დისტანციური ურთიერთობის სიახლოვე მომენატრა

ძალიან უცნაურია ადამიანი რომელიც საკმაო ხანია არსებობს ჩემს ცხოვრებაში, საკმაოდ უჩვეულოდ იცვლის სტატუსებს....

ზოგადად ჩემთვის ის ადამიანი ყოველთვის ნიშნავდა რაღაცას , არც ისე ცოტას....
თუმცა მის თავში რა ტრიალებდა და ტრიალებს დღემდე ჩემთვის უცნობია.... ყოველთვის მქონდა გრძნობა, რომ ჩვენს შორის მიუხედევად კარგი და თბილი ურთიერთობისა იყო დისტანციაც, თუმცა დღემდე არ ვიცი ეს დისტანცია რის გამო იყო და არის.....

ამ ადამიანთან თითქოს არის სულიერი სიახლოვე , თუმცა მას სულ რაღაც კითხვისნიშნები შემოაქვს.... ძალიან უცნაურია მისი დამოკიდებულებაც, რომელიც იცვლება ხოლმე.... ზოგჯერ ეს დისტანცია გაუცხოვებამდე მიჰყავს , ზოგჯერ კი პირიქით....

ეს ადამიანი რაღაცით მეორე მეს მაგონებს, თუმცა ჩვენს შორის ზოგადი მსოფლმხედველობის იმხელა სხვაობაა რომ ვერაფრით ვერ გავიგე რა გვაქვს საერთო...

ძალიან უცნაურია ისიც რომ როგორიც არ უნდა იყოს კონკრეტულ მომენტში ურთიერთობა და დამოკიდებულება, შხვედრისა და საუბრის მომენტში ეს ქრება და თითქოს დისტანციაც აღარ არსებობს....

მოკლედ ვერაფერი გავიგე მაგრამ ეს ურთიერთობა ჩემთვის ერთგვარი აზარტია, არც გამომდის და ვერც ვეშვები.....

მომენატრა!

Post a Comment

9 Comments

  1. ეს იმის ბრალია ჩემო კარგო, რომ იმ ადამიანს, როგორც ჩანს, კარგად არ იცნობ, რადგან თუ სულ მუდამ ცდულობს დისტანციის დაკავებას, ესე იგი ამის საფუძველი აქვს და ამაზე შენთან საუბარი უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უნდოდეს კიდეც რომ გესაუბროს. ალბათ უბრალოდ არ იცის შენი რეაქცია, რა მოჰყვება ამას. თუ ის ადამიანი ბიჭია, არაა გამორიცხული, რომ გეი იყოს... თუმცა ეს ჩემი "ფილოსოფიური" მოსაზრება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი კერძო აზრია... ასე რომ, თუ გინდა ნუ მიაქცევ ყურადღებას :):):)

    ReplyDelete
  2. სტატუსებს იცვლისო რომ დაწერე უცებ წარმოვიდგინე ადამინი : online, offline, do not disturb, away, invisible

    ReplyDelete
  3. GayGuy
    მამრია :) არა რაშია საქმე იცი გეია, არა გეი ერთი ფეხია ცემთვის აბშენიაში არ აქვს მნიშვბნელობა იმიტომ რომ მე ის როგორც პარტნიორი არ მყავს განსაზღვრული უბრალოდ ადამიანია რომელიც ჩემს ემოციურ და სულიერ მდგომარებას ავსებს :) ხოდა მე როცა ვუწყებ საუბარს მაგასაც არ მოჰყვება ხოდა ისევ ისე მეაბშენიება ხოდა რავიც აბა :) ასეც ვუთხარი ისეც ვუთხარი და ნუ მისი საქმე მან იცის :)


    Pink Panthere

    გენიალურია იმდენი ვიცინე ყვა ამტკივდაა!! საღოლ

    ReplyDelete
  4. მეც ხომ არ ვიცნობ მაგ ადამიანს???
    რაღაც ძალიან მეცნობა თითქოს...

    ReplyDelete
  5. Kate სენ კიდე სულ როგორ გგონია რომ იცნობ ყველას ვიზეც ვწერ?? :D :D :D

    ReplyDelete
  6. ჩემი თავი გამახსენდა, ჩემი და ერთი დისტანციური მეგობრის. არადა მე მართლა ვემეგობრებოდი და ის რავი.. აი, სრულიად უმიზეზოდ გადაწყვეტდა, რომ აღარ უნდა ადამიანთან ურთიერთობა და გამარჯობასაც აღარ მეუბნებოდა. საშინლად გამაღიზიანებელი თვისებაა. თან ვერ ხვდები დააშავე რამე თუ არა.

    ReplyDelete
  7. @ჩორვენ


    იმიტომ ჰგონია ქეითს რო შენ თქვი ნეტში ვიცნობ ძირითადადო. ნეტში იცნობ და ბლოგზე პოსტავ - ზნაჩიტ გინდა რო წაიკითხოს ეს პოსტი.

    ჩემი დებილი მსჯელობის მიხედვით ის ვიღაცა აქაურ წრეულია :D

    ReplyDelete
  8. Anonymous11:31 PM

    sECRETS
    სად წაიკითხე ბიჭო ნეტში ვიცნობთქო??
    თქვენ იმიტომ წერთ ვინმეზე რომ იმედი გაქვთ ის წაიკითხავს??
    აქედან ვიზეც ვწერ ნახევარიც არ შემოვა არასოდეს :)

    მდეს ვეერ გევიგე და მომკალით

    ReplyDelete
  9. @ჩორვენი¹³ - :D :D :D
    ვაფშეტა საკუთარი თავი მეგონა.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!