დღესდღეობით არსებობს რა ინტერნეტი და კომპიუტერი ძალიან ბევრი საშუალებაა იმის, რომ ვიღაც გაიცნო დაუმეგობრდე, დაუახლოვდე და გქონდეს ურთიერთობა (ნებისმიერი სახის და სახით).
ზოგადად ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა ადამიანს რაიმე განსაკუთრებული სახით მოაწონო თავი, სხვადსხვა web რესურსებზე განსხვავებული საშუალებებია ამის, მაგრამ არა, ჩვენ ხომ ქართველები ვართ და ქართულადვე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, მიუხედავად იმისა რა შესაძლებლობები გვაქვს.
ასე მაგალითად ავიღოთ Face.ge –ამ სოც. ქსელში შეგიძლია მოიწონო კონკრეტული მომხმარებლის ფოტოები , შეაფასო ყველა მისი მონაცემი (პროფილი, სურათი და რავიც) გააბა მასთან ონლაინ ურთიერთობა , გახდეთ წყვილი , მოკლედ ბევრია საშუალებები , მაგრამ რატომღაც უმეტესობა ფოტოების ქვეშ ნახავთ ისეთ ხისტ კომენტარებს როგორიცაა :
“MAGRAD MOMWONE DA RA VQNA? GAMECNOBI TU RA VQNA? MITXARI.”
ნუ აი ეს ყველაფერი მკლავს მინდა ვთქვა. არადა ხომ შეიძლება ნახო ფოტო დაწერო ნორმალური კომენტარი და მერე მისწერო ადამიანს პრივატ წერილში ყველანაირი სისულელე.
ან კიდევ ისეთი სოც. ქსელი როგორიცაა odnoklassniki.ru ,საიტზე არის 1000 საჩუქარი და სმაილიკების მთელი არმია იმისათვის რომ რამენაირად გამორჩეული კომენტარი, მილოცვა და წერილი მოამზადო, მაგრამ არა ვიღაც ქართველი ჯიგიტი მოგწერს :
“au dz lamazi gogona xar, vimegobrot? “
ბლიად არადა ხომ შეიძლება რამე შეკითვა დასვა, სულელური მაგრამ ისეთი მაინც რომ აეწყოს დიალოგი?
მკლავს მე ეს ყველაფერი.
აჰა კიდევ მაგალითი – ნებისმიერი ქართული ფორუმი, საკმარისია რამე დაწერო , ოდნავ მაინც სექსუალური ნამიოკით, ან მიუღებელ ტაბუდადებულ თემაზე ღიად გამოთქვა აზრი რომ, პერსონალური წერილების შემოტევას ვეღარ აიტან და ძირითადად ყველა არის ასეთი შინაარსის:
“შენი გაცნობა მაინტერესებს” (ძალიან კარგად ფლობს ქართულს)
ან
“მევასები “
და ბოლოს პიკი
“სალამი, მოკლედ მე და ჩემ ახლობელს დღეს გამე გვინდა ვინმე კაი გოგოები გავჟიმოთ,"საუნა ეგეთები არ მინდა"
ამისთვის ყველაფერი ხელს გვიწყობს, გარეგნობა, "ზომა" მანქანა
უბრალოდ, "პონტი" არ არის ესე მგონია სადღაც დახურულ სივრცეში ვარ და ვერაფელს ვერ ვაკათებ, არადა ძაან მინდა ხომ გესმის : )
ერთი ღამეს ხომ არ იცი ისეთი გოგოები ჩვენთან რომ გაატარონ
თავისუფალი, ევროპული, სექსი თავდავიწყება და ნეტარება უამაღლესი ხარისხით, (კონფიდენციალურობა დაცულია 100%)
ველი გამოხმაურებას
ადამაიანმა თუ არ ცადე ისე არაფელი გამოვა, და აი ეს არის ჩემი სურვილი, დღეს ღამე”
ნუ ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმისა რაც საერთოდ ხდება ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ მოიცადეთ , ეს კიდევ არაა დასასრული.
გთავაზობთ ქართული ჟურნალის (ძალიან ყვითელი პრესის წარმომადეგენელი) “გავიცნობ, ვეძებ” რუბრიკიდან მარგალიტებს:
“გამარჯობათ, დათო ვარ 23 წლის. დაამესიჯეთ. სასურველია შეძლებული გოგო”
არადა ყოველთვის მეგონა რომ ალფონსები და ჟიგოლოები , ცოტა აზრზე მოსული და ჭკვიანი ტიპები იყვნენ.
“ვარ ზანგი, გავიცნობ ისეთ გოგონას , ვისაც შავი ფერი იზიდავს, ოუნ”
გენიალურია, “ქართველი” ზანგებიც გაიჩითნენ და თანაც ქართულად მოაზროვნეები. ქრაი
“მე ვარ ნიკუშა, ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობ თბილისელ, სულით ლამაზ და სულით მდიდარ, ტრადიციულ ოჯახში აღზრდილ გოგოს, ვარ ბინით და სამსახურით უზრუნველყოფილი.”
ამან რა, არ იცის ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი წესიერი გოგონები რომ ამ რუბრიკას არ კითხულობენ და კაცებს ესე არ იცნობენ? ან თ უამ ყველაფრით უზრუნველყოფილია რა გაუჭირდა ესე?
“თუ მარტო გრძნობ თავს და აუცილებლად მომხიბვლელო , 20 წლიდან ჩემს ასაკამდე მშვენიერო მანდილოსანო, გელოდები 858-----“
ეს ნათელმხილველებს და მაგებს ეძებს როგორც ჩანს :)
“ვარ რომის იმპერატორი, სიმპათიური და სექსუალური, არნახული და უძლიერესი ფლირტი. ვისაც სურს გამომეხმაუროს ქალბატონებმა. ვარ 33 წლის, ასაკს მიუმატე 27, მიუმატე 32 მიუმატე 39 , ჯეოსელი”
ეს ტიპი ან დარტყმულია, ან დარტყმული მათემატიკოსია, ან მაგარი ფანტაზიის უნარი აქვს , ან ყველაფერი ერთად, მაგრამ ყველაზე მაგარი ტიპია, მაგრად გამახალისა მისმა წერილმა.
და ბოლოს ჯეიმს ბონდიც გაიჩითა:
“ვეძებ ქალს, მშვენიერ ქალს, ლამაზი შეხვედრებისათვის, კონსპირაციულობა მეც მაწყობს.”
მოკლედ ეს პოსტი იმისათვის დავწერე რომ იცოდეთ – ასე არასოდეს “ეძებოთ” პარტნიორი . საშინელებაა როდესაც ადამიანს არც ჭკუა-გონი უჭრის, არც ფანტაზიასთან მეგობრობს და საერთოდაც თავისუფლება არ იცის რა არის.
13 Comments
lol
ReplyDeleteხშირად მსმენია, რომ აი ინტერნეტით ბიჭი როგორ უნდა გაიცნო და ის როგორ უნდა შეგიყვარდეს და ა.შ.
რა მნიშვნელობა აქვს სად გაიცნობ, სულ ცოტა ხანში ჩემი შეყვარებული ინტერნეტით ჩემს ჯგუფელებზე, ბევრად კარგად გავიცანი ...
და ყველა იმ მამრს 4856498564895684996986 თავით სჯობია, ვინც მანამდე მომწონებია ან მყვარებია...
eg xo kaco, genialuria netit gacnoba mmara ai nu gaachnia gzebs da xerxebs
ReplyDeleteჰაჰააააა, რაც მე ვიცინეეე :)
ReplyDelete:*
ვინც ეძებს პოულობს, და ალხანას ჩალხანა არასდროს არ გამოელევა.
ფეის.ჟე ზე კი ერთ კვირაში გვაუქმე ჩემი პროფილი, ისევე როგორც ოდნოკლასნიკებში.
საშინელებააააააააააააააააააა
ჰეჰე.
ReplyDeleteარაერთხელ დავფიქრებულვარ ქართველი მამრების გაცნობის ხერხებზე. ყველაზე მეტად განცხადებები მაოცებს ხოლმე :D
არაფელი :user:
ReplyDeleteჩორვენ მეც ხომ შეიძლება ჩემი აზრი დავტოვო? :)
ReplyDeleteარ მესმის რაში სჭირდებათ ნატურალებს ინტერნეტით გაცნობა. თუ აქ რამე პადვოხი არ არის...
სულ იმას ვნატრობ, რომ გეებისთვის ერთი ნორმალური ბარი, კლუბი რამე იყოს, რომ რეალში შემეძლოს ადამიანის გაცნობა.
საკმაოდ დიდი გამოცდილება მქავს ინტერნეტში გაცნობის და საბოლოო ჯამში დიდი არაფერი, თან დიდი დროის კარგვაც და კიდევ ვინ იცის რა.
მე მაინც რეალური გაცნობების მოხმრე ვარ, მაგრამ ნატურალებისგან განსხვავებით გეებს ამისი საშუალება არ გვაქვს...
ინტერნეტით რამის დამალვას მომავალი პარტნიორისგან რა აზრი აქვს, ბოლოს ხომ მაინც ყველაფერი გამოჩნდება..
ლოოლ რა კაცია ”არაფელი” :))))))
ReplyDeleteAlex - me mesmis eg yvelaferi , naturalebisatvis es mimzidveli aris imitom rom martivad asruleb sakutar tavs da martivad shegizlia adamianis "guli moigo" amis shemdeg ukve naklebad geshinia pirveli efeqtis da egaa ra mteli mugami.
ReplyDeletexolo rac sheexeba realshi gacnobas ra tqma unda genialuria da magas veraferi sheedreba !! da geebistvis klubi an bari mec minda rom iyos :(
perwkli, sweet - eg ujasia , imena gulisrevamde mivdivar "arafeli"
SHEN GAIXARE..... EH MARIM CHKUA DA INTELEQTI.... KARGI VINMEA...SAMTSUXAROD BEVRI AR ISHOVEBA... HAHAHAAAAA
ReplyDeleteloooool. ვარ რომის იმპერატორი :)))))))
ReplyDeleteეგ იყო იმენა სუპერ წერილი. საღოლ მაგის მომფიქრებელს, უნდა მისცეს ვინმემ თან არნახული და უძლიერესი ფლირტი იცის. :))))
რომის იმპერატორმა ისე მომხიბლა ლამის გამოვეხმაურე ლოლ
ReplyDeleteისე, ჩემ ტკივილზე დაწერე :/
direct attack :D
ReplyDeleteარადა რომ დაუკვირდე, ინტერნეტ სივრცე თავისი სოციალური ქსელებით საკმაოდ მიმზიდველია სხვადასხვა ექსპერიმენტებისთვის, თაღლითობებისთვის, ალტერნატიული რეალობებისთვის და ასე შემდეგ.
ReplyDeleteმთავარია ტვინი ძალიან სწორხაზოვნად არ გიმუშავებდეს
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!