რა დასანანია როდესაც ზუსტად იცი რომ დაიგვიანებენ დილას , მაგრამ მაინც დგები იმ იმედით რომ იქნებ დროზე მოვიდნენ ან კიდევ იმის შიშით რომ ვაი და დღეს გაეხსნას პუნქტუალურობა და დროზე მოვიდეს, მზად კი არ დავხვდეო….
|
დავადექით სტეფანწმინდის (also known as Gudauri)გზას. ტრასა მშვიდი და მშრალი გახლდათ მაგრამ ბაზალეთის ტბის გადასახვევიდან იწყებოდა თოვლი და მოყინულობა, მძღოლმა მშვიდად ჩართო 4X4 მანქანის ყველა საჭირო ”ნავაროტკა” და გზა ისევ გავაგრძელეთ. ზუსტად საჭირო ადგილას, საჭირო გადასახვევში ვიღაც უნიათო მძღოლი იყო გადასული და გზა ჰქონდა ჩახერგილი, ნუ ჩვენ დიდი თავგამოდებით დახმარება შევთავაზეთ, გვერდი ავუარეთ და წინ გავათრიეთ….
გათრევით კი გავათრიეთ მარა რად გინდა? უკან ვიღაცა სულელები მოდიოდნენ პრადოთი , სანამ ჩვენ იმას ვათრევდით წინ გაიჭრნენ და ჩაიფლნენ კიდეც (მეტის ღირსები არიან, გაგვეჭრა ჩვენ თოვლი და გამოგვყოლოდნენ ბევრად შორს წავიდოდნენ) ნუ იმათი ამოთრევაც ვცადეთ მაგრამ უშედეგოდ….
შემდეგ გავიგეთ რომ ტრაქტორი მოდიოდა იმ პირველი (დახმარების გაწევის თანმიმდევრობითაა დანომრილი) მანქანის ამოსათრევად და ეს ძალიან გავიხარდა, რადგან ჩვენ გარისკვა გვქონდა გადაწყვეტილი და რამე რომ ყოფილიყო ჩვენც დაგვეხმარებოდნენ. მოკლედ მანქანა რამდენადაც შესაძლებელი იყო უკან უკან გავწიეთ, შემდეგ კი მთელი (რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო) სისწრაფით გადავედით ყანაში გაუკვალავ თოვლში, სხვათაშორის საკმაოდ კარგად ვიარეთ და რომ არა თოვლის სიმაღლე და მანქანის სიდაბლე, ბოლომდეც კი გავჭრიდით თოვლს….
ნუ ისე გამოვიდა რომ საკმაო მანძილი გავჭერით მაგრამ გვიმუხთლა თოვლმა და ერთგან იმაზე ბევრად მაღალი დაგვხვდა ვიდრე ჩვენ გვჭირდებოდა…. ჩავრჩით ….
ამ პერიოდისათვის ბიჭების ფეხები უკვე კარგად იყო სახეცვლილი მკვეთღი ლურჯი ფერი გადაკრავდათ ამიტომ მანქანაში პატარა საშრობი მოიწყეს და თბებოდნენ….. როდის როდის გამოჩნდა სამხედრო მანქანა რომელმაც გაგვიყვანა სწორ და გატკეპნილ გზაზე და იქიდან ჩვენც გავაგრძელეთ მშვიდი სვლა სასტუმრო ბაზალეთისაკენ……
სასტუმრო საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, იმაზე დიდი ვიდრე მე ველოდი…. გარედან დიდი ვერაფერი, შიგნიდან კიდევ უფრო….
სასტუმრო შიგნიდან ისეთ ”ვიდზე” დგას კაი საშინელებათა ფილმის სიუჯეტის განვითარება რომ შეიძლება შიგნით….. ბნელი სარდაფები, ნაგვით და უსარგებლო ნივთებით სავსე რამოდენიმე დარბაზი…. უცნაური დერეფნები რომლებშიც ბნელოდა, ხის კარებიანი ჭრიალა საწოლებიან და ზოგადად რაღაცნაირი ოთახები…. მოკლედ გენიალური ადგილია ”საშინელებათა” ჟანრის ნებისმიერი გადაღებისათვის (მე ამას იქ ვიზავ მთელი ზამთარი კიდევ წინაა)
შემდეგ ჩავედით ტბასთან ახლოს, ბიჭები თამაშობდნენ სასტუმროდან წამოღებულ გაუბედურებულ (მგონი ჩერნობილშჳ ნამყოფ) ჭადრაკს, მე სიგარეტის ნაპასებით და ტბის თავზე მზის ჩასვლით ვირთობდი თავს, მართლა ძალიან ლამაზი იყო გაყინული ტბა, ზედ კვალი და მზის ანარეკლი!
ძალიან სასიამოვნო და კმაყოფილებით აღსავსე დღე მქონდა!!!
6 Comments
სურათები არ გადაიღე ?
ReplyDeleteროგორ მინდება ხოლმე ამ ისტორიებში სადმე შეყუჟული ვიყო.. მშურს შენი :)
ReplyDeleteააჰ..ეხლა მივხვდი მმს რა ოტო გამომიგზავნე, ძალიან მომეწონა დ ვერ მივხვდი თავიდან ბაზალეთჳ რა შჲაშჳ იყო ამ გაქანებულ ზამთარშჳ :))) მაგადია :*
ReplyDeletemec magis sakitxavad vkomentdebi, suratebi gadaige tu ara :P
ReplyDeletegogo,dges chems blogrolls chamovyevi shentan unda gadmovsuliyavi da ver gipovne :spy: gadavirie kinagam :lol: ise gavbrazdi ramis samjer chagamate axlidan :D darwmunebuli viyavi ro myavdi da uceb ar iyavi :D lol..poltergeisti II :D
@pink
ReplyDelete@qaliyvo - suratebi gadavige mara chemi debili mobilis gadamkide am dgeebshi chavamateb, usb ar maqvs da qardrideri mchirdeba :D
qaliyvo- eg rogor mogivida :D :*
@nat - sou svit, mere movartyat rame gasvla chvenc da aucileblad iqnebi ert erti mtavari gmrii ara mxolod sheyujuli
@sal- me megona ver miige mms rom ar mipasuxe magitom :D
მთავარია ოფროუდი ... თორემ გუდვილია თუ პოპული თუ რაცაა და იქ აკუმლატურშკა მაგეებზე კაცია და გუნებაო ითქმის :დ
ReplyDeleteრამოდოლა ძროხები ცვივა ეკრანი დამიფარა ნახევრად ;დ
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!