დიახ დიახ….
ზუსტადაც რომ, არა ეს არაა ხუმრობა….
მე შეყვარებული ვარ – საქართველოზე
!!!!
__________________________________________________
გუშინ ფონდმა ”ერთგულებამ” ნეკრესის არქეოლოგიური გათხრის ყველა მონაწილე (ნუ ვისაც უნდოდა და არ ჩაეძინა დილით) წაგვიყვანეს კახეთში, იმ საბაზო ბანაკის და ადგილის სანახავად სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ (ყველა სხვადასხვა ვადით, მე მაგალითად 1 თვით მივდივარ მაისში)
ძალიან დიდი ხანი ვიარეთ ყვარელამდე და მერე იქიდან რაღაც პატარა სოფელში შევედით, სადაც დგას უზარმარი სახლი, დამახასიათებელი კახეთისათვის.ზუსტად ეს სახლი არის ბაზა, სადაც უნდა იცხოვროს ამ ექსპედიციის ყველა მონაწილემ. ძალიან მაგარი ადგილია, ულამაზესი ეზოთი და ყველაფრით რაც ექსპედიციაში საჭიროა.
ძალიან მეგობრული სასტავია , ყველას ძალიან ნორმალურად ეკონტაქტებიან (ჩემნაირ პინგვინებსაც და მცდონე და გამოცდილ სასტავსაც)
ამ ბაზაში ცოტა წავიხემსეთ და ვმობილიზდით იმ ადგილის საანახავად სადაც სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ნახევარი გზა, ნეკრესის მონასტრამდე ყვითელი ავტობუსით ვიმგზავრეთ, აი დანარჩენი კი ძალიან ძველი ”პაზიკით” თუ რაღაც მსგავსით რომელსაც ექსპედიიც ერთმა წევრმა ნაუტილუსი უწოდა.(მართლა ეგრე გამოიყურება.) კარტოფილებივით ვიყავით ჩაყრილები ამ უცნაურ გადაადგილების საშუალებაში,გზა ძალიან ოღროჩოღრო იყო და შიგნით ვინ როგორ მიფრინავ-მოფრინავდა და იცვლიდა ადგილს ვერ აგიღწერთ, ძალიან ბევრი ვიცინეთ ამ მგზავრობისას.
მინდა გითხრათ რომ ადგილი სადაც მივედით არის ზღაპრული, არა უფრო ჯადოქრული….
დაგრეხილი საშუალო ზომის ხეები, რომლებსაც ხავსი აქვთ მოკიდებული, უზარმაზარი ტყე , ხმაურიანი მოზუზუნე ქარი, ხეებზე აზრდილი ლიანები….
მოკლედ წუთი წუთზე ველოდებოდი ჯადოქრის გამოჩენას მაგრამ ეტყობა ბევრმა ხალხამ დააფრთხო იგი….
ულამაზესი ადგილია. ამ გორაკის წვერში დგას 6-7 საუკუნის ტაძარი, გარშემო აქვს ბევრი ნანგრევი, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავია ის რომ –ტაძრის შესასვლელი გადაჰყურებს მთელს კახეთს თუ არა , მის დიდი ნაწილს მაინც….
მოკლედ გაოგნებული ვარ ისეთი ლამაზია იქაურობა (ერთი სული მაქვს როდის მოვა 21 მაისი)
მერე იქიდან ჩამოსვლისას ვნახეთ ცეცხლთაყვანისმცემლობის დროს აგებული ტაძარი, მზის(ცეცხლის) სათაყვანებლად. ეს ტაძარი თავის დროზე ალბათ სვეტიცხოველზე დიდი იქნებოდა! სასწაული რაღაცაა.
აქრეოლოგებმა გვითხრეს რომ ამ ტაძარს რაღაც ასრტოლოგიური დანიშნულებაც ექნებოდა იმიტომ რომ მზის ამოსვლისას ის ნაწილ ნაწილ ნათდება და მოკლედ ძალიან საინტერესოა რას ან როგორ იგებდნენ ამ ტაძრის მეშვეობით!!!
ულამაზესი ადგილია, იმედია რომ ჩავალ მერე ნეკრესის ნაქალაქარსაც დაგვათვალიერებინებენ!
აი ციტატა ფონდ ”ერთგულების ” საიტიდან:
”2009 წლის აპრილიდან საქველმოქმედო ფონდი ”ერთგულება” ნაქალაქარ ნეკრესის ტერიტორიაზე მდებარე წმ. სამების სამეკლესიანი ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევის და ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტს იწყებს. უძველესი ხელნაწერების მიხედვით ნეკრესის ამიერკავკასიის ერთ-ერთ უძველეს და უძლიერეს ქალაქს წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ერთ-ერთ უძველეს სამონასტრო კომპლექს, რომელიც სავარაუდოდ VI საუკუნეს მიეკუთვნება. პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნეკრესის ექსპედიციასთან ერთად და მოიცავს არქეოლოგიურ სამუშაოების, მოპოვებული ნივთების კონსერვაციის და სამონასტრო კომპლექსის აღდგენის ეტაპებს.
პროფესიონალი არქეოლოგების და ისტორიკოსების ხელმძღვანელობით რეკონსტრუკციაში ფონდის 57 მოხალის მიიღებს მონაწილეობას.”
11 Comments
მშურს : )))
ReplyDeleteმეც მინდოდა მაგრამ ივლისამდე მე არ მცალია და მის მერე კიდე არფერი იქნებოდა და თავი ჩავღუნედა ღარ წავედი ჩასაწერად : (((((
მეც ძალიან მინდოდა.
ReplyDelete1 დღით დავაგვიანე რეგისტრაცია და არ დამირეკეს :(
მაგარია ძაან.
"აქრეოლოგებმა გვითხრეს რომ ამ ტაძარს რაღაც ასრტოლოგიური დანიშნულებაც ექნებოდა იმიტომ რომ მზის ამოსვლისას ის ნაწილ ნაწილ ნათდება და მოკლედ ძალიან საინტერესოა რას ან როგორ იგებდნენ ამ ტაძრის მეშვეობით!!!"
ReplyDeleterogorc DzibilChaltunis 7 Tojinis taZari da Chichen Itzá mexikaSi...
mayebis tomebTan hqondat albat kavSiri kaxelebs :D :D
Zaaan sainteresoa... :D :D
http://www.youtube.com/watch?v=DSdDeooDQEY
ReplyDeleteaq viyaviiiiiiiii
da piri rom davaRe, veRar davxure
"დიახ დიახ….
ReplyDeleteზუსტადაც რომ, არა ეს არაა ხუმრობა….
მე შეყვარებული ვარ – საქართველოზე
!!!!"
რა მაგარიაა :)
- ისე რითი დაამტკიცებ ძმაო ? :ჩაკუზულიპირშისპიჩკისღერგარჭობილისმაილი:
:) )
perwkl
ReplyDeleteTati
dasananiaa
AnnA wow!!
yvelafers zustad eqspediciis mere mogiyvebit mara ehcvi maqvs zalian magari iqneba :love:
uu miyvars me esetui adgilebi
Ideator- sweet mova magis droc :D
აუუ რა კარგი ადგილიააა!
ReplyDeleteსაშინლად მშურს!!! და მე რო ჩამოვალ არ იქმნება მერეც მაგდაგვარი რაღაცა?? მეც მინდა ექსპედიციაში მონაწილეობა :(
ReplyDeleteme sul churshi rogor unda vijde :( axla registraciis gavla gviania xo ukve? arada es posti rom wavikitxe, davgegme 1 kvirian shevbulebas avigeb da waval tqo. blah
ReplyDeletenati axla ukve ki gviania
ReplyDeleteeex ratom ratom ar qeni mere?
ara, ar vicodi am gatxrebis shesaxeb, sheni postidan gavige da ukve gvianicaa :(
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!