თავიდან ყველაფერი ერთი ჭიქით იწყება, ,შემდეგ კი განწყობა ყლუპ-ყლუპად გეღვრება სხეულში და ნაზი სიგიჟე ველურად გივლის ….
ყველა უჯრედს ედება , გავსებს და ცდილობს გარეთ გამოღწევას….
არ უშვებ , ბოლო წუთამდე თვალებს ნაბავ და სიამოვნებას იღებ ყოველი ახალი ”აფეთქების” შედეგად…..
უსმენ და სინანულს მოკლებული, სიგიჟის მორევში იწყებ ჩაძირვას….
ზიხარ და გრძნობ სისულელე გინდა, გაკლია და ეძებ….
∞∞∞∞∞ ∞∞∞∞∞ ∞∞∞∞∞∞ ∞∞∞∞ ∞∞∞∞
ეძებ მიზანმიმართულად და გააზრებულად….
შემდეგ რამოდენიმე წამი უფიქრდები, მაგრამ ეს შენს ძალებს აღემატება, უკვე ყველა უჯრედი გაჟღენთილია სურვილით….
ნებდები…. შენი გონება სხეულთან ერთად შენზე ბევრად ძლიერია…. რა აზრი აქვს გაძალიანებას…..
მაინც აკეთებ იმას, რაც სისულელე გგონია , მაგრამ
ელვისებურ და მკვეთრ შეგრძნებების მორევს ბადებს…
∞∞∞∞ ∞∞∞∞ ∞∞∞∞ ∞∞∞∞ ∞∞∞∞
აკეთებ და აღარ ფიქრობ… მიყვები მომენტს… არა არ მიყვებ,ი იქ ხარ იმ მომენტში, მონაწილე ხარ….
სიამოვნებას იღებ და ფიქრს წყვეტ…. ივსები ხაოიანი გრძნობით , იჟღინთები და მსუბუქდები…
ეს ყველაფერი კი რაღაც უმნიშვნელო , მცირე ქმედების ბრალია….
ოჰ რა მკვეთრია შეგრძნებები… ჭიანჭველები მთელს სხეულში მტკივნეულად გივლიან, თავს კი გამოფხიზლების საშუალებას არ აძლევ…
დაეე გაგრძელდეს , მერე რა რომ შეიძლება სულ ცოტა ხანში განსხვავებულად მტკივნეულმა გრძნობებმა აგავსოს და დაგრთრგუნოს….
ეს ყველაფერი ღირს ამ პატარა, დროის უმნიშვნელო ნაგლეჯად….

2 Comments
chianchvelebi kuntze dadian da mtkiva :(((
ReplyDeleteდამბურძგლა...
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!