დღეს შუადღით მაგარ ”დაგრუზულს” და დაღლილს ჩამეძინა, მეძინა ასე 40 წუთი და ვნახე სიზმარი...
ეს სიზმრები ჩემს ცხოვრებაში რაღაც საკვანძო როლს თამაშობენ თუ მე მეგიჟებენ ჯერ ვერ გავარკვიე....
ხოდა დამესიზმრა რომ მობილურით ვლაპარაკობდი და უცებ პრაღააში არმოვჩნდი, უბრალოდ ვიცოდი რომ იქ ვიყავი თორემ ისე ქალაქის გარეუბანში ვიყავი , მივბოდიალობდი და დაბალ საყვარელ კორპუსებს ვათვალიერებდი....
ტელეფონში ხმა ძალიან მოწყენილი იყო... მეუბნებოდა რომ დიეტაზე იყო და აღარ შეეძლო მეტი, რომ 6 კილოგრამი დაიკლო და ეგ ძალიან ცოტაა..... კიდევ ბევრი რამე მითხრა , ბოლოს კი დააყოლა რომ ძალიან უნდოდა ფისო....
ამ დროს მივადექი მის საცხოვრებელს და ფანჯარაში ზურგი დავინახე.... ისეთი დაძაბული და ”დაგრუზული” ვიყავი იქაც რომ ზურგიდან შევატყვე რომ შეცვლილი იყო... ძალიან შეცვლილი, ხმაც კი ისეთი არ ჰქონდა როგორიც სულ....
ამ დროს წინა სახლის ეზოდან პატარა კნუიტი გამოიქცა და გავეკიდე, თან ვეუბნებოდი ახლა კატა მომყავს შენთან მეთქი და არ სჯეროდა ასე მითხრა გიჟი ხარ და მე მაინც გამანებე თავი ისედაც ცუდად ვაროო....
ამ დროს შემობრუნდა სახით ფანჯრისაკენ და ძალიან ცუდად გამომეღვიძა ასე თავისით ვაჭყიტე თვალები....
საშინელი ემოცია იყო, ახლაც არ გამიარა ჯერ... სმს-მივწერე ხოდა ანგარიშზე არ ჰქონდა და მერე მოგწერო ასე მითხრა.... ჯერ არ ჩანს!!
უუჰ ზოგჯერ როგორ მგრუზავენ სიმზრები რომელიც ვერ გავარკვიე იმიტომ ცხადდება რომ მასე უნდა იყოს თუ იმიტომ რომ მე მომყვება ემოცია და ხელს ვუწყბ მათ აცხადებას თუ შთავიგონებ, ნუ მოკლედ როგორცაა....
სიზმრები არიან ჩემთან თუ ჩემში თუ როგორც არიან დაე იყვნენ....
5 Comments
ხო,სიზმრები,საინტერესოა : )
ReplyDeleteსიზმრებში ვართ მხოლოდ თავისუფლები და ვაკეთებთ რასაც გვინდა...
;jump:haah ai shenc moxvedii
ReplyDeleteda mainc shtob ti zdox!!!! gaxseni blogi!!!!! :@
ReplyDeleteმეც საშინლად ვიცი ხოლმე სიზმრებში ჩარჩენა : (
ReplyDeleteბოლოს როდის ვნახე არც მახსოვს : )
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!