არადა ასეთი დამთხვევები გულს არ მიჩუყებენ , მააგრამ...

დღეს დღე 6 საათზე მატარებელში დამეწყო როდესაც 15 წუთის ძლივს ჩაძინებული (ძალიან არ მიყვარს ღამის მატარებელი და თითქმის ვერ ვიძინებ) გამცილებელმა ჯაჯგურით გამაღვიძა... საშინელად შემცივდა, მაგრამ მორჩილად გამოვედი სადგურიდან და ტაქსი გავაჩერე..... სახლთან ტაქსისტს ვეჩხუბე გულიანად, რაც გამცილებელს დავაკელი ამას მივაყოლე....

სახლში შხაპში შევძვერი.... არ მიშველა მაინც გულისრევამდე მეძინებოდა.... ცოტა ხნით ვიფიქრე წამოვწვებითქო.... მანამდე კიდევ კარგი გიოს სმს გავუგზავნე 12ზე უეჭველი დარეკეთქო... ოდა კი გამეღვიძა ასე 10ზე, მარა მეთქი ადრეათქო და მერე უკვე გიოს ზარმა გამომაფხიზლა....

ჩქარი ტემპით ჩავიჯაჯე რაც მომხვდა ხელთ და გავქანიდ ლეი’ლასთან, იქიდან კი თამარ ჯიშკარიანის წიგნის პრეზენტაციაზე (ამ წიგნზე ცოტა კონკრეტულად ქვემოთ გეტყვით)

პრეზენტაცია ალპურ კლუბში იყო... ფანტასტიური ღვთაებრივი სურათებით მოფენილი დარბაზი, ყველა დროის საუკეთესო ქართველი მთამსვლელი, მათი აღჭურვილობა მოკლედ მეგონა სხვა დროში გადავინაცვლე....
ძალიან გულისამაჩუყებელი ტექსტები ისმოდა (ამას ვამბობ გულწრფელად) რამოდენიმე მომენტში თავიც კი შევიკავე....

შემდეგ ბევრი ვიბოდიალეთ და 4 საათზე კინოში შევედით მე და გიო. 5 საათზე დაიწყო ტატო კოტეტიშვილის ფილმი ნოსტალგია რომელიც ინეკემ (ცოლმა თუ არ ვცდები) დაასრულა მისი გარდაცვალების მერე. აი მაშინ კი თავის შეკავება გამიჭირდა....

დღე ემოციებით და უცნაური ისტორიებით გადატვირთული გამოდიოდა ნელა ნელა....
მეორე ფილმი მხოლოდ ინეკესი იყო ”ტრანზიტი დუბაი” , ძალიან მესიამოვნა კარგი იყო დანამდვილებით.
თუმცა დღეს დიდი იმედგაცრუებაც არ ამცდა - რეალუარდ ფილმის ფესტივალზე მიხეილ კალატოზიშვილის ფილმ ”ველური ველი”-სათვის წავედი და დამპლებმა მაგ ფილმზე მოსაწვევები დაარიგეს და ვერ ვნახე :(

შემდეგ უკვე სახლში წამოვედი, თამარ ჯიშკარიანის წიგნი ხომ ვიყიდე უკვე და ერთი სული მქონდა წამეკითხა, მით უმეტეს რომ მთამსვლელები ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული, ამაღლებული ხალხია , თანაც ვანო გულედანის დაღუპვის შემდეგ ასეთი ტრაგიკული ისტორიის შესახებ უნდა წამეკითხა.....

ძლივს მოვითავე საღამოს საქმეები და წიგნს ჩავუჯექი გვიან....
მინდა გითხრათ გენიალურია, ერთი ამოსუნთქვით ბოლო თავამდე მივედი... ემოციები ვერც აქ შევიკავე...

იმ დროს კი, როცა მე უშბაზე სიკვდილს ალპინისტებთან ერთად ვებრძოდი მოდის სმს....
Kate-ია მწერს თოვლს გილოცავო. გავიხედე გარეთ და პასუხად ვკითხე - ხო ნამდვილად ამ პლანეტაზე ხარ მეთქი? კიო მიპასუხა, გავოგნდი , ოთახში შუქი ჩავაქრე და აივანზე გავედი.....

ნამდვილად თოვდა, ჩუმად თეთრად, ლამაზად.... არადა დღეს ვფიქრობდი , მითხრეს რიკოთზე ბარდნიდა თბილისის შემოგარენში გემოზე დევსო და ....
გული მწყდებოდა რომ ქალაქი ისევ მშრალი და უნამდვილზამთრო იყო....

ახლა კი ზამთრისფერი თოვლი , სევდისსუნთქვანარევად თოვს......


ღმერთო რა მაგარიაა!!!!



პ.ს ერთი კი დამწყდა ცოტა გული რატომ არ ძროხავსთქო, მაგრამ მერე საღმა აზრმა იმძლავრა და გავიფიქრე ძროხა რომ მოფრინავდეს შიშით ადგილზე გავთავდებოდი, ისევ ფიფქები ჯობია!!
პ.პ.ს ახლა ღამის 4 საათია, მოვრჩი ”ცხელი ზაფხულის 40 დღე”-ის წიგნის პირველ ნაწილს , გაავსკდი ღნავილით....

Post a Comment

3 Comments

  1. gulisamachuyebeli dre gqonia :)

    ReplyDelete
  2. გული ამიჩუყდა, რაღაც მომენტში ჩემი თავი წარმოვიდგინე შენს ადგილას და.... )))




    პ.ს. კიდე კაი არ ძროხავს რა! :D გული გამისკდა აქ რო შემოვედი, თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა და მოკლედ მაგრა ვიხალისე ძროხვაზე :D

    ReplyDelete
  3. არა რა... ამ პლანეტაზე ხარო რომ მომწერე, მეთქი ხალხს რა სჭირს...
    მერე ჩემთან ნახე პოსტი და მიხვდები...

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!