ზღაპრების ავ-კარგიანობა!

 

გუშინ სახლში ვიპოვე რაღაც ძველი, დაფლეთილი, ქართული ხალხური ზღაპრების წიგნი.

ზღაპრები უზომოდ მიყვარს და მეთქი გადავიკითხავ, პატარა წიგნიათქო.

ჩავუჯექი, წიგნის, ბოლოს გაოცებულმა დავხურე უკანასკნელი ფურცელი და კაი ხანს ვიჯექი გაოგნებული.

ნუ ვინც თქვა ის რომ –სადღაც წარსულში არ იყო გარყვნილება, არ იყო ძალადობა და ყველაფერი ძალიან იდეალური იყო (და არის) საქართველოში , ძალიან ცდება….

ახლა მე თქვენ მოგიყვანთ ცოტატებს და სათაურებს წიგნიდან:

ხელმწიფის შვილმა ის კაცი და იმისი ქალი ცხენის ძუაზე გამოაბმევინა და სულ დააგლეჯინა

ნე ფიგა სებე დასჯის მეთოდი ზღაპარში, რომელსაც პატარა ბავშვს უკითხავ ძილის წინ.

დაუწყეს ერთმანეთს კოცნა და სურვილება

აი ამიხსნას ვინმემ, კოცნა კაი ვიციი რაცაა და ეს სურვილება ისაა რაც მე მგონია?? ჰმმმ ძალიან ზნედაცემული ზღაპრებია.

შემდეგ ზღაპარში რაღაც უფლისწულია, რომელიც ხან კვდება, ხან ცოცხლდება და ისე მოახერხა რომ მის

ქალს სიორსულე გამოაჩნდა

ჰო რა, ასე უცაბედად კაცო…

და ეს ყველაზე საკაიფო იყო , მაგრამ გარდა ამისა წიგნში არის ისეთი სათაურები როგორიცაა :

ეშმაკის ლაგამი”     “სიკვდილის ჩამოსვლა დედამიწაზე”     “არც შენ შეგრჩება , მეფეო” და სხვა.

მოკლედ უმაგრესი წიგნია და მთელი საღამო ვფიქრობდი - ნეტა როგორი უნდა გაიზარდოს ბავშვი რომელიც ამ ყველაფრს კითხულობსთქო.

Post a Comment

9 Comments

  1. ეგ ზღაპრების ამბავი შემჩნეული მაქვს, კაი ხანია და როდესაც იწყებენ ვაი–ვიშს იმაზე, რომ დღევანდელ მულტფილმებში და ა.შ. ბევრი სისასტიკეა, და ბავშვები ფსიხებად იზრდებიან, ზღაპრების გადაკითხვას ვთავაზობ.

    როგორი უნდა გაიზარდოს და რავი )) ჩემნაირი, შენნაირი. გაიხედე ქუჩაში. ყველანი ამ ზღაპრებზე ვართ გაზრდილები. ძმები გრიმების ზღაპრებს გადახედე, ნა ინტერესს.

    "მარტო სახლში"–ს რომ უყურებ, ძარღვებში სისხლი არ გეყინება? ))

    საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის არავითარ horror–ს არ წარმოადგენს ის, რომ ზღაპარში მშობლებმა შვილები "ტყეში დაყარეს მხეცების საჯიჯგნად, შიმშილით რომ არ მომკვდარიყვნენ", არც ის, რომ მთავარმა გმირმა, "ბაბა–იაგას" მისი შვილის ხორცისგან გაკეთებული სუპი აჭამა. არც ამახსოვრდება. მეც არ მახსოვდა. როგორც ვხედავ, არც შენ გახსოვდა ) მაგრამ ისე, სად "გამოძვრება" ეგ ზღაპრები ფსიქიკაში, არავინ იცის.

    ReplyDelete
  2. Cheshirka - ho , ara me maxsovda bevri egeti sastikoba mara ase zusad mainc ara.
    ici rashgia saqme sadgac mainc jdeba sheni tqmisa ar iyos ar, cnobier qvecnobiershi da gamoxteba uehcveli

    ise grimebis zgaprebi amastan shedarebit magari ucyinari rameebia :D

    ReplyDelete
  3. თანამედორე ზღაპრებში(რემეიქებში) უარესებია... ეგ უნდა წაუკითხო და happy tree friends უნდა აყირებინო ბავშ რომ კაცი გაიზარდოს +)

    ჩშქეთ გეთანხმები მაგ დროს ვერ არღვიქვავთ ეგრე და ალბათ მაგიტომ არაა შემაძრწუნებელი ეგ ზღაპრები..

    ReplyDelete
  4. Anonymous1:27 PM

    ლოლ მე მულტიკებზე მქონდა დაახლოებით იგივე დაწერილი )))
    მარა ეს სურვილება და ორსულობის დამჩნევა (თუ როგორც ეწერა) ძაან მაგარი იყო

    ReplyDelete
  5. მე ძმები გრიმების ზღაპრებზე ვარ გაზრდილი. იქ უფრო კორექტულად წერია მგონი ყველაფერი, მაგრამ ბოროტი დედაბრები, რომლებიც ბავშვებს კლავენ იქაც საკმაოდაა.

    ქართულ ხალხურ ზღაპრებში ხანდახან მართლა საშინელებები გამოერევა ხოლმე.
    ისიც გვასწავლონ, თუ რა ვუპასუხოთ ხოლმე ასეთი ზღაპრების შემდეგ "ბევრკითხვაგაჩენილ" ბავშვებს. თუ უყურადღებოდ დავტოვოთ, რომ მართლაც არაცნობიეში დაილექოს და მერე რა ვიცით, როგორ წამოყოფს თავს.

    ReplyDelete
  6. ქართულ ზღაპრებზე და ზოგადად ზღაპრებზე ვარ გაზრდილი...
    სხვათაშორის ქართულებზე და სხვა მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებზე არ მქონია ისეთი გართულება როგორც გრიმებზე.

    ძმები გრიმების ზოგიერთ ზღაპას იმენნა ვერ ვიტანდი. მეშინოდა სასტიკად და კოშმარები მესიზმრებოდა...

    მაგალითად ”ეშმაკი ნათლია” სადაც კაცი მივა თავის ნათლიასთას და კარებიდან დაინხავს როგორ ამოუვა მის ნათლიას რქები და ჩლიქები და კუდი... და გვერდზე ოთახში ვიღაც კუდიანი რაღაცეებს ხარშავს... მოჭრილი თითები და რაღაც საშინელი გაფორმებებია ნახსენები...

    ბრრრრრ

    ნუ რაღაც ძაან ცუდი ზღაპრები აქვთ გრიმებს.

    ReplyDelete
  7. ბავშვი ყველაფერს სხვანაირად აღიქვამს.

    მე პირადად ქართული ზღაპრების და გრიმების კითხვაში ვაღამებდი და ვათნებდი დიდი ხანი :)

    ორივე შემთხვევაში ვფიქრობ რომ ინტელექტის და ფანტაზიის და რავიცი კიდე, კულტურის დიდი ნაწილი მაგ ზღაპრებიდან მივიღე :)

    ვოტ :)

    ReplyDelete
  8. ra ubedurebaa??? :spy:

    ReplyDelete
  9. Anonymous4:58 AM

    მე ტინტო ბრასზე ვარ გაზრდილი, მაგრამ ქართული ხალხური ზღაპრების სრული ანთოლოგია მაინც მაქვს სახლში. დაახლოებით 1000 გვერდიანია და მოცულობის გამო, ბავშვობაში ბიბლიას ვეძახდი.
    იდეალურ წარსულზე ვიშვიში და ლოყების ხოკვა ჩვენი ეროვნული ჰობია. ნუ ისე გამოდის, რომ ძველი მეზღაპრეები ჩემთვის მაინც იდეალური ტიპები არიან, კარგად ესმოდათ, როგორი სასარგებლოა, როცა ბავშვი ადრეული ასაკიდან იწყებს ცხოვრების რეალურად დანახვას, ამაში მათ ზღაპრები ეხმარებდათ

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!