სიკვდილის შიში – დაფარული გრძნობები ჩვენში!

არ არსებობს ალბათ ადამიანი რომელსაც ოდნავ მაინც არ ეშინია რაღაცის….

ყველას აქვს შიშები, მაგრამ არსებობს შიშები რომლებიც თითქოს არანაირად არ უნდა არსებობდეს, მათში არაფერი არაა განსაკუთრებული და არგუმენტირებული….

მე ძალიან მეშინია წყლის, შეიძლება ითქვას რომ ფობიამდე ბევრი არ მიკლია, თუმცა ცოტა ხნის წინ დავფიქრდი, ყველაზე ხშირად შეხვედრადი შიში არის სიკვდილის – მაგრამ ამდენი ფობია რომელიც არსებობს (მათი სია ძაალიან დიდია) არის თუ არა ასევე სიკვდილის შიში გამოხატული ცოტა სხვანაირად??

მე რომ მეშინია წყლის – გამოდის რომ მე მეშინია იმიტომ, რომ მგონია რომ დავიხრჩობი? რა არის დახრჩობის საბოლოო შედეგი ? სიკვიდილი ანუ გამოდის სიკვდილის მეშინია მეც?

ან მაგალითად სიმაღლის შიში – გადმოვარდები საიდანღაც და ისევ – მოკვდები….

ვფიქრობ რომ ყველა ეს ფობია ფარავს ერთ ძირითადს – სიკვდილის გაუცნობიერებლობას და მის შიშს.

საერთოდ ძალიან ცუდი შეგრძნებაა როცა გეშინია, მაგრამ ამ დროს მე პირადად იმხელა ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ რომ მაზოხიზმში მეზრდება ….

მგონი ვაფრენ, მაგრამ ყველაფერს მაინც სიკვდილამდე და მის ამოუცნობ არსამდე მივყავართ რაც ყველა ადამიანში უსიამოვნო და შოკისმომგვრელ ემოციებს ბადებს!!

 

Post a Comment

14 Comments

  1. ნებისმიერი შიში საბოლოოდ მაინც სიკვდილის შიშამდე დადის. შენც გიწერია და დიდი ხანია ბიძია ფროიდმაც თქვა :)

    ReplyDelete
  2. Anonymous8:37 PM

    ყველა შიში, რაც ადამიანებს აქვთ, სიკვდილის შიშს უკავშირდება ისევ
    ანუ ადამიანს პირველ რიგში იმიტომ ეშინია რაღაცის რომ იმ რაღაცამ შეიძლება მის სიცოცხლეს შეუქმნას საფრთხე :ყეს:

    ReplyDelete
  3. სულ სულ ყველა შიში სიკვდილს უკავშირდება?
    ვითომ?
    აი მაგალითად, წვერების შიში, გათხოვების შიში, რა შუაშია სიკვდილთან?

    ReplyDelete
  4. რავი მე არამგონია რო ეგ სიკვდილის შიშის ბრალი იყოს. მე მაგალითად ყველაზე ძალიან მეშინია ზვიგენების :) მაგრამ არა სიკვდილის. სიამოვნებით გადმოვხტებოდი უპარაშუტოდ თვითმფრინავიდან მაგარი რამეა წეღან ვიდეო ვნახე უპარაშუტოდ ხტები და მერე ახლოს რო ხარ გეწევა პარაშუტიანი გიჭერს და მერე ხსნის პარაშუტს :) ანუ სიკვდილის რო მეშინოდეს მაგასაც არ ვიზამდი.. მაგრამ შეიძლება არ მეშინია საერთოდ სიკვდილის, მაგრამ მეშინია კონკრეტული გზის რომლითაც შეიძლება მოვკდე =)

    ReplyDelete
  5. ho mara mainc sikvidlamde midis yvelaferi
    da froidii azabocheni idioti iyo

    ReplyDelete
  6. Anonymous1:17 AM

    წყლის შიში არ არის აუცილებლად გამოწვეული საბოლოო შედეგით. საერთოდ ფობიები საინტერესო რამეებია, მაგრამ სიკვდილის შიში, როგორც ასეთი, სხვადსხვა სახით მჟღავნდება. მაგალითად: მარტოობის შიში, შიში მარტოდ დარჩენის. ვინც სიკვდილამდე მარტოა, იმას ნაკლებად ეშინია.

    ReplyDelete
  7. zikvdilis ar meshinia, nu gaachnia rogor movkvdbi. mehsinia rame ar damemartos da ar davrche magalitad invalidi, meshinia adamianebis dakargvis, anu mati sikvdilis. danarcheni shishebi sisulelea

    ReplyDelete
  8. Anonymous1:39 PM

    საინტერესო პოსტი იყო. მთელი ცხოვრება სიმაღლის შიშით ვიტანჯები, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ ეს სიკვდილის შიშთან იყო დაკავშირებული, არადა, ლოგიკურად, ასე გამოდის!

    ReplyDelete
  9. Anonymous9:18 PM

    მეც იმ აზრზე ვარ, რომ ნებისმიერი შიში სიკვდილის შიშამდე მიდის. აი, თუნდაც შიშის შიშიც (ფობიოფობია) კი შიშით სიკვდილის შიშამდე მიდის. გამოდის, რომ ყოველი შიშის უკან სიკვდილი იგულისხმება და ჩვენც სწორედ სიკვდილის სხვადასხვა "გამომწვევი მიზეზის" გვეშინია.
    პირადად მე, წყლის მანამ მეშინოდა, სანამ ცურვას ვისწავლიდი. აუზზე რომ დავდიოდი ორი დიდი ავზი იყო ერთმანეთის გვერდიტ. ერტი - სამმეტრიანი, რომელიც სავსე იყო, მეორე კი - ექვსმეტრიანი, რომელშიც წვეთი წყალი არ ესხა. ამ ორ ავზს შორის პატარა გასასვლელი იყო. მე კი ისე მეშინოდა წყლის, რომ მერჩივნა ცარიელ ექვსმეტრიანში გადავვარდნილიყავი, ვიდრე სავსე სამმეტრიანში :)

    ReplyDelete
  10. მე ღია სივრცის მეშინია, სადღაც წავიკითხე რომ ამას აგოროფობია ქვია, გაშლილ სივრცეში საყრდენს რომ ვერ ვხედავ ეს მაშფოთებს, ყველაზე კარგად თავს დახურულ ოთახებში გრძნობ, ოთხივე მხრიდან რომ დახურულია. სიკვდილის შიშზე კი ერთხელ ლანა ღოღობერიძემ გვითხრა ინტერვიუს ჩაწერისას: "ადრე სიკვდილის მეშინოდა, მერე კი მივხვდი რომ არაფერი არ იყო საშიში: როცა მე ვარ სიკვდილი არაა და როცა სიკვდილია მე აღარ ვიქნებიო.":)

    ReplyDelete
  11. Anonymous7:16 PM

    აუ, "ჩორვენი" რას ნიშნავს? :დაფიქრებული პატარა:

    ReplyDelete
  12. Zurrius - shvedurad kupats - ise aris astrid lindgrenis gmiri nacarmoebshi "chven saltkrokelebi vart"

    ReplyDelete
  13. Anonymous5:37 PM

    aucileblad cavikitxav, kitxvas roca shevivareb :)))

    ReplyDelete
  14. ხომ შეიძლება ზოგს იმ პროცესის ეშინოდეს, რომელსაც სიკვდილამდე მიჰყავს, ხომ ჯობია სადისტურად სიკვდილს, უცებ, თითქმის უმტკივნეულოდ მოკვდე?

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!