ნებისმიერი საკითხი რაც აქ შეიძლება განხილულ იქნას, მეხება მხოლოდ მე და არის მხოლოდ ჩემი შეხედულება და მოსაზრება |
ძალიან რთულია დიდი ხნით განშორება ადამიანთან რომელიც ძალიან საყვარელია, შენიანია, გგრძნობს და გრძნობ!
მართალია ვესაუბრები ყველა შესაძლო მომენტში, სულ გვაქვს მიწერ-მოწერა, მაგრამ ეგ მაინც ის არაა....
არადა რა სასიამოვნოდ ვიხსენებ ახლა იმ საღამოებს და ღამეებს რაც ერთად გვიგიჟია, ჩადენილ სისულელეებს :) და აზრი რომ 4 წელი კიდევ მასე გადაბმულად ვერ ვიქნებით ერთად (10 დღიანი დაბრუნებები არ ითვლება) მაგიჟებს.
სულ ვუყვებით ერთმანეთს მომხდარ სიახლეებს, მაგრამ ეგ მაინც ის არ არის......
აი გუშინაც უკიდეგანოდ ბევრი ვისაუბრეთ, ის იქ მარტო არაა , ეგ კარგია კიდევ, თორე აქამდე დეპრესიებში ჩაიხრჩობოდა. ნუ ცდილობს არ იფიქროს იმაზე რასაც ახლა მე ვწერ , მაგრამ მაინც ხომ ვარსებობ, არსებობს....
და საერთოდაც რა უბედურებაა მონატრება....
უი ახლა გამახსენდა ვინ მითხრა თუ თქვა არ მახსოვს - სიყვარული მონატრებააო
ხოდა ახლა რა გამოდის მიყვარს? დიახაც ვდებილდები ისე მიყვარს , 13 წელია (უ რა თარიღია) მიყვარს და ძალიანაც მეყვარება სულ სულ სულ!!!
მენატრება ჩემიიი დებილი!!! უკიდეგანოდ მენატრება.....
აი აქააა ახლა ის..... იქ არ მინდა , მინდა რომ ის იყოს აქ, მაგრამ ის უნდა იყოს იქ.....
V Štíhlách 1311/3, 142 00 Prague 4-Krč, Czech Republic
5 Comments
მონატრება კარგიცაა და ცუდიც იმავდროულად :)
ReplyDeleteGood luck!
4 წელი რაამბავია :(
ReplyDeleteggg...auh ra cudi ramea :( bevri ramis gadatana mogiwevt egre orives..4 weli bevri droa :mo:
ReplyDeleteეს სიყვარული ყველაზე საშინელი თემაა რა..
ReplyDeleteმაგის ხსენებაზე წიკები მეწყება
ნევროზი ავიკიდე
იმ დღეს 2 წელიწადზე ისტერიკები დამეწყო და 4 ხომ საერთოდ..
ჩემთან ბლოგზე დამატებული ხარ ;)
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!