteteo - vaimeh sayvareliiii :D
ReplyDeleteმოიცა, მერამდენე ცოლიო? :O:O
ReplyDeleteნუ რავი... საღოლ!... კაია ალბათ. ორს მაინც რომ მოვაგროვებ, მერე ვნახოთ :)
რაც შეეხება ბავშვს, ახალი სიცოცხლის დაბადება მაგარი რამეა. ანუ სჰენ თვალწინ რომ კიდევ ერთი ახალი წელი დაიწყება (დაბადებაშ პირად ახალ წელს ვეძახი) :)
რავი, ბედნიერები იყავით და ა.შ.
P.S. ისე, ბავშვი მანამაა ყველაზე საშიში, სანამ ლაპარაკს ისწავლიდეს. როცა ენას ამოიდგამს, მერე კი გეტყვის, რაც სჭირს და ალბათ კარგადაც გამოგლანძღავს "სიმუნჯის" პერიოში რომ გაუთავებლად ეფერებოდი ნებართვის გარეშე :D:D:D:D
zurrius :D :D :D
ReplyDeleteho sanam ar laparakobs zalian rtulia mastan urtiertoba :D
<3<3<3
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!