გუშინ საკმარისზე მეტი თავისტკივილით გაღვიძებულს (წინა საღამოს შედეგი) თინიმ სკაიპში შემახსენა, რომ ბლოგკემპზე უნდა წავსულიყავი, რეკორდულ დროში მოვახერხე თავის მოწესრიგება და აზრზე მოსვლა.
5 საათზე გახლდით სოროსის ფონდში, სადაც ძალიან ცოტა ადამიანი დამხვდა, თუმცა სულაც არ გამკვირვებია ის რომ ორგანიზატორი და პრეზენტატორები გვარიანად იგგვიანებდნენ, რა თქმა უნდა კორექტულობისათვის ეს ყველაფერი წვიმას და საცობებს დაბრალდა და საბოლოოდ შეხვედრაც დაიწყო.
სვითიმ გახსნა შეხვედრა და ჰქონდა პრეზენტაცია უფასო vs. ფასიან ჰოსტებზე, ამას სერიოზული დავა და დისკუსია მოყვა , რაც მე ფრიად მომეწონა…
შემდეგი იყო თინი, რომელმაც გამოცდილება გაგვიზიარა , საკმაოდ სასაცილოდ და სახალისოდ….
მესამე პრეზენტატორმა სტუდენტებმა (ერთმა მარა მაინც მრავლობითში, ისინი უკვე ბრენდი არიან) უარი თქვეს პრეზენტაციაზე, მაგრამ შეხვედრა ამით არ დამთავრებულა, პოლიტიკური ბლოგის ავტორმა (ყველაზზე ინტრიგანმა ბლოგერმა ჩემი აზრით) წამოჭრა საკითხი ჟურნალისტურ აკრედიტაციაზე ბლოგერებისათვის, რაც შემდეგ უკვე გადაიზარდა სხვადასხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების დარეგისტრირების იდეაში, თუმცა ეგეც ფრიად საინტერესოა, ნეტა შევძლებთ, ნეტა გამოვა??
მოკლედ ეს იყო მოკლე შინაარსი იმისა რაც მოხდა, ძალიან სასაიამოვნო ხალხი იყო შეკრებილი გუშინ იქ და მიუხედევად იმისა, რომ ბლოგების გარდა შეიძლება არაფერი გვაერთიანებდეს ყველას ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი სახე ჰქონდა შეხვედრის დასრულებისას.
ხო დიდი მადლობა როკოს თითს და ზვიადის (მგონი არ მეშლება) კომპიუტერს :)
საბოლოოდ ვფიქრობ რომ უკეთესი ორგანიზება და კაი რაღაც გამოვა ხოლმე ასეთი შეხვედრებისგან.
11 Comments
ძაან მაგარ ვიდზე იყავი, ძეტკა ;)
ReplyDeleteკარგი წამოწყებაა, თუ არაფერი, ერთად ყოფნა და ლაპარაკი მაინც ხომ შეგრჩებათ ;) მეც რომ ვყოფილიყავი შემოგიერთდებოდით და მოგიშლიდით ცოტ-ცოტა ნერვებს :) ;) აბა გაგვაგებიეთ მომავალშიც, როგორ ხართ და ხვდებით თუ არა და საერთოდ რას აკეთებთ :)
ReplyDeleteiasamani - kiss thx lav
ReplyDeletekhatia - aucileblad , es mxolod dasacyisia
რომ დაგეწერა ყველაფერი რიგზე იყოვო ეგ უფრო გამიკვრიდებოდა. დაგვიანება, არ მისვლა სუფთა ქართული პონტია და როდესმე თუ შეიცლვება არ ვიცი :)
ReplyDeleteსაღოლ, კაი იყო ესე იგი!
ReplyDeleteერთი თხოვნა მექნება, იქნებ არასამუშაო დროს დავამთხვიოთ ხოლმე ასეთი შეხვედრები...
?
@დოვსკი
ReplyDeleteვის არა სამუშაო დღეს? ;)
dvorski ki mag azrma gaijgera da savarudod shemdegi shexvedra egrec iqneba!!!
ReplyDelete@დვორსკი - არადა როგორ მაინტერესებდიიი...
ReplyDeleteჰო, ჩემი დაგვიანება კორექტულობის გამო არ დაბრალებულა საცობებს. მარჯანიშვილიდან წასულიყავი და გაიგებდი :))
შეხვედრით მართლა კმაყოფილი ვარ. კარგი იყო!
აკრედიტაციის წინადადება მომეწონა, რამდენი ხანია "ვოცნებობ", მოგვცენ აკრედიტაცია ბლოგერებს და მიხვდნენ, რომ ახალი მედია ვართ, man!
ReplyDeleteshemdegze zalian minda wamovide
ReplyDeletever movaxerxe axla da vnanob
unda momexerxebinametqi rogorme :D
სოროსის ფონდი რა კავშირშია თქვენს შეხვედრასთან...ისე ძალიან კარგი იქნება შეხვედრებზე ბლოგებში არსებულ ''უცენზურო სიტყვების''შესახებაც იყოს საუბარი...ასე ხომ არ შეიძლება...ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს...
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!